კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I მეფეთა »
I მეფეთა 1
I მეფეთა 2
I მეფეთა 3
I მეფეთა 4
I მეფეთა 5
I მეფეთა 6
I მეფეთა 7
I მეფეთა 8
I მეფეთა 9
I მეფეთა 10
I მეფეთა 11
I მეფეთა 12
I მეფეთა 13
I მეფეთა 14
I მეფეთა 15
I მეფეთა 16
I მეფეთა 17
I მეფეთა 18
I მეფეთა 19
I მეფეთა 20
I მეფეთა 21
I მეფეთა 22
I მეფეთა 23
I მეფეთა 24
I მეფეთა 25
I მეფეთა 26
I მეფეთა 27
I მეფეთა 28
I მეფეთა 29
I მეფეთა 30
I მეფეთა 31

« I მეფეთა 19 [BIB - xx] »
19:1 ამისა შემდგომად ზრახვა-ყო საულ იონათანის თანა, ძისა თჳსისა, და ყოველთა თანა მონათა მისთა, რათამცა მოკლეს დავით.
19:2 იონათანს, ძესა საულისასა, უყუარდა დავით ფრიად და მუნთქუესვე უმხილა დავითს და ჰრქუა, ვითარმედ: მამაჩემი გიმზირს შენ მოკლვად. აწ ეკრძალე თავსა შენსა და ხვალე განთიად მივედ და დაიმალე ადგილსა ერთსა.
19:3 და მე შევიდე თავით ჩემით მამისა ჩემისა და გამოვიკითხო, რაჲ გულსა ედვას და გაუწყო შენ!
19:4 და შევიდა იონათან საულ მამისა თჳსისა კეთილის-თხოვად დავითისათჳს, ჰრქუა მას: ნუ უყოფ ბოროტსა, მეფე, დავითს, რამეთუ არა შეუცოდებიეს შენდა, არამედ ყოველნი საქმენი მისნი კეთილ არიან შენდა!
19:5 და თავი თჳსი მისცა ჴელთა მტერთასა, და მოკლა უცხოთესლი იგი შენსა წინაშე და ქმნა უფალმა ცხორებაჲ დიდი ჴელითა მისითა ისრაჱლსა ზედა; და იხილა ყოველმან ისრაჱლმან და განიხარა. აწ რაჲსა სცოდავ შენ და დასთხევ სისხლსა მართლისასა და მოაკუდინებ დავითს უბრალოდ?
19:6 ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე იონათანისი საულს, ფიცა და თქუა: ცხოველ არს უფალი ჩემი, ვითარმედ არა მოკუდეს დავით!
19:7 მაშინ მოუწოდა იონათან დავითს და ჰრქუა, რასა-იგი იტყოდა საულ მისთჳს და შეიყვანა იონათან დავით წინაშე საულისა. და იყო იგი მის წინაშე, ვითარცა გუშინ და ძოღან.
19:8 მერმე შე-ღავე-სძინეს ღვაწლი ბრძოლისა უცხოთესლთა მათ მიმართ და დავით უფროს განძლიერდებოდა და მოწყუედდა უცხოთესლთა მათ წყლულებითა დიდ-დიდითა, ნეშტთა მათ მეოტად წარიქცევდა.
19:9 და მოიწია სული იგი უკეთური უფლისამიერი საულისა ზედა და ჯდა იგი სახლსა შინა თჳსსა, და ლახვარი ჴელთა აქუნდა და დავით წინაშე მისსა ქნარითა განაცხრობდა ნელიად.
19:10 და საულ ემარჯვებოდა განგმირად დავითისა და შესტყორცა ლახვარი იგი დავითს და ვერ მიამთხჳა, რამეთუ დავით მიჰრიდა და ლახვარი იგი შეამსჭვალა კედელსა. და დავით გამოვიდა და წარვიდა მისგან.
