კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I მეფეთა »
I მეფეთა 1
I მეფეთა 2
I მეფეთა 3
I მეფეთა 4
I მეფეთა 5
I მეფეთა 6
I მეფეთა 7
I მეფეთა 8
I მეფეთა 9
I მეფეთა 10
I მეფეთა 11
I მეფეთა 12
I მეფეთა 13
I მეფეთა 14
I მეფეთა 15
I მეფეთა 16
I მეფეთა 17
I მეფეთა 18
I მეფეთა 19
I მეფეთა 20
I მეფეთა 21
I მეფეთა 22
I მეფეთა 23
I მეფეთა 24
I მეფეთა 25
I მეფეთა 26
I მეფეთა 27
I მეფეთა 28
I მეფეთა 29
I მეფეთა 30
I მეფეთა 31

« I მეფეთა 21 [BIB - xx] »
21:1 და მოვიდა დავით ნობად აბიმელიქსა მღდელისა, და განუკჳრდა აბიმელიქს მღდელსა მისლვა იგი დავითისი და ჰრქუა: რად ეგრე? რაჲსათჳს მარტო მოხვალ და არა ვინ არს შენ თანა?
21:2 მიუგო დავით და ჰრქუა აბიმელიქს, მღდელსა ღმრთისასა: სიტყუაჲ ერთი მიბრძანა მე მეფემან საიდუმლო და მომავლინა, და მონანი ჩემნი განვიშვენ, და მელიან მე ადგილსა, რომელსა ჰრქჳან სარწმუნო ღმრთისა.
21:3 და აწ თუ გიც ხუთი ჴვეზა პურისა და სხუაცა თუ რამე არს ჴელთა შენთა, მომეც.
21:4 მიუგო მღდელმან მან და ჰრქუა: არა არს პური შერეული ჴელთა შინა ჩემთა, გარნა პური იგი შესაწირავისანი. აწ წმიდა თუ არიან ყრმანი შენნი დედათაგან, მიიღეთ და ჭამეთ.
21:5 მიუგო დავით მღდელსა და ჰრქუა: დედათაგან წმიდა ვართ, გუშინდლითგან და ძოღანდლითგან, ვინათგან გამოვედით გზასა ამას, წმიდა ვართ, და გზათა, თუ ესე საეჭველ არს, ხოლო დღეს წმიდა ვართ, და ყრმანიცა ჩემნი განწმედილ არიან.
21:6 ამოიღო პური იგი აბიმელიქ და მისცა მას პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა, რამეთუ სხუაჲ პური შერეული არა იდვა, გარნა პური იგი, რომელ დაგებულ იყო წინაშე უფლისა.
21:7 და იყო ვინმე მუნ მონათა მათგანი საულისთა კაცი ერთი, სულით სნეული, შეკრული წინაშე უფლისა, და სახელი მისი დოიკ იდუმელი, მეჯორე საულისი.
21:8 და ჰრქუა დავით აბიმელიქს: იხილე შენ, არს თუ სადა შენ თანა ჰოროლი, ანუ ჴმალი, ანუ ლახვარი, რამეთუ ჴმალი ჩემი და საჭურველი ჩემი არა მოვიღე ჩემ თანა, რამეთუ ბრძანებაჲ იგი მეფისა მსწრაფლ იყო.
21:9 მიუგო მღდელმან მან და ჰრქვა: აჰა, ეგერა, ჴმალი იგი გოლიადისა, უცხოთესლისა მის, რომელ შენ მოჰკალ ღელესა მას ელისსა, წარგრაგნილი სამოსლითა ძეს, იგი თუ მიგაქუს, მიიღე; ხოლო მახჳლი არა არს ჩემ თანა, თჳნიერ მისა. მიუგო დავით და ჰრქუა: მომართუ მე იგი, რამეთუ არა არს მისა უმჯობესი! მოიღო აქიმელექ ჴმალი იგი და მისცა მას.
21:10 და ადგა დავით სწრაფით და ივლტოდა საულისგან, და მოვიდა იგი ანქუშისა, მეფისა მის გეთელთასა.
21:11 მაშინ ჰრქუეს ანქუშს მონათა მათ მისთა: არა ესე არს დავით მეფე იგი ქუეყანისა? არა ამას გამოეგებვოდეს მაქებელნი იგი, რომელ იტყოდეს: საულ დასცა ათასები, ხოლო დავით დასცნა ბევრეულნი?
21:12 და ვითარცა ესმა დავითს სიტყუაჲ ესე, შეეშინა ფრიად ანქუშისა, მეფისა გეთელისა.
21:13 და განიმრუდა პირი მისი წინაშე მათსა და მოიცოფა თავი თჳსი, როკავნ და იქცევინ იგი კარით კარად მიბჭედმდე ქალაქისა, მერმე იწყო ოთხითა სლვად, გორვად და პეროად და აღავსებდა პერითა მით წვერთა მისთა.
21:14 და ჰრქუა ანქუშ მონათა თჳსთა: სადა ჰპოვეთ კაცი ეგე სულითა სნეული, რამეთუ მოიყვანეთ ეგე ჩემ წინაშე?
21:15 ნაკლულ ნურა ვიყვენით ჩუენ ესევითარითა სნეულითა, რად გამოიყვანედ ესევითარი სნეული წინაშე ჩემსა? აწ ნურღარა შემოვალნ ეგე სახლსა ჩემსა.

© 2010, გია შერვაშიძე