7:1 |
და მოვიდნეს კარიათიმელნი და წარიღეს მათ კიდობანი იგი სჯულისა უფლისა, შეიღეს იგი სახლსა მას ამინადაბისა, რომელი დაშენებულ იყო ბორცუსა მას ზედა, და გამოირჩიეს ძე მისი, ელიაზარ, და დაადგინეს მცველად კიდობანსა მას უფლისასა. |
7:2 |
და იყო, ვინათგან შეიღეს კიდობანი იგი ღმრთისა კარითიამად, და განმრავლდეს ჟამნი, და დაყო ვითარ ოცი წელი და მოიქცა ისრაჱლი უფლისა მას დღესა შინა. |
7:3 |
და რქუა სამოველ ყოველსა ისრაჱლსა: უკუეთუ მოიქცეთ უფლისა ყოვლითა გულითა თქუენითა, და განიშოროთ კერპთმსახურებაჲ და მონებდეთ უფალსა ღმერთსა, და მან გიჴსნნეს თქუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა. |
7:4 |
ისმინეს სიტყუაჲ იგი ძეთა ისრაჱლისათა, და განაგდეს ბაალი და სერტყები და კერპი იგი ასტაროთისი და მონებდეს უფალსა ღმერთსა. |
7:5 |
და რქუა მას სამოველ: შეკრბით ყოველი ერი ისრაჱლისა მასეფათდ, და ვილოცო თქუენთჳს უფლისა მიმართ! |
7:6 |
და შემოკრბა ყოველი ერი მასეფათდ და მოიღეს წყალი და მოაპკურეს ქუეყანას წინაშე უფლისა და იმარხეს მას დღესა და თქუეს: ვსცოდეთ წინაშე უფლისა! რამეთუ შჯიდა სამოველ მასეფათს ძეთა ისრაჱლისათა. |
7:7 |
და ესმა უცხოთესლთა მათ, რამეთუ შეკრბეს მასეფათდ ძენი ისრაჱლისანი და შეკრბეს უცხოთესლნიცა იგი და მოვიდეს ისრაჱლისა და გამოვიდნენ ისრაჱლნი უცხოთესლთა მათ ზედა. და ესმა რაჲ ესე ძეთა მათ ისრაჱლისათა, შეეშინათ ფრიად. |
7:8 |
და რქუეს ძეთა ისრაჱლისათა სამოელს: ნუ დასცხრები ლოცვასა უფლისა ღმრთისა მიმართ ჩუენთჳს, რათა გჳჴსნეს ჩუენ ჴელთაგან უცხოთესლთასა. |
7:9 |
და თქუა სამოველ: არა დავსცხრები ლოცვასა უფლისა მიმართ თქუენთჳს! და მოიქვა სამოველ კრავი ერთი მწოვარი და შესწირა მსხუერპლად უფლისა ყოვლისათჳს ერისა ისრაჱლისა. და ისმინა უფალმან ლოცვა იგი სამოველისა. |
7:10 |
და ვიდრე შესწირვიდა სამოველ მსხუჱრპლსა მას, უცხოთესლნი იგი მი-ხოლო-ვიდეს განმზადებულნი ბრძოლად ისრაჱლისა. და ქუხდა უფალი უცხოთესლთა მათ ზედა ჴმითა კრჩხიალებისათა, და შეძრწუნდეს და ძლევასა მიეცნეს წინაშე ისრაიტელთა მათ. და გამოვიდეს ისრაიტელნი იგი მასეფათით. |
7:11 |
და დევნა-უყვეს, და ეწივნეს, მოსრნეს უცხოთესლნი იგი და ნეშტი იგი მეოტად წარიქციეს ბეთსაბემდე. |
7:12 |
და მოიღო სამოველ ლოდი ერთი და აღმართა იგი შორის მასეფათსა და შორის განსაწყობელსა მას, და უწოდა სახელი მისი აბენეზერ, რომელ არს თარგმანებით ლოდი შეწევნისა, რამეთუ თქუეს, ვითარმედ: აქამომდე შეგვეწია ჩუენ უფალი. |
7:13 |
და დაამდაბლნა უფალმან უცხოთესლნი იგი. და არღარა შესძინეს ზედამისლვად ისრაჱლისა. და იყო ჴელი უფლისა უცხოთესლთა მათ ზედა ყოველთა დღეთა სამოველისათა. |
7:14 |
და უკმოიღეს ქალაქები იგი, რომელი დაეპყრა უცხოთესლთა მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, აკარონითგან ვიდრე გეთადმდე დაიპყრეს საზღვარი იგი ისრაჱლისა ჴელთაგან უცხოთესლთასა. და იყო მშჳდობაჲ შორის ისრაჱლსა და ამორეველთა მათ. |
7:15 |
და შჯიდა სამოველ ყოველთა ადგილთა წმიდათა მათთა. |
7:16 |
და მოვიდის იგი არმათემადვე, რამეთუ საყოფელი მისი მუნ იყო; და მუნ განიკითხავნ ისრაჱლსა და აღაშენა მუნ სამოველ საკურთხეველი უფლისა. |