23:1 |
მოვიდეს და უთხრეს დავითს, ვითარმედ: აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოდგომილ არიან და ჰბრძვანან კეილასა, და გარემოს არბევენ საცხოვარსა, და შესჭამენ ჴუვილსა და დასტკებნიან ყანობირსა! |
23:2 |
და იკითხა დავით უფლისაგან და თქუა: მიბრძანო თუ, მივიდე და მოვსრნე უცხოთესლნი იგი! და ჰრქუა უფალმან დავითს: მივედ და მოსრენ უცხოთესლნი იგი და განარინე კეილა! |
23:3 |
მიუგო ერმან მან, რომელი იყო დავითის თანა და ჰრქუეს: ჩვენ ჰურიასტანს ვართ შიშსა შინა, აწ ვერ მივიდეთ კეილად ღელესა მას უცხოთესლთასა. |
23:4 |
მერმე შე-ღავე-სძინა დავით კითხვად უფლისაგან და ჰრქუა უფალმან დავითს: გვალე, მივედ შენ ადრე, რამეთუ მიმიცემიან იგინი ჴელთა შენთა! |
23:5 |
და წარვიდა დავით კაცითურთ, რომელნი იყუნეს მის თანა კეილად, და ბრძოლა-ყო უცხოთესლთა მათ თანა. და ერეოდა დავით, და მეოტ იქმნნეს იგინი პირისაგან მათისა, და მოსრნა იგინი წყლულებითა დიდითა და დაყარა ნატყუენავი იგი ერსა მას და განარინა მკჳდრნი კეილოს. |
23:6 |
და იყო, რაჟამს ივლტოდა აბიათარ, ძე აქიმელექისა, და მივიდა დავითისა და შთავიდა კეილად და აქუნდა ეფუდი იგი. |
23:7 |
მაშინ უთხრეს საულს, ვითარმედ: ესერა, მივიდა დავით კეილად! და თქუა: აწ უწყი, რამეთუ განწირა უფალმან ჴელთა მიმართ ჩემთა, რამეთუ შევიდა იგი ქალაქსა მას მოზღუდვილსა და განკრძალულსა ბჭითა და მოქლონებითა. |
23:8 |
და ჰრქუა საულ ყოველსა ერსა მოსლვად მის თანა, რათა შთავიდეს და ჰბრძოდიან კეილასა შეცვად დავითისა და ერისა მის, რომელ მის თანა იყო. |
23:9 |
და აგრძნა დავით ზედამისლვა იგი საულისი, რამეთუ არღა დაევიწყა საულს უკეთურებაჲ იგი, რომელ ეზრახა დავითისთჳს, და ჰრქუა დავით აბიათარს მღდელსა: განიპყარ ევფუდი ეგე წინაშე უფლისა. |
23:10 |
და თქუა დავით: უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, სმენით მესმა მონასა შენსა, რამეთუ ზედამომივალს მე საულ კეილად მოსრვად ქალაქისა ამის ჩემ გამო! |
23:11 |
აწ ჩამო-თუ-ვიდეს აქა საულ, ვითარცა მესმა მონასა შენსა, უფალო ღმერთო ისრაჱლისაო, ესე მაუწყე მე, უფალო, მონასა შენსა, და ჰრქუა უფალმან: ღმერთმან შეიცვას. |
23:12 |
და თქუა დავით: და მი-მე-მცნეა კეილელთა და ერი ესე ჩემი ჴელთა საულისათა? და ჰრქუა უფალმან: მიგცნე. |
23:13 |
და აღდგა დავით სწრაფით, და წავიდა და ერი იგი, რომელ მის თანა იყო, ვითარ ოთხას ოდენ კაცი, ვიდრეცა ვიდოდეს და უთხრეს საულს, ვითარმედ: განერა დავით, და განერა და გავიდა კეილაჲთ. და ადგილობანს ფერჴი დაიპყრა საულ. |
23:14 |
