13:1 |
ესრეთ იტყოდა უფალი ჩემდამო: ვიდოდე და მოიგე თავისა შენისა, გარემოსარტყმელი სელისა, და გარემოიდევ გარემო წელთა შენთა, და წყალსა შინა არა განვიდეს. |
13:2 |
და მოვიგე მოსარტყმელი სიტყჳსაებრ უფლისა და მოვიდევ წელთა გარემო ჩემთა. |
13:3 |
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: |
13:4 |
მოიღე მოსარტყმელი გარემოჲსი წელთა შენთაჲ, და აღდეგ და ვიდოდე ევფრატად მიმართ, და დამალე ეგე მუნ სიჴურელესა შინა კლდისასა. |
13:5 |
და წარვედ და დავმალე იგი ევფრატსა ზედა, ვითარცა მამცნო მე უფალმან. |
13:6 |
და იყო შემდგომად დღეთა მრავალთა და თქუა უფალმან ჩემდამო: აღდეგ, ვიდოდე ევფრატად მიმართ და აღიღე მუნით მოსარტყმელი, რომელი გამცენ შენ დამალვად მუნ. |
13:7 |
და წარვედ ევფრატად მიმართ მდინარედ, დავთხარე და მოვიღე მოსარტყმელი ადგილისაგან, რომელსა დავჰფალ იგი მუნ. და, აჰა, განხრწნილ იყო, რომელი არა იჴმაროს არარად. |
13:8 |
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო |
13:9 |
მეტყუელი: ამათ იტყჳს უფალი: ესრეთ განვხრწნა გინებაჲ იუდაჲსი და გინებაჲ იერუსალიმისა, |
13:10 |
ქალაქისა ამის, და ერისა ჩემისა, გინებაჲ არმნებებელთა სმენად სიტყუათა ჩემთა და მავალთა ნებასა გულისა მათისათა, უკანა ღმერთთა უცხოთასა, მსახურებად მათდა და თაყუანის-ცემად მათდა და იყვნენ, ვითარცა მოსარტყმელი ესე, რომელი არა იჴმაროს არარად, |
13:11 |
რამეთუ ვითარ-იგი მოსარტყმელი წელთა ზედა კაცისათა, ეგრეთ შემოვიახლე თავისა მომართ ჩემისა სახლი ისრაჱლისა და ყოველი სახლი იუდაჲსი, - თქუა უფალმან, - ყოფად ჩემდა ერად სახელოვნად, სიქადულად და დიდებად, და არ შეისმინეს ჩემი. |
13:12 |
და სთქუა ერისა მიმართ სიტყვა ესე: ამას იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: ყოველი თხიერი აღივსოს ღჳნითა. და იყოს, უკეთუ თქვან შენდამი არ მცნობთა: ვერ მცანით, ვითარმედ ყოველი თხიერი აღივსოს ღვინითა? |
13:13 |
და სთქუა მათდამი: ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვავსებ ყოველთა დამკჳდრებულთა ამის ქუეყანისათა და მეფეთა მათთა მსხდომარეთა, ძეთა დავითისთა, საყდართა ზედა მისთა, და მღდელთა და წინაწარმეტყუელთა და იუდას და ყოველთა დამკჳდრებულთა იერუსალჱმს მთრვალობითა. |
13:14 |
და განვაბნევ მათ და მამაკაცსა და ძმასა მისსა, და მამათა მათთა და ძეთა მათთა. მის შორის არა ვისურვო, - იტყვის უფალი, - და არა ვერიდო, არა შევიწყალნე განხრწნისგან მათისა. |
13:15 |
ისმინეთ და ყურად-იღეთ და ნუ აღჰმაღლდებით, რამეთუ უფალი იტყოდა: |
13:16 |
მიეცით უფალსა ღმერთსა ჩუენსა დიდებაჲ პირველ შერიჟუებისა და პირველ წარკუეთებისა ფერჴთა თქუენთა მთათა ზედა ბნელთა და მოელოდით ნათელსა, და მუნ აჩრდილი სიკუდილისაჲ, და დაისხნეთ სიბნელედ. |
13:17 |
არა თუ ისმინოთ, დაფარულად ტიროდეს სული თქუენი პირისაგნ გინებისათა, და ცრემლოოდეთ ცრემლით და გარდმოადინეთ თუალთაგან თქუენთა ცრემლნი, რამეთუ შეიმუსრა სამწყსო უფლისაჲ. |
13:18 |
არქუთ მეფესა და მმძლავრებელთა, დამდაბლდით და დასხედით, რამეთუ დაიჴსნა თავისაგან თქუენისა გჳრგჳნი დიდებისა თქუენისა. |
13:19 |
ქალაქნი ბღუარითკერძონი შეიჴშნეს და არა იყო განმღები. გარდაისახლა იუდა. აღასრულა გარდასახლებაჲ სრული. |
13:20 |
აღიხუენ თუალნი შენნი, იერუსალჱმ, და იხილენ მომავალნი ჩრდილოთ, სადა არს სამწყსოჲ, რომელი მიგეცა შენ, ცხოვარნი დიდებისა შენისანი. |
13:21 |
რაჲ სთქუა, ოდეს აღგიხილვიდენ შენ? და შენ ასწავენ მათ შენ ზედა სასწავლელნი. დასაბამად სალმობათა მოგიცვან შენ, ვითარცა დედაკაცი მშობი. |
13:22 |
და უკუეთუ სთქუა გულსა შინა შენსა: რაჲსათჳს დამემთხუნეს მე ესენი? სიმრავლისათჳს უმართლობისა შენისა, აღგესაბურველნეს უკუანაკერძონი შენნი განსაქიქებელად ქუსლთა შენთა. |
13:23 |
უკუეთუ ცვალოს ეთიოპელმან ტყავი თჳსი და ვეფხმან სიჭრელენი მისნი, და თქუენცა შეუძლოთ კეთილისა ქმნაჲ მოსწავლეთა ბოროტთასა. |
13:24 |
და განვხრწნენ იგინი, ვითარცა ქარქუეტი მოღებული ქარისაგან უდაბნოდ. |
13:25 |
ესე არს ნაწილი შენი და ხუედრი ურჩებისა თქუენისაჲ ჩემდა, იტყვის უფალი, - ვითარცა დამივიწყე მე და ესევდი ცრუთა მიმართ. |
13:26 |
და მეცა აღვსაბურველნე უკანაკერძონი შენნი წინაშე პირსა შენსა, და იხილოს გინებულებაჲ შენი. |
13:27 |
და მრუშებაჲ შენი და ჴუვილი შენი, და უცხოქმნულებაჲ სიძვისა შენისა ბორცუთა ზედა და ველთა შორის ვიხილენ საძაგელნი შენნი. ვაჲ შენდა, იერუსალჱმ, რამეთუ არა განსწმდი უკანა ჩემსა, ვიდრემდის იყო შენ? |