4:1 |
და იყო მათ დღეთა შინა და შეკრბეს უცხოთესლნი იგი წყობად ისრაჱლისა. და ისრაიტელნი განემზადნეს ბრძოლად და ისრაიტელნი იგი მოვიდეს და დაიბანაკეს აბეზენერს. და უცხოთესლთა მათ დაიბანაკეს აფეკს. |
4:2 |
და შეიქმნა ბრძოლა დიდი მათ შორის და ძლევასა მიეცა ისრაჱლი. და დაეცეს ბრძოლასა მას შინა უცხოთესლთა მათ მიერ ვითარ ოთხ ათას ოდენ მამაკაცი. |
4:3 |
და სხვა ერი იგი ისრაჱლისა მეოტ იქმნა და შემოვიდა ბანაკსა თჳსსა. და ზრახვიდეს ურთიერთას მოხუცებულნი ისრაჱლისანი: რაჲსათჳსმე განგუწირნა უფალმან დღეს უცხოთესლთა თანა? აწ მოდით და გამოვიღოთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ღმრთისა ჩუენისა სელომით და წინაწარვიძღვანოთ იგი და ვსძლიოთ მტერთა ჩუენთა! |
4:4 |
და მაშინ წარმოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, და რამეთუ დგეს კიდობანსა მას ზედა ქერობინნი; და ორნი იგი ძენი ელისნი ოფან და ფინეზ მოვიდეს კიდობანსა მას თანა სჯულისასა. |
4:5 |
და ვითარცა შეიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა ბანაკად, იზახეს ისრაიტელთა მათ ჴმითა დიდითა, და ოხრიდა ქუეყანა იგი. |
4:6 |
ესმა რაჲ ესე უცხოთესლთა, შეძრწუნდეს და იტყოდეს ურთიერთას: რაჲმე არს ჴმაჲ ესე ღაღადებისა ბანაკსა მას ებრაელთასა? და სცნეს ყოველთა, ვითარმედ კიდობანი იგი სჯულისა მოსრულ არს ბანაკსა მათსა. |
4:7 |
და შეეშინა ფრიად და იტყოდეს ურთიერთას: ვაჲ ჩუენდა, ვაჲ ჩუენდა, რამეთუ ღმერთი იგი მათი მოსრულ არს შემწედ მათად! და იტყოდეს: უფალო, განმარინენ ჩუენ ჴელთაგან მათთა! რამეთუ არა იყო შორის მათსა გუშინ და ძოღან ჴმაჲ ესე საშინელი. |
4:8 |
ვაჲ ჩუენდა, ვინ განმარინნეს ჩუენ ჴელთაგან ღმრთისა ძლიერებისათა? ესე იგი ღმერთი არს, რომელმან დასცა ქუეყანა იგი ეგჳპტისა, და გუემა უდაბნოსა შინა იგი! |
4:9 |
მერმე იწყეს ნუგეშინის-ცემად ურთიერთას და თქუეს: განძლიერდით უცხოთესლნი ეგე. არა დავემორჩილნეთ ებრაელთა, ვითარცა იგინი ჩუენ გუმონებდეს, მჴნე იყვენით და ჰბრძოდით! და ნუგეშინის-იცეს უცხოთესლთა მათ. |
4:10 |
და ბრძოლა-ყვეს, სძლიეს და ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და ივლტოდა ისრაჱლი ბანაკად თჳსა. და იყო დაცემა დიდი, დაეცა ისრაჱლისაგან ოცდაათი ათასი კაცი განწყობილი. |
4:11 |
და წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა, და ორნი იგი ძენი ელისნი დაეცნეს მახჳლითა - ოფნი და ფინეზ. |
4:12 |
და ივლტოდა კაცი ერთი იემინელი ბენიამენისა წყობისა მისგან ბრძოლისა. და მოვიდა სელომად მას დღესა კვართდაპებული და მიწაგარდასხმული თავსა ზედა. |
4:13 |
და ელი ჯდა სავარძელსა ზედა მისსა და იხედვიდა გზად მიმართ, რამეთუ იურვოდა კიდობნისათჳს უფლისა. და მოვიდა კაცი იგი ქალაქად და შეიქმნა ღაღადებაჲ. |
4:14 |
და ესმა ელის ჴმაჲ იგი და იკითხჳდა: რაჲ არს ღაღადებაჲ იგი? ამას ოდენ სიტყუასა ზედა მოვიდა კაცი იგი ელისსა და უთხრა ყოველივე, რაჲ-იგი იქმნა. |
4:15 |
და ელი მოხუცებული იყო, რამეთუ იყო იგი ოთხმეოცდათურამეტ წლისა, და თუალნი მისნი დადგომილ იყუნეს, და ვერა ხედვიდა. |
4:16 |
ჰკითხჳდა ელი კაცთა მათ და ჰრქუა: რა არს ჴმაჲ ესე ამბოხისა ამისი? რქუა მას კაცმან მან: მე ვარ, რომელი მოსულ ვარ ბანაკით ისრაიტელთათა ოტებული. |
4:17 |
მიუგო ელიმ და ჰრქუა მას: რა იქმნა, შვილო? მან უთხრა მას: ძლევასა მიეცა ისრაჱლი უცხოთესლთა მათ, და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მებრძოლი და დაეცა სიკუდილითა მახჳლისათა, და ორნივე ძენი შენნი მოკლეს; და კიდობანი იგი სჯულისა სიწმიდისა წარიღეს. |
4:18 |
და ელის რაჲ ესმა კიდობნისა მის ღმრთისა წაღებაჲ, ზეუკუნიჭრა სავარძელისაგან თჳსისა და დაეცა ზღურბლთა მათ ზედა მართლუკუნ და განიტეხა ზურგი და მოკუდა, რამეთუ მოხუცებულ იყო. და იგი სჯიდა ისრაჱლსა ოც წელ. |
4:19 |
და ძისცოლი მისი, ცოლი ფინეზისი, მიდგომილ იყო შობად. და ესმა ჰამბავი ესე, ვითარმედ კიდობანი იგი მიუღებიესთ და მამამთილი მისი და ქმარი მისი მომკუდარ იყუნენ, ტიროდა და შვა. და მოიქცეს საშონი და მოკუდებოდა. |
4:20 |
და ჟამსა მას სიკუდილისასა ჰრქუეს მას დედათა მათ, რომელნი მახლობელ იყუნეს: ნუ გეშინის, ძე შევ. ხოლო მან არა მიუგო, არცა ცნა, რამეთუ დასულებულ იყო. |
4:21 |
და უჴმობდეს ყრმასა მას სახელით ბექაბოდ: კიდობანსა მას ზედა სჯულისასა მამამთილსა და ქმარსა მისსა ზედა, რამეთუ მომკუდარ იყო. |
4:22 |
სიტყუად იწყეს და თქუეს: მიღებულ არს ჩუენდა დიდებაჲ ისრაჱლისა მიღებითა კიდობნისა ღმრთისათა. |