კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I მეფეთა »
I მეფეთა 1
I მეფეთა 2
I მეფეთა 3
I მეფეთა 4
I მეფეთა 5
I მეფეთა 6
I მეფეთა 7
I მეფეთა 8
I მეფეთა 9
I მეფეთა 10
I მეფეთა 11
I მეფეთა 12
I მეფეთა 13
I მეფეთა 14
I მეფეთა 15
I მეფეთა 16
I მეფეთა 17
I მეფეთა 18
I მეფეთა 19
I მეფეთა 20
I მეფეთა 21
I მეფეთა 22
I მეფეთა 23
I მეფეთა 24
I მეფეთა 25
I მეფეთა 26
I მეფეთა 27
I მეფეთა 28
I მეფეთა 29
I მეფეთა 30
I მეფეთა 31

« I მეფეთა 31 [BIB - xx] »
31:1 და უცხოთესლნი იგი ებრძოდეს ისრაიტელთა მათ. და ძლევასა მიეცა ისრაელი და მეოტ იქმნა ყოველი კაცი მბრძოლი ისრაჱლისა პირისაგან უცხოთესლთასა და დაეცნეს წყლულნი მთასა მას ზედა გელბუესა.
31:2 და მიიწინეს უცხოთესლნი იგი საულის ზედა და ძეთა მისთა და მოკლეს ონათან და ამინადაბ და მელქისაკე, ძენი საულისანი.
31:3 დამძიმდა ღუაწლი იგი საულს ზედა და ჰპოვეს იგი კაცთა მოისართა, და წყლეს იგი ძნიად, რამეთუ სცეს მას გულისეზოთა და ნესტუსა მიუწიეს.
31:4 და ჰრქუა საულ მენიჟაგორესა თჳსსა: იჴადე მახჳლი შენი და მომკალ მე, ნუუკუე მოვიდენ წინადაუცუეთელნი იგი და მომკლან მე, და სულთა აღმოსლვასა კიცხევით დამწერტდენ მე. და არა უნდა მემშჳლდკაპარჭესა მას მიყოფად ჴელი მისი საულისა, რამეთუ ეშინოდა ფრიად და აღმოიჴადა საულ ჴმალი თჳსი და დაეცვა მას ზედა.
31:5 ვითარცა იხილა მემშჳლდკაპარჭემან მან მისმან, რამეთუ მოკუდა საულ, იჴადა მანცა ჴმალი თჳსი და დაეცვა და მოკუდა იგიცა მის თანა.
31:6 და მოკუდა საულ და სამნი ძენი მისნი და მემშჳლდკაპარჭე იგი მისი მის თანა და ყოველნი კაცნი მისნი ერთბამად.
31:7 და ვითარცა იხილეს კაცთა მათ ისრაჱლისათა, რომელნი-იგი მიერ იყუნეს ღელესა მას, და რომელნი-იგი წიაღ იყვნეს იორდანესა, რამეთუ ივლტოდა ისრაჱლი, და მოკუდა საულ და ძენი მისნი, დაუტევეს ქალაქები იგი მათი და ივლტოდეს. და მოვიდეს უცხოთესლნი იგი, დაემკჳდრნეს მათ შინა.
31:8 და ხვალისაგან მოიქცეს უცხოთესლნი იგი დაძარცვად მძორებისა მის, და ჰპოვეს საულ და სამნივე ძენი მისნი მთასა მას ზედა გელბუესა.
31:9 განსძარცვეს სამოსელი მას, მოჰკუთეს თავი მისი და წარიღეს საჭურველი მისი და წარავლინეს მახარობელი კერპთა მიმართ მათთა და ერისა მიმართ მათისა და ყოველსა ქუეყანასა მათსა.
31:10 და მოიღეს საჭურველი მათი და დადვეს ბაგინსა მათსა კერპთა მათთასა, და გუამი მისი დამოჰკიდეს ზღუდესა მას ზედა ბელსანისასა.
31:11 ვითარცა ესმა იგი მკჳდრთა მათ იაბის გალადისთა, რა-იგი უყვეს საულს,
31:12 აღდგეს ყოველნი კაცნი ძლიერნი, წარვიდეს და წარმოიღეს გვამი საულისი და იონათანისი, ძისა მისისა, ბეთსანით და აღიხუნეს იგინი იაბის და დაწუნეს ჴორცნი მათნი ცეცხლითა.
31:13 ხოლო ძვალნი იგი მათნი დაფლეს ყანასა მას იაბისა და იმარხვიდეს შჳდ დღე.

© 2010, გია შერვაშიძე