კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« I მეფეთა »
I მეფეთა 1
I მეფეთა 2
I მეფეთა 3
I მეფეთა 4
I მეფეთა 5
I მეფეთა 6
I მეფეთა 7
I მეფეთა 8
I მეფეთა 9
I მეფეთა 10
I მეფეთა 11
I მეფეთა 12
I მეფეთა 13
I მეფეთა 14
I მეფეთა 15
I მეფეთა 16
I მეფეთა 17
I მეფეთა 18
I მეფეთა 19
I მეფეთა 20
I მეფეთა 21
I მეფეთა 22
I მეფეთა 23
I მეფეთა 24
I მეფეთა 25
I მეფეთა 26
I მეფეთა 27
I მეფეთა 28
I მეფეთა 29
I მეფეთა 30
I მეფეთა 31

« I მეფეთა 3 [BIB - xx] »
3:1 და ყრმა იგი სამოველ იყო მსახურებად უფლისა წინაშე ელი მღდელისა და სიტყუაჲ უფლისა საძიებელ იყო მათ დღეთა შინა, რამეთუ არა იყო ჩუენებაჲ, არცა განცხადებაჲ წინასწარმეტყუელებათა.
3:2 და იყო მას დღესა შინა, ეძინა ელის ადგილსა თჳსსა და იწყეს თუალთა მისთა დამძიმებად და ვერ ხედვიდა
3:3 სანთელსა მას ღმრთისასა ვიდრე აღგებადმდე. სამოველს ეძინა ტაძარსა მას შინა უფლისასა, სადა-იგი დგა კიდობანი იგი ღმრთისა.
3:4 და უწოდა უფალმან სამოველს და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო და რქვა სამოველ: აქა ვარ, უფალო.
3:5 და მირბიოდა სამოველ ელისა და ჰრქუა: რომლისათჳს მიწოდე მე? ჰრქუა მას ელიმ: არას გიწოდე შენ, მივედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და მივიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.
3:6 და შესძინა უფალმან წოდებად ყრმისა მის მეორედ და ჰრქუა: სამოველ, სამოველ! განჰკრთა სამოველ და მირბიოდა ელისაკე და ჰრქვა: რომლისათჳს მიწოდე მე? და რქუა მას ელიმ. არას გიწოდდი შენ, შვილო, მივედ და დაიძინე ადგილსავე თჳსსა.
3:7 და სამოველ არა უწყოდა, ვითარმედ უფლისა რამე განცხადებულებაჲ არს მისა მიმართ.
3:8 და შესძინა უფალმან წოდებად სამოველისა მესამედ, და აღდგა სამოველ და მირბოდა ელისაკე და ჰრქუა: აქა ვარ! რაჲსა მიწოდე მე? და გულისჴმა-ყო ელიმ, ვითარმედ უფალი უწოდდა მას.
3:9 და რქუა მას: მოვედ და დაიძინე ადგილსავე შენსა, შვილო! და უკუეთუ შესძინოს წოდებად შენდა, რქვა მას, ვითარმედ: ისმენს მონა შენი, იტყოდე, უფალო. და წარვიდა სამოველ და დაიძინა ადგილსავე თჳსსა.
3:10 და მოვიდა უფალი და დაადგა მას ზედა და უწოდა მას, ვითარცა-იგი პირველად და რქუა: სამოველ, სამოველ! მიუგო სამოველ და ჰრქუა: იტყოდენ უფალი, რამეთუ ესმის მონასა შენსა.
3:11 და ჰრქუა უფალმან სამოველს: აჰა ესერა, მე აღვასრულებ ყოველთა სიტყუათა ჩემთა ისრაჱლსა ზედა, რათა ყოველსა, რომელსა ესმეს, ოხრიდენ ორნივე ყურნი მისნი.
3:12 დღესა მას, რომელსა აღვადგინო, ელის ზედა დავდვა, რასაცა ვიტყოდე და ყოველსა სახლსა მისსა ზედა დავდვა, და აღვასრულო.
3:13 და უთხრა მას: რამეთუ მოვიგო შური სახლისა ჩემისა სახლსა მისსა ზედა უკუნისამდე ჟამთა უსჯულოებათათჳს ძეთა მისთასა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს ძენი მისნი და არა განსწავლნა.
3:14 ხოლო მე არა ესრე აღვთქუა, ვითარმედ ულხინო უსჯულოებათა სახლისა მის ელისთა მსხუერპლითა მით და საკუმეველითა უკუნისამდე ჟამთა.
3:15 დაიძინა სამოველ მუნვე ვიდრე ცისკრადმდე და აღიმსთო განთიად და განახუნა კარნი იგი ტაძრისანი. და ვერ იკადრა სამოველ თხრობად ელისა ჩუენებაჲ იგი, რამეთუ ეშინოდა, რომელი იხილა მისთჳს.
3:16 მიუგო ელიმ სამოველს და ჰრქუა: შვილო! ხოლო მან რქუა მას: აქა ვარ!
3:17 რქუა მას ელი: მითხარ მე სიტყუაჲ იგი, რომელი იყო შენდა მომართ ამას ღამესა, და ნუ დამიმალავ მე ერთსაცა სიტყუასა! ესე რაჲმე გიყავნ შენ უფალმან და ესე დაგირთენ, უკუეთუ დამიმალო ერთიცა სიტყუაჲ.
3:18 მაშინ უთხრა მას სამოველ ყოველი იგი სიტყუაჲ, რომელსა ეტყოდა უფალი და არა დაუმალა ერთიცა სიტყუაჲ. და თქუა ელი: აღასრულენ უფალმან ყოველივე, რაჲცა სათნო-უჩნს, რამეთუ იგი მხოლო უფალ არს.
3:19 და განძლიერდა სამოველ და უფალი იყო მის თანა და არა დავარდებოდა ქუეყანასა ზედა ყოველთაგან სიტყუათა მისთა არცა ერთი სიტყუაჲ.
3:20 და სცნა ესე ყოველმან ისრაჱლმან დანითგან ვიდრე ბერსაბედამდე, ვითარმედ სარწმუნო არს სამოველ წინაწარმეტყუელად უფლისა.
3:21 აუწყა უფალმან სამოველს სელომს შინა, ოდეს გამოეცხადა უფალი სიტყჳსაებრ უფლისა. და სარწმუნო იყო სამოველ ყოველსა ზედა ისრაჱლსა კიდითგან ვიდრე კიდემდე ქუეყანისა. და ელი მოხუცებულ იყო ფრიად და ძენი მისნი ვიდოდეს გზასა უსჯულოებისათა წინაშე უფლისა.

© 2010, გია შერვაშიძე