47:1 |
სიტყუაჲ, რომელი იქმნა იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა უცხოტომთა ზედა, პირველ განწყობისა ფარაოჲს ღაზაჲსა. |
47:2 |
ამათ იტყჳს უფალი: აჰა, წყალნი აღმოვლენ ჩრდილოჲთა, და იყვნენ ღუარად წარმღუნელად და წარრღუნან ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი, ქალაქი და დამკჳდრებულნი მას შინა. და ღაღადებდენ კაცნი, და ვალალებდენ ყოველნი დამკჳდრებულნი ქუეყანისანი |
47:3 |
ჴმისაგან მიმართებისა მისისა, და საჭურველები ფერჴთა მათთა ძლიერთაჲსა, და ძრვისაგან ეტლთა მათთაჲსა და ჴმისა ურმისთვალთა მათთაჲსა, არა მოიქცეს მამანი ძეთა ზედა მათთა. |
47:4 |
მორჩილებისაგან ჴელთა მათთაჲსა დღესა შინა მომავალსა წარწყმედად ყოველთა უცხოტომთა, და განვრყუნე ტჳროსი და სიდონი და ყოველნი ნეშტნი შემწეობისა მათისანი, რამეთუ მოჰსრავს უფალი დაშთომილთა ჭალაკებისათა. |
47:5 |
ახს სიმტიერე ღაზასა ზედა, განვარდა ასკალონი და ნეშტნი ენაკიმეთნი, ვიდრემდის შეკრბებოდით, ვიდრემდის ჰკუეთ, |
47:6 |
მახჳლო უფლისაო, ვიდრემდის არა დაჰყუდნები, კუალად ეგე ქარქაშსა შენსა, განისუენე და დაყუდენ, |
47:7 |
ვითარ დაყუდნეს. და უფალმან ამცნო მას ასკალონსა ზედა და ზღჳსკიდისათა ზედა, და ნეშტთა ზედა აღდგომად. |