5:1 |
და უცხოთესლთა წარიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, აბენეზერით აზოტად. |
5:2 |
და შეიღეს სახლსა მას დაგონისასა, დადგეს იგი მახლობელად დაგონისასა. |
5:3 |
და აღიმსთვეს აზოტელთა მათ და შევიდეს დაგონისა და იხილეს დაგონი, რამეთუ დაცემულ იყო და პირდაქცევით ქუეყანასა ზედა წინაშე კიდობნისა მის უფლისა. და აღადგინეს დაგონი და დადგეს ადგილსავე თჳსსა. |
5:4 |
და მერმე ხვალისგან იხილეს დაგონი დაცემული პირდაქცევით წინაშე კიდობნისა მის ღმრთისასა და თავი დაგონისი და ორნივე ჴელნი და ბრჭალნი მისნი მოვრდომილ იყუნეს, გარნა გუამი ხოლო მისი დაშთომილ იყო ზღურბლთა ზედა. |
5:5 |
და ამისთჳს მღდელთა მათ დაგონისათა და ყოველმან შემავალმან სახლსა მას დაგონისასა აზოტს შინა არა დაადგნის ფერჴნი ზღურბლთა ზედა, არამედ ბიჯებით გარდააბიჯიან ვიდრე მოაქაჟამამდე. |
5:6 |
და დამძიმდა ჴელი უფლისა აზოტელთა ზედა და გვემნა იგინი სენითა საგურკველისათა. და განამრავლა მათ ზედა თაგვი და აღივსო სარწყულები მათი, ყანობირი და უბანნი მათნი თაგვითა და განმრავლდა სიკუდილი ქალაქთა ზედა მათთა. |
5:7 |
და იხილეს რაჲ აზოტელთა მათ, რამეთუ ესე დღენი დაუდგეს, იტყოდეს ურთიერთას და თქუეს: არა ჯერ არს ჩუენ შორის ყოფნა კიდობნისა ამის ღმრთისა, რამეთუ განრისხნა ჩუენ ზედა და ღმერთსა ჩუენსა ზედა დაგონსა. |
5:8 |
და მოუწოდეს მთავართა მათ უცხოთესლთა აზოტელთა მათ და ჰრქუეს: რაჲმე ვყოთ კიდობანი იგი ღმრთისა მის ისრაჱლისა? მიუგეს გეთეელთა მათ და რქუეს: მოგუეცით ჩუენ! და წარიღეს კიდობანი იგი ღმრთისა გეთეელთა. |
5:9 |
და მისლვასა მას მათსა იყო ჴელი უფლისა ქალაქსა მას ზედა და შეძრწუნებაჲ დიდი ფრიად. და ტანჯნა კაცნი მის ქალაქისანი მცირითგან ვიდრე დიდადმდე და გვემნა იგინი საგურკუელითა მათითა. და იქმნეს გეთეელთა მათ საგურკველები ოქროსა. |
5:10 |
და წარიღის კიდობანი იგი ღმრთისა ისრაჱლისა ასკალონდ, და ვითარცა მიიღეს კიდობანი იგი, ეტყოდეს ასკალონელნი იგი: რაჲსათჳს მოიღეთ კიდობანი ეგე აქავე მოსასრველად ჩუენდა და ერისა ჩუენისა? |
5:11 |
და წარავლინეს და გამოჰკრიბეს ყოველი ჴრმლოსანი უცხოთესლთა მათ, რქუეს: წარიღეთ კიდობანი ეგე ღმრთისა ისრაჱლისა და მიიღეთ [თჳ]სისავე ადგილსა, რათა აღარა მოვისრნეთ ჩუენ და ერი ჩუენი, რამეთუ დაეცა შიში სიკუდილისა ქუეყანასა ჩუენსა, ვინათგან შემოვიდა კიდობანი ესე ღმრთისა ისრაჱლისა აქა. |
5:12 |
რამეთუ ცოცხალნი და მკუდარნიცა ჩუენნი იგუემნესვე სენითა მით საგურკველისათა, და მიიწია სიტყუაჲ იგი ღაღადებისა ცადმდე. |