კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I მეფეთა »
I მეფეთა 1
I მეფეთა 2
I მეფეთა 3
I მეფეთა 4
I მეფეთა 5
I მეფეთა 6
I მეფეთა 7
I მეფეთა 8
I მეფეთა 9
I მეფეთა 10
I მეფეთა 11
I მეფეთა 12
I მეფეთა 13
I მეფეთა 14
I მეფეთა 15
I მეფეთა 16
I მეფეთა 17
I მეფეთა 18
I მეფეთა 19
I მეფეთა 20
I მეფეთა 21
I მეფეთა 22
I მეფეთა 23
I მეფეთა 24
I მეფეთა 25
I მეფეთა 26
I მეფეთა 27
I მეფეთა 28
I მეფეთა 29
I მეფეთა 30
I მეფეთა 31

« I მეფეთა 6 [BIB - xx] »
6:1 და დადგა კიდობანი იგი ღმრთისა ქუეყანასა მას უცხოთესლთასა შვიდ თვე და აღმოაცენა ქუეყანამან მათმან თაგვი.
6:2 მაშინ მოუწოდეს უცხოთესლთა მათ ქურუმთა მათთა და მისანთა და ულუკთა: რაჲ ვყოთ კიდობანი ესე უფლისა? მითხართ ჩუენ, რათა მივიღოთ ეგე ადგილსავე თჳსსა. ხოლო მათ რქუეს:
6:3 უკუეთუ წარავლინებთ კიდობანსა მაგას შჯულისა უფლისა ღმრთისა ისრაჱლისასა, ნუ წარიღებთ მაგას ეგრე, არამედ წარიღეთ მის თანა გვემისა თქუენისათჳს ნიჭად მისად და გელხინოს თქუენ, უკუეთუ არა აღიღოს ჴელი მისი დამძიმებული თქუენ ზედა.
6:4 მიუგეს და თქუეს: რაჲ მივსცეთ კურნებისა ჩუენისათჳს? ხოლო მათ თქუეს: რიცხჳსაებრ ჴლმოსანთა უცხოთესლთა ხუთნი საგურკველნი ოქროსნი ჰქმენით და ხუთი თაგჳ ოქროსა, რამეთუ გვემანი არიან თქუენ ზედა და მთავართა თქუენთა ზედა და ერთა ზედა თქუენთა.
6:5 და ჰქმენით მსგავსი საგურკველთა თქუენთა და მსგავსი თაგუთა მათ და მიეცით უფალსა დიდებაჲ, რათა განგაშოროს თქუენ გვემა იგი და აღიღოს ჴელი მისი ძლიერი თქუენ ზედა და ქუეყანისა თქუენისაგან.
6:6 რაჲსათჳს განაფიცხებთ გულთა, ვითარცა-იგი ეგჳპტელნი და ფარაო განაფიცხნეს გულნი მათნი? და გვემნა იგინი გუემითა მით სასტიკითა, მაშინვე განუტევეს ერი იგი და წარვიდეს.
6:7 ხოლო აწ ქმენით თქვენ ურემი ახალი და შეაბენით ორნი დიაკეულნი პირმშონი და უმწყსნი და ჴბონი მათნი შინა დაიყენენით.
6:8 და მოიღეთ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, დადევით ურემსა მას ზედა, და ჭურჭელი ოქროსა თანაწარეცით გვემულებისათჳს და შთადევით იგი ჩაჴვსა და დადევით გვერდით კერძო მისა, და წარავლინენით იგი და განიყვანენით, რათა წარვიდეს.
6:9 და იხილეთ, უკუეთუ წარვიდეს საზღვართა მისთა ბეთსამიით კერძო. მაშა სცანით, რამეთუ მას მოუვლინებიეს გუემაჲ ესე. უკუეთუ არა წარვიდეს, უწყოდით, რამეთუ ჴელი მისი არა გვავნებს ჩუენ, არამედ შემთხუევით რაჲმე შეგუემთხჳა ჩუენ ესენი ესე.
6:10 და ყვეს ეგრე უცხოთესლთა მათ. და მოიბნეს დიაკეულნი იგი პირმშონი და უმწყსნი, და შეაბნეს იგინი ურემსა მას და ჴბონი მათნი შინა დააყენნეს.
6:11 და დადგეს კიდობანი იგი ღმრთისა ურემსა მას ზედა და თაგუნი იგი ოქროსანი და საგურკველნი იგი, და ჩაასხნეს იგინი ჩაჴვსა, და დასხნეს გვერდით მისა.
6:12 და წარვიდეს დიაკეულნი იგი გზასა მას ბეთსამისით კერძო, მართლ გზასა მივიდოდეს, არა დაშვრენ და არა გარდააქცივეს გზასა, არცა მარჯულ და არცა მარცხულ. და მთავარნი უცხოთესლთანი შეუდგეს უკანა საზღვრადმდე ბეთსამისა.
6:13 და იყუნეს ვინმე მუნ ბეთსამას, ვითარცა იხილეს მომკალთა მათ კიდობანი იგი ღმრთისა მომავალი, განიხარეს ფრიად და წინამოეგებვოდეს მას.
6:14 მოვიდა ურემი იგი და დადგა იგი ლოდსა მას თანა დიდსა. და ურემი იგი დაკოდეს და დიაკეულნი იგი დაკლნეს და შესწირნეს მსხუერპლად უფლისა.
6:15 და ლევიტელთა მათ აღიღეს კიდობანი იგი უფლისა და ჩაჴჳ იგი და ჭურჭელი იგი ოქროსა, და დადგეს იგი ლოდსა მას ზედა დიდსა. და კაცთა მათ ბეთსამითელთა შესწირეს საკურთხი მსხუერპლი უფლისა ღმრთისა მას დღესა შინა.
6:16 და ხუთნივე იგი მთავარნი უცხოთესლნი ხედვიდეს და წარვიდეს ასკალონად.
6:17 და საგურკველნი იგი ოქროსანი, რომელ ქმნეს უცხოთესლთა ლხინებისა მათისათჳს უფლისა: ერთი აზოტელთა, ერთი გაზელთა, ერთი ასკალონელთა, ერთი აკკარონელთა და ერთი გეთეელთა.
6:18 ეგრეცა ხუთნი იგი თაგუნი ოქროსანი მსგავსად რიცხჳსა მის ქალაქთასა ხუთთა თავადთა და მთავართა ქალაქთა განმაძნელებელთა დაბადმდე ფერეზისა და ვიდრე ლოდადმდე დიდად, რომელსა ზედა დადგეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, რომელი დადგა ადგილსა მას ოსესა ბეთსაბილესისასა.
6:19 და დასცნა მათგანი ღმერთმან ერგასის ათას სამეოცდაათი კაცი. იწყეს გლოვად ერმან მან, რამეთუ დასცნა იგინი უფალმან გუემითა დიდითა ფრიად.
6:20 და თქუეს კაცთა მათ ბეთსამისელთა: ვინმე შემძლებელ არს დადგომად წინაშე პირსა უფლისა ღმრთისა წმიდისასა? ანუ ვისსამე მოიქცეს კიდობანი ესე უფლისა?
6:21 მიავლინნეს მოციქულნი მკჳდრთა მიმართ კარიათიმსათა და რქუეს მათ, ვითარმედ: აქავე მოიღეს კიდობანი იგი სჯულისა უფლისა უცხოთესლთა მათ. აწ მოდით და წარიღეთ თქუენდა.

© 2010, გია შერვაშიძე