48:1 |
მოაბსა ესრეთ თქვა, უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: ვაჲ ნაბავსა ზედა, რამეთუ წარწყმდა, მოისპო, წარღებულ იქმნა კარიათიმი. სირცხჳლეულ იქმნა სიმაგრე მასოგასა და იძლია. |
48:2 |
არღარა არს მერმე მუღრობაჲ ესსებონს შინა მოაბისასა, ისიტყუნეს მის ზედა ძჳრნი, მოვედით და მოვჰკუეთოთ იგი ნათესავისაგან და დაცხრომით დასცხრეს, უკუანა შენსა ვიდოდეს ოდეს მახჳლი, |
48:3 |
რამეთუ ჴმაჲ მღაღადებელთაჲ მთათაგან ორონაიმისათასა, ღაღადება შემუსრვილებასა მოსრვითა დიდითა. |
48:4 |
შეიმუსრა მოაბი. მიუთხართ ზოგორად მიმართ უჭაბუკესთა მისთა, |
48:5 |
რამეთუ აღივსო ალაოთი ტირილითა, რამეთუ აღსავალისა მიერ ფიქლოანისა აღვიდეს მტირალი ტირილისა მიერ, გზასა ზედა მთათა ორონაიმისათასა. ღაღადებაჲ შემუსრვილებისაჲ და ჭირი მტერთა ესმა. |
48:6 |
ივლტოდეთ და განარინენით სულნი თქუენნი და იქმნენით, ვითარცა ვირი ველური უდაბნოს შინა, |
48:7 |
ვინათგან ესევდ სიმაგრეთა მიმართ შენთა, მოვიდენ შენდა ჭირნი და შეგიპყრანცა შენ, და გამოვიდეს ქამოს ტყუჱობად მღდელნი მისნი და მთავარნი მისნი ერთბამად. |
48:8 |
და მოვიდეს მოსრვა ყოველსა ზედა ქალაქსა, და ქალაქი არა განერეს, და წარწყმდეს ღელე, და მოისრას ველობი, ვითარცა თქუა უფალმან: |
48:9 |
ეცით სასწაული მოაბსა, რამეთუ ნთებით აღენთოს და ყოველნი ქალაქნი მისნი უვალად იყუნენ არ ყოფისაგან დამკჳდრებულისა მის შორის, ვინავე მყოფსა მას შინა. |
48:10 |
წყეულ იყავნ მოქმედი საქმესა უფლისასა უდებებით, და წყეულ იყავნ განმმარტებელი მახჳლისა მისისაჲ სისხლისაგან. |
48:11 |
განისუენა მოაბმან სიყრმისაგან, და მოსავ იყო დიდებასა ზედა მისსა, და არ შთაასხმიდა ჭურჭლისაგან ჭურჭლად, და გარდასახლებად არა ვიდოდა. ამისთჳს არს გემოჲ მისი მის თანა და საყნოსი მისი არა მოაკლდა. |
48:12 |
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - თქვა უფალმან, - და მიავლინნე მის ზედა დამდრეკელნი და დადრიკონ იგი და ჭურჭელნი მისნი და დააწულილენ და რქანი მისნი შემუსრნენ. |
48:13 |
და ერცხჳნოს მოაბსა ქამოსისაგან, ვითარცა ერცხჳნა სახლსა ისრაილისასა ბეთელისაგან სასოებისა მისისა. |
48:14 |
ვითარ იტყჳთ: ძლიერნი ვართ და კაცნი შემძლებელნი მბრძოლობად. |
48:15 |
წარწყმდა მოაბ და ქალაქნი მისნი და რჩეულნი, ჭაბუკნი მისნი შთავიდეს მოსაკლავად, იტყვის მეფე, უფალი ძალთაჲ, სახელი მისი. |
48:16 |
ახს დღე მოაბისი მოსლვად და უკეთურება მისი მალიად ფრიად. |
48:17 |
შეძართ იგი ყოველთა გარემოს მისსა, ყოველთა მცოდნელთა სახლისა მისისათა თქუთ, ვითარ შეიმუსრა არგანი სიკეთისაჲ, კუერთხი დიდთვალი. |
48:18 |
შთამოჴედ დიდებისაგან და დაჯედ სინოტიესა შინა მჯდომარე. ასული დებონისი შეიმუსროს, რამეთუ წარწყმდა მოაბი. აღვიდა შენდა განმრყუნელი სიმაგრეთაგანთაჲ, |
48:19 |
გზასა ზედა დადეგ და იხილე მჯდომარე აროირს შინა და ჰკითხე მეოტსა და განრომილსა და არქუ: რაჲ იქმნა? |
48:20 |
ჰრცხუენა მოაბსა, რამეთუ შეიმუსრა. ვალალაებდ და ღაღად-ყავ. მიუთხარ არიონისა შორის, ვითარმედ წარწყმდა მოაბი. |
48:21 |
და სასჯელი მოვალს ქუეყანასა ზედა მისსორისსა. ქელონსა ზედა და იარსა და მოფათსა, |
48:22 |
და დებონსა ზედა და ნავავსა. და სახლსა ზედა დევლათემისსა, |
48:23 |
და კარიათემსა ზედა და სახლსა ზედა ღამოლაჲსსა და სახლსა ზედა მაოთისსა, |
48:24 |
და სახლსა ზედა კარიაოთისსა და ბოსორისა ზედა და ყოველთა ზედა ქალაქთა ქუეყანისა მოაბისათა, შორიელთა და მახლობელთა. |
48:25 |
დაიჴსნა რქაჲ მოაბისაჲ და ჴელთა შინა მისა შეიმუსრა, თქუა უფალმან: |
48:26 |
დაათრვეთ იგი, რამეთუ უფლისა ზედა განდიდნა, და ტყუელვიდეს მოაბ ჴელითა თჳსითა, და იყოს საკიცხელ იგიცა. |
48:27 |
და რამეთუ შენდაცა საკიცხელ იყო ისრაილი, ