კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I მეფეთა »
I მეფეთა 1
I მეფეთა 2
I მეფეთა 3
I მეფეთა 4
I მეფეთა 5
I მეფეთა 6
I მეფეთა 7
I მეფეთა 8
I მეფეთა 9
I მეფეთა 10
I მეფეთა 11
I მეფეთა 12
I მეფეთა 13
I მეფეთა 14
I მეფეთა 15
I მეფეთა 16
I მეფეთა 17
I მეფეთა 18
I მეფეთა 19
I მეფეთა 20
I მეფეთა 21
I მეფეთა 22
I მეფეთა 23
I მეფეთა 24
I მეფეთა 25
I მეფეთა 26
I მეფეთა 27
I მეფეთა 28
I მეფეთა 29
I მეფეთა 30
I მეფეთა 31

« I მეფეთა 16 [BIB - xx] »
16:1 და ჰრქუა უფალმან სამოველს: ვიდრემდე ეგლოვდე შენ საულს? რამეთუ განმიგდებიეს იგი, რათა არღარა მეფობდეს იგი ისრაჱლსა ზედა, არამედ აღავსე რქა ეგე შენი ზეთითა და წარგავლინო შენ ბეთლემად იესესა, რამეთუ გამოვირჩიე ჩემდად ძეთაგანი იესესთა მეფედ!
16:2 მიუგო სამოველ უფალსა და ჰრქუა: ვითარ მივიდე მე, ნუუკუჱ სცნას საულ და მომკლას მე? ჰრქუა უფალმან სამოველს: წარიბ შენ თანა დიაკეული, ერთი მროწლისაგან. და ესრე სთქუა, ვითარმედ: შეწირვად მოვსრულვარ მსხუერპლთა უფლისათა.
16:3 და მოუწოდე იესეს და ძეთა მისთა შესაწირავსა მას თანა და გაუწყო შენ, რაჲ-იგი ჯერ-არს შენდა ყოფად. და სცხე მას ჩემდად, რომლისაცა გიბრძანო შენ!
16:4 და ყო სამოველ ყოველივე, რაჲცა უბრძანა მას უფალმან, და მოვიდა იგი ბეთლემად. და განიკჳრვეს მოხუცებულთა მათ ქალაქისათა შესლვა იგი მისი და ჰრქუეს მას: მშჳდობით არს შემოსლვა ეგე შენი ჩუენდა, მხილველო? ბ
16:5 ხოლო მან ჰრქუა: მშჳდობით არს, რამეთუ მსხუერპლისა შეწირვად მოვსრულ ვარ უფლისა! არა განწმიდენით თავნი თქუენნი და ჩემ თანა ინაჴ-იდგით დღეს, მსხუერპლისა ამის ჟამსა. და განწმიდნა მან იესე და ძენი მისნი, მიუწოდა მათ მსხუერპლთა მათ ზედა.
16:6 და მოვიდეს იგინი მის წინაშე. და ვითარცა იხილა მან ელიაბ, თქუა წინაშე უფლისა: ესე-მე იყოს ცხებული მისი?
16:7 და ჰრქუა უფალმან სამოველს: ნუ ხედავ შენ ქმნულებასა მაგისსა, ნუცა სიმწჳსესა ჰასაკისა მაგისისასა, რამეთუ არა მთნავს ეგე. რამეთუ არა ვითარცა კაცი ხედავნ, და იხილის ეგრე ღმერთმან, რამეთუ კაცი პირსა ოდენ ხედავნ, ხოლო ღმერთი გულთმეცნიერი არს.
16:8 და მოუწოდა იესე ამინადაბს და წარმოდგა იგი სამოველის წინაშე და თქუა: არცაღა ესე გამოირჩია ღმერთმან.
16:9 მერმე წარმოუდგინა მას იესე სამაა და თქუა სამოველ: არცაღა ეგე გამოირჩია უფალმან!