და მოვიდა დავით და დაადგრა უდაბნოსა ძნელოვანსა მას ზიფელთასა, მთასა მას არმუროვანსა, და ეძიებდა საულ დავითს ყოველთა დღეთა ცხორებისა მისისათა. და არა მოსცა იგი უფალმან ჴელთა მისთა. |
23:15 |
რაჟამს სცნა დავით, ვითარმედ ეძიებს მას საულ, და დავით ჯდა მთასა მას არმუროვანსა ზიფელთასა. |
23:16 |
და აღდგა იონათან, ძე საულისი, და მივიდა დავითისა და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი უფლისა მიმართ. |
23:17 |
და თქუა: ნუ გეშინინ შენ, დავით, რამეთუ არა გპოოს შენ მამამან ჩემმან, და შენ მეფობდე ისრაჱლსა ზედა, და მე ვიყო შემდგომად შენსა, და საულცა, მამამან ჩემმან, უწყის ესე, რამეთუ ესრე არს. |
23:18 |
და აღთქმა აღთქვეს და წამება დადვეს წინაშე უფლისა. და დავით დაადგრა მუნვე ახალთა მათ და იონათან წარვიდა სახიდ თჳსა. |
23:19 |
და მოვიდეს ზიფელნი იგი საულისა ბორცვად და ჰრქუეს: აჰა, ესერა, დავით დამალულ არს ჩვენ შორის მესერამს, ძნელოვანსა მას, ახალთა მათ ოდენ ბორცუსა მას ქელას, რომელ არს მარჯულ კერძო ესემონსა. |
23:20 |
და აწ აღესრულა ყოველი ნება გულისა შენისა, მეფე, რამეთუ შემოყენებულ არს იგი ჴელთა შენთა. |
23:21 |
სიტყუად იწყო საულ ერისა მის მიმართ და ჰრქუა: კურთხეულ ხართ თქუენ უფლისა მიერ, რამეთუ გელმოდა თქუენ ჩემთჳს! |
23:22 |
და აწ მოვედით და მზა იყვენით, და მოიხილეთ ადგილი იგი და ჭეშმარიტად მაუწყეთ მე, ნუუკუე მო-რამე-გერგოს თქუენ ზაკულებითა მისითა. |
23:23 |
არამედ ჭეშმარიტად დაისწავეთ ადგილი იგი, სადა დამალულ იყოს. და მოდით და მითხართ ჩუენ, და ჩუენ მოვიდეთ განმზადებულნი და მოვიძიოთ იგი, სადაცა დამალულ იყოს ათასითა ამით ერითა იუდასითა. |
23:24 |
და წარვიდეს ზიფელნი იგი საულისგან, და დავით და ერი მისი ჯდა მარჯულ კერძო ესემონისა. |
23:25 |
და წარვიდა საულ ერითურთ ძიებად დავითისა და უთხრეს დავითს გუშაგთა მათ მისთა, ვითარმედ: აჰა, ეგერა, საულ ერითურთ მისით გეძიებს შენ! ვითარცა ესმა დავითს, შთავიდა მას, რომელ-იგი იყო უდაბნოსა მას მაონათ კერძო. და საულ დევნა-უყო დავითს უდაბნოსა მას მაონისასა. |
23:26 |
და საულ ვიდოდა ერითურთ მისით მიერ კერძო მთასა მას. და დავით ერითურთ გარდაფარულ იყო სივლტოლასა მას პირისაგან საულისა. და საულ და ერმან მისმან შეიცვეს დავით და ერი მისი, რომელ მის თანა იყო. და ვითარ შე-ოდენმცა-იპყრეს იგინი, |
23:27 |
მეყსეულად მოციქული ხოლო ვიდა სოფლით საულისა და ჰრქუა: მოიქეც ადრე, რამეთუ, აჰა, ესერა, უცხოთესლნი მოეტევნეს სოფლად ჩუენდა! |
23:28 |
და მუნთქუესვე ხოლო იქცა საულ და დაუტევა დევნა იგი დავითისი, და მოვიდა შემთხუევად უცხოთესლთა მათ. ამის გამო ერქუმის ადგილსა მას "კლდე განსაყენებელი". |