19:11 და მასვე ღამესა წარავლინა საულ ერი რჩეული სახიდ დავითისა, რათა მოიცვან იგი სახლსა შინა მისსა, და განთიად მოკლან იგი. და უთხრა სიტყუაჲ იგი მელქოლ, ცოლმან თჳსმან, დავითს და ჰრქუა: არა თუ წარხჳდე შენ ამას ღამესა და არა აცხოვნო თავი შენი, ხვალე სიკუდიდ ხარ.
19:12 და გარდამოსვა მელქოლ დავით სარკმლით და წარვიდა სივლტოლით და განერა. გ
19:13 და შექმნა მელქოლ ცხედარსა მისსა ზედა კაცისსახედ ღჳძლი თხისა და ბირთჳ ერთი თმა სასთუნალით დაუდვა, დაბურა იგი სამოსლითა.
19:14 მერმე მიავლინა კუალად შეპყრობად დავითისა და ჰრქვა მელქოლ მოციქულთა მათ: იგი ჭირვეული ძეს ცხედარსა ზედა და სულთა ბრძავს. და უთხრეს ესე საულს.
19:15 და კუალად მიავლინა საულ მოციქულნი დავითისა და ჰრქუა: მითვე ცხედრითურთ მომართუთ მე იგი აქა, რათა მოვკლა იგი!
19:16 და მოვიდეს მოციქულნი იგი და იხილეს ცხედარი იგი სამარის მსგავსად შემკული და ღვიძლი თხისა და თმანი. მივიდეს და უთხრეს საულს.
19:17 და ჰრქუა საულ მელქოლს: რაჲსათჳს განმარინე მე და წარავლინე მტერი ჩემი და განმერა? მიუგო მელქოლამ საულს და ჰრქუა: მან ესრე მრქუა: უკუეთუ არა წარმგზავნო, მოგკლა შენო.
19:18 ივლტოდა და განერა დავით და მოვიდა სამოველისა არმათემად და უთხრა ყოველი, რაჲცა უყო მას საულ. და წარვიდეს დავით და სამოველ ნავათად ჰარამასასა და მუნ იყოფებოდეს.
19:19 და უთხრეს საულს და ჰრქუეს, ვითარმედ: აჰა, ესერა, არს დავით ნავათს ჰარამასასა!
19:20 და წარავლინნა საულ შეპყრობად დავითისსა. და ვითარცა მივიდეს, იხილეს მათ კრებული წინაწარმეტყუელთა, რამეთუ წინაწარმეტყუელებდეს და სამოველ მათ თანა. და მოიწია ერსა მისსა ზედა საულისასა სული ღმრთისა და იგინიცა წინაწარმეტყუელებდეს.
19:21 ვითარცა ესმა ესე საულს, მიავლინნა სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყველებდესვე, და შესძინა საულ სხუანი მოციქულნი და იგინიცა წინაწარმეტყუელებდესვე.
19:22 და განრისხნა საულ გულისწყრომითა დიდითა, აღდგა და მივიდოდა იგი თჳთ არმათემად. და მოვიდა იგი ვიდრე დიდ ჯურღმულამდე, რომელი იყო სოქოთს. და იკითხჳდა საულ და თქვა: სადა არიან სამოველ და დავით? მიუგეს და ჰრქვეს: ნავათს ჰრამასასა!
19:23 და მოვიდოდა საულ ნავათად ჰრამასასა და მოიწია მის ზედა სული ღმრთისა, და სლვით ვიდოდა, და იგიცა წინასწარმეტყველებდავე, ვიდრემდი მოვიდა ნავათად ჰრამასსა.
19:24 და განიძარცვა სამოსელი თჳსი წინაშე სამოველისა და წინაწარმეტყველებდა. და მივარდა შიშველი ღამე ყოელ და დღე ყოელ, ამისთჳს სიტყჳს ჯერად თქჳან: აწ საულცა წინაწარმეტყველთა თანავე!

© 2010, გია შერვაშიძე