16:10 და წარმოუდგინა იესე შჳდნივე იგი ძენი მისნი წინაშე სამოველისა და ჰრქუა სამოველ იესეს: არა ვინ გამოირჩია უფალმან ამათგანი.
16:11 მერმე ჰრქუა სამოველ იესეს: ეგოდენ არიან ძენი შენნი? ხოლო მან ჰრქუა: არსღა ერთი სხვა უმცირესი ამათსა სამწყსოსა გარე ცხოვართასა. და ჰრქუა სამოველ იესეს: წარავლინე მსწრაფლ და მოიყვანე იგი აქა, რამეთუ ვერ ეგების ჩუენდა ინაჴით დასხდომა, ვიდრე არა მოვიდეს იგი აქა.
16:12 და წარავლინა იესე და მოიყვანეს იგი წინაშე სამოველისა. და იყო იგი მწითურ, პირითა მხიარულ, გრემან, ქმნილკეთილ ხილვითა. მაშინღა ჰრქუა უფალმან სამოველს: აღდეგ ადრე და სცხე დავითს, რამეთუ ეგე გამოვირჩიე!
16:13 და მოიღო სამოველ რქა იგი საცხებელისა მის და სცხო მას წინაშე ძმათა მისთა, და მოვიდა სული უფლისა დავითის ზედა მიერ დღითგან მყოვარ ჟამ და წარვიდა სამოველ არმათემადვე.
16:14 და სული უფლისა განეშორა საულისგან და შეუჴდა მას სული უკეთური ბრძანებითა უფლისათა და აჭირვებდა მას.
16:15 მიუგეს მონათა საულისათა და ჰრქუეს: ესერა, სული უკეთური შეგაშფოთებს შენ უფლისა მიერ;
16:16 აწ ისმინე სიტყუათა მონათა შენთა. და უძიოთ უფალსა ჩუენსა კაცი ერთი, რომელმან იცოდის სახიობა გალობათა უფლისათა ქნარითა. და რაჟამს მოიწეოდის შენ ზედა სული უკეთური უფლისა მიერ, იტყოდის იგი გალობასა უფლისასა ქნარითა. და კეთილ იყოს იგი შენდა და განისუენებდი.
16:17 და თქუა საულ მონათა მისთა მიმართ: მიძიეთ მე კაცი ერთი, რომელი კეთილად გალობდეს უფლისასა, და მოიყვანეთ იგი ჩემდა.
16:18 მი-ვინმე-უგო ერთმან მონათაგანმან და ჰრქუა: ვიხილე მე ძე იესესი ბეთლემს, რომელი კეთილად გალობდა სახიობასა უფლისასა მეცნიერებით, და კაცი ბრძენი და ძალით ძლიერი და მჴნე, მჭევრი სიტყჳთა და შუენიერი ხილვითა, და უფალი არს მის თანა.
16:19 და წარავლინა საულ მოციქული იესესა თანა და ჰრქუა: მომივლინე მე დავით, ძე შენი, რომელი არს სამწყსოსა ცხოვართა შენთასა!
16:20 და აჰკიდა იესე კარაულსა ცხოვარი ერთი, პური, თხიერი ერთი ღჳნო და ერთი თიკანი და მიუძღვანა იგი იესე დავითის მიერ, ძისა თჳსისა, საულს. და შემოვიდა დავით და დადგა მის წინაშე და შეიყვარა იგი საულ ფრიად. და იყო დავით მომრთმელი მშჳლდ-კაპარჭთა მისსა.
16:21 და მიავლინა საულ კაცი ერთი იესესა და ჰრქუა: რათა დგეს დავით ჩემ წინაშე მარადის, რამეთუ პოვა მადლი წინაშე თუალთა ჩემთა!
16:22 და იყო, რაჟამს მოიწიის სული უკეთური უფლისა მიერ საულისა, მიიღის დავით ქნარი იგი და გალობნ მის წინაშე და განუსუენის საულსა, და სათნო-უჩნ მას, და განეყენის მისგან სული იგი უკეთური.

© 2010, გია შერვაშიძე