კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I მეფეთა »
I მეფეთა 1
I მეფეთა 2
I მეფეთა 3
I მეფეთა 4
I მეფეთა 5
I მეფეთა 6
I მეფეთა 7
I მეფეთა 8
I მეფეთა 9
I მეფეთა 10
I მეფეთა 11
I მეფეთა 12
I მეფეთა 13
I მეფეთა 14
I მეფეთა 15
I მეფეთა 16
I მეფეთა 17
I მეფეთა 18
I მეფეთა 19
I მეფეთა 20
I მეფეთა 21
I მეფეთა 22
I მეფეთა 23
I მეფეთა 24
I მეფეთა 25
I მეფეთა 26
I მეფეთა 27
I მეფეთა 28
I მეფეთა 29
I მეფეთა 30
I მეფეთა 31

« I მეფეთა 2 [BIB - xx] »
2:1 განძლიერდა გული ჩემი უფლისა მიმართ, და ამაღლდა რქა ჩემი ღმრთისა მიმართ, მაცხოვარისა ჩემისა: განვრცნა პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა; განვიხარე მე მაცხოვარებითა შენითა!
2:2 რამეთუ არა ვინ არს წმიდა, ვითარ შენ, უფალი, და არა ვინ არს მართალ ღმრთისა ჩუენისაებრ! და არა ვინ არს წმიდა შენსა გარეშე.
2:3 ნუ იქადინ, ნუცა იტყჳნ მაღალსა გარდარეულად, ნუცა აღმოვალნ მდიდრად სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა! რამეთუ ღმერთი არს მეცნიერებათა უფალი და ღმერთმან განამზადნეს საქმენი თჳსნი.
2:4 მშჳლდები ძლიერთა მოუძლურდა, და უძლურნი შეიმოსნეს ძალითა.
2:5 შვებულთა პური მოაკლდა და მშიერთა დაიპყრეს ქუეყანა; რამეთუ ბერწსა მას ესხნეს შჳდ შვილ და შვილმრავალი იგი მოუძლურდა!
2:6 უფალმან მოაკუდინის და აცხოვნის; შთააგდის ჯოჯოხეთად და აღმოიყვანის!
2:7 უფალმან დააგლახაკის და განამდიდრის, დაამდაბლის და აღამაღლის!
2:8 აღადგინის ქუეყანისაგან გლახაკი და სკორეთაგან აღამაღლის დავრდომილი, რათა დასვას იგი ძლიერთა თანა ერისა მისისათა და საყდარნი დიდებისანი დაუმკჳდრნეს მას;
2:9 მოანიჭის თხოვა მლოცველთა მისთა და აკურთხნის წელიწადნი მართლისანი, რამეთუ არა არს სიმტკიცე ძლიერებაჲ კაცისა. უფალმან უძლურ-ყვნის მჴდომნი თჳსნი. უფალი წმიდა არს! (ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნითა თჳსითა, ნუცა იქადინ ძლიერი ძალითა თჳსითა, ნუცა იქადინ მდიდარი სიმდიდრითა თჳსითა, არამედ ამას ზედა იქადოდენ, რომელი-იგი იქადოდის გულისჴმის-ყოფასა და ცნობასა უფლისასა ყოფად სასჯელი სიმართლისა ქუეყანასა ზედა).
2:10 უფალი ამაღლდა ცათა შინა და იქუხა, თავადმან განსაჯნეს კიდენი ქუეყანისანი სიმართლითა თჳსითა, მოსცეს ძალი მეუფესა ჩუენსა და აღიმაღლოს უფალმან რქა ცხებულისა თჳსისა!
2:11 და დაუტევეს ყრმა იგი სამოველ სელომს წინაშე უფლისა და თაყუანი-სცეს უფალსა და წარვიდეს არმათემად სახიდ თჳსად; და ყრმა იგი სამოველ აღორძნდებოდა და მსახურებდა უფალსა წინაშე ელი მღდელისა.
2:12 და ძენი იგი ელისნი, ნაშობნი უძღებნი და უსჯულონი, რომელთა არა გულისჴმა-ყვეს შიში უფლისა,
2:13 და არცა წესი იგი მღდელობისა, ხოლო წესი იგი შესაწირავთა მათ ერისა მღდელისაგან იყო შეწირვად. მაშინ მოვიდა ყრმა ერთი მღდელისა აღმოღებად ჴორცისა მის და ჴელთა მისთა აქუნდა ფუცხვი სამპირი.
2:14 და შთაყვის იგი სიავსა შიგან, ქოთანსა, გინა ქვაბსა და, პირველად რაჲცა მოემთხჳვის ფუცხუსა მას, იგიცა წარიღის ნაწილად მღდელისა მის. და ესე სახედ უყოფდეს ძეთა ისრაჱლისათა, რომელნი მოვიდიან შეწირვად მსხუერპლისა უფლისა მიმართ სელომად.
2:15 და ვიდრე არღა უკმევიედ ცმელი იგი წინაშე უფლისა, მოვიდის მსახური იგი მღდელისა და ჰრქუის კაცსა მას შემწირველსა, ვითარმედ: მომეც მე ჴორცი შესაწვავად მღდვლისათჳს, და არა მოვიღო მგბარი ქვაბთაგან.
2:16 მაშინ რქუა კაცმან მან, რომელი მოსრულ არნ შეწირვად მსხუერპლისა: პირველად შე-ღა-ვსწიროთ საკუმეველი და მსხუერპლი უფლისა, ვითარცა ჯერ-არს და მაშინ მიიღე ყოვლისაგან, რომლისათჳს გული უთქმიდეს სულსა შენსა. და ჰრქუას მან: არა, არამედ მომეც აწ, უკუეთუ არა, მოვიღო მძლავრ.
2:17 და იყო ცოდვა იგი ყრმათა მათ დიდ წინაშე უფლისა, რამეთუ შეურაცხ-ყოფდეს მსხუერპლსა უფლისასა.
2:18 და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად წინაშე უფლისა და ემოსა მას ევფუდ ბარი.
2:19 და ჩუდკეცი მცირე უქმნის მას დედამან მისმან და მიართვის მას ჟამითი ჟამად, რაჟამს იგი აღვალნ ქმარსა თჳსსა თანა შეწირვად მსხუერპლისა მათ დღეთასა.
2:20 და აკურთხა ელი ელკანა და ცოლი მისი და ჰრქუა: მოგეცინ შენ უფალმან თესლი ცოლისა მაგისგან შენისა ამის წილ თანანადებისა, რომელ-იგი მსახურეთ წინაშე უფლისა! და წარვიდა კაცი იგი ადგილად თჳსად.
2:21 და მიხედნა უფალმან ანნას, და შვა სამ ძე და სამ ასულ. და განდიდნა ყრმა იგი სამოელ წინაშე უფლისა.
2:22 და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ესმოდა, რასა-იგი უყოფდეს ძენი მისნი ძეთა ისრაჱლისათა, და ვითარ-იგი დააძინებდეს დედათა აღთქუმულთა ბჭეთა თანა კარვისა საწამებელისათა.
2:23 და ჰრქუა მათ: რომლისათჳს ეგრე იქმთ სიტყჳსა ამისებრ, რომელი მესმის პირისაგან ერისა უფლისა?
2:24 ნუ ეგრე, შვილნო! არა კეთილ არს ამბავი ესე, რომელი მესმის თქუენთჳს; ნუ ეგრე ზამთ, ვითარმცა არა მონებთ ერსა უფლისასა.
2:25 უკუეთუ შეცოდებით შესცოდის კაცმან კაცისა მისთჳს უფლისა მიმართ, უკეთუ უფალსა შესცოდოს, ვინ ლოცვიდეს მისთჳს? და არა ისმენდეს ჴმასა მამისა მათისასა, რამეთუ ნეფსით უნდა უფალსა განრყუნა მათი.
2:26 და ყრმა იგი სამოველ ვიდოდა და განდიდნებოდა. და იყო იგი სათნო ღმრთისა და კაცთა.
2:27 და მოვიდა კაცი ღმრთისა ელისა და ჰრქუა: ამას იტყჳს უფალი: გამოცხადებით გამოვეცხადე სახლსა მამისა შენისასა, ვიდრე იყუნესღა იგინი ეგჳპტესა მონად ფარაოსა.
2:28 და გამოვირჩიე სახლი მამისა შენისა ყოველთაგან ტომთა ისრაჱლისათა ჩემდა მღდელად და აღსვლად საკურთხეველსა და აღღებად ევფუდისა. და მივეც სახლსა მამისა შენისასა ყოველი იფქლი ძეთა ისრაჱლისათა საჭმელად,
2:29 და რომლისათჳს მიხედეთ თქუენ საკურთხეველსა ჩემსა მსხუერპლსა ჩემსა ურცხჳნოთა თუალითა და ადიდენ ძენი შენნი უფროს ჩემსა, კურთხევად მათთჳს პირველად ყოველი ნაყოფი მსხუერპლთა სახლისა ისრაჱლისა?
2:30 ამისთჳს ამას იტყჳს ღმერთი ისრაჱლისა: ვთქუ, ვითარმედ: სახლი შენი და სახლი მამისა შენისა ვიდოდიან წინაშე ჩემსა უკუნისამდე. და აწ იტყჳს უფალი: ნუსადა იყოფინ, არამედ მადიდებელნი ჩემნი ვადიდნე და შეურაცხ-მყოფელნი ჩემნი შეურაცხ იქმნენ.
2:31 აჰა ესერა, დღენი მოვლენან, - იტყჳს უფალი, - და მოვსრა ნათესავი შენი და თესლი სახლისა მამისა შენისა, და არა იყოს მოხუცებული შენი ტაძარსა შინა ჩემსა.
2:32 და იხილოს მეყსა შინა განცჳფრებით ყოველივე კეთილი, რომელ ყოს უფალმან ღმერთმან ისრაჱლისამან და არა იყოს მოხუცებული სახლსა შინა შენსა ყოველთა დღეთა.
2:33 ხოლო არა ავჴოცო შენგან კაცი საკურთხეველისაგან ჩემისა, რათა ეჴუებოდის თუალთა მისთა და დასდნებოდეს გული მისი, და ყოველი დაშთომილი სახლისა შენისა დაეცეს მახჳლითა კაცთათა.
2:34 და ესე იყავნ სასწაულად შენდა, რომელი მოიწიოს ორთა მათგან ძეთა შენთა: ერთსა შინა დღესა მოსწყდენ ოფნი და ფინეზ ერთბამად ორნივე.
2:35 და აღვადგინო ჩემდა მღდელი სარწმუნო, რომელმან ყოველივე გულისა ჩემისა და სულისა ჩემისა ყოს; და უშენო მას სახლი სარწმუნო; და ვიდოდის იგი წინაშე ცხებულისა ჩემისა ყოველთა დღეთა.
2:36 და იყოს, ყოველი ნეშტი სახლისა შენისა მოვიდოდის თაყუანის-ცემად მისა დანგითა ვეცხლისათა და ერთითა ჴუეზითა პურითა და რქუას: დამადგინე ერთსა ოდენ სამღდელოსა შენსა ჭამად პურისა.

© 2010, გია შერვაშიძე