24:1 |
და წარვიდა დავით და დაადგრა ძნელოვანსა მას გადდესა. |
24:2 |
და იყო, ვითარცა მოიქცა საულ უცხოთესლთა მათგან, უთხრეს მას, ვითარმედ: აჰა, ესერა, დავით მოსრულ არს უდაბნოსა მას გადესსა! |
24:3 |
და წარიყვანა საულ მის თანა სამი ათასი კაცი რჩეული ყოველთაგან ისრაჱლთასა და მივიდა ძიებად დავითისა და ესეკ სადამისისა ადგილთა კაპანთა ფრიალოთა. |
24:4 |
და მოვიდა იგი ადგილსა მას მწყემსთასა. და იყო მუნ ქვაბი ერთი. და შევიდა მუნ საულ განსვენებად მას შინა. და დავით ერითურთ მისით დამალულ იყო შინაგან ქვაბთა. |
24:5 |
და ჰრქუეს კაცთა მათ დავითს, რომელნი მის თანა იყუნეს: ესე დღე მათ დღეთაგანი არს, რომელსა დღესა აღგითქვა ღმერთმან მოცემად მტერთა შენთა ჴელთა შინა შენთა. აწ ყავ, რომელი კეთილ არს შენ წინაშე! და მოვიდა დავით მსწრაფლ საულისა და მოჰკუეთა ფრთე ერთი ქლამინდისა მისისისა. |
24:6 |
და შეინანა ფრიად დავით გულსა შინა თჳსსა, რამეთუ მოჰკუეთა ქლამინდსა მისსა. |
24:7 |
და ჰრქუა დავით ერსა მას: ნუ იყოფინ ჩემდა ეგე უფლისა მიერ, რათამცა ვნებაჲ რამე შევამთხჳე უფალსა ჩემსა, რამეთუ ცხებული უფლისა არს იგი! |
24:8 |
და შეაჯერა დავით სიტყჳთა ამით ერსა მას მისსა და არა ვის უტევა მოკლვად საულისა. და გამოვიდა საულ ქვაბისა მისგან და წარვიდა გზასა თჳსსა. |
24:9 |
შემდგომად მისა გამოვიდა დავითცა და უჴმობდა მიმართ და თქუა: უფალო ჩემო მეფე! და გარეუკმოიხედნა საულ და დადრკა დავით და დამხედ თაყუანი-სცა მას. |
24:10 |
ჰრქვა დავით მეფესა: რადმე ისმენ სიტყუასა მონათა შენთასა, რომელნი გითხრობენ, ვითარმედ დავით გიმზირს შენ მოკლვად? |
24:11 |
აჰა, ესერა, იხილეს თუალთა შენთა, რამეთუ განგწირა შენ უფალმან დღეს ჴელთა ჩემთა ქვაბსა ამას შინა და მე არა მოგკალ, რამეთუ ვთქუ, ვითარმედ: არა მივყო ჴელი ცხებულსა ზედა უფლისასა, რამეთუ უფალი არს ჩემი. |
24:12 |
და აწ იხილე, რამეთუ კიდე ქლამინდისა შენისა არს ჴელთა შინა ჩემთა, რომელი მოვკუეთე, და შენ არა მოგკალ. და აწ გულისხმა-ყავ, რამეთუ არა არს უკეთურება ჩემ თანა და არცა შეურაცხება და უთნოობა, და არცა გავნე შენ, და შენ მდევნი მე. |
24:13 |
და აწ საჯენ უფალმან ჩემ შორის და შენ შორის! და სამართალი გამომეცინ მე უფალმან შენგან, რამეთუ ჴელმან ჩემმან არა გავნო შენ. |
24:14 |
ვითარცა-იგი თქჳან პირველთა მათ სიტყჳსჯერად, ვითარმედ: ჴელთაგან უსჯულოსათა გამოჴდეს ცოდვა. აწ, ესერა, ჴელნი ჩემნი შენდა მიმართ არა შეიგინნეს! |
24:15 |
და ვის შეუდგნ და სდევნ მეფე ეგე ისრაჱლისა, ძაღლსა ერთსა მკუდარსა უკანაშეუდგ და სდევნი, ანუ თუ გრწყილსა ერთსა დასდევ უდაბნოსა ამას ზედა? |
24:16 |
საშჯელი ყავნ უფალმან შენდა და ჩემ შორის და სამართალი გამომეცინ ჴელთაგან შენთა! |
24:17 |
და იყო, ვითარცა დაასრულნა სიტყუანი ესე დავით, ჰრქუა საულ: ესე შენი ჴმა არს, შვილო ჩემო დავით? და ტიროდა საულ ჴმითა მაღლითა. |
24:18 |
და თქუა: ყოველი სამართალი შენი უფროს არს, ვიდრე ჩემი, შვილო! რამეთუ შენ მომაგე მე კეთილი და მე მიგაგე შენ ბოროტი კეთილისა წილ. |
24:19 |
და დღესცა შენვე მომაგე კეთილი, ვითარ-იგი შენ მითხარ, რამეთუ შემომამწყუდია უფალმან დღეს ჴელთა შენთა, და შენ არა მომკალ მე. |
24:20 |
და ვინმე არს, რომელმანცა პოვა მტერი იწროებასა შინა და არა მოკლა იგი, არამედ განუტევა იგი გზასა თჳსსა კეთილობითა? უფალმან მიაგოს მას კეთილი, ვითარცა ესე შენ ყავ დღეს ჩემთჳს! |
24:21 |
და აწ ჭეშმარიტად უწყი, რამეთუ მეფობით მეფობდე შენ და მიიწიოს უფლება შენი ყოველსა ზედა ისრაჱლსა! |
24:22 |
და აწ მოვედ და მეფუცე მე უფალსა, რათა არა აღჴოცო შემდგომად ჩემსა ნათესავი ჩემი და არა წარსწყმიდო სახელი ჩემი სახლისაგან მამისა ჩემისა! |
24:23 |
და ეფუცა დავით საულს. და წარვიდა საულ სახიდ თჳსა და დავით და მისთანანი იგი აღვიდეს მასეფთად იწროსა მას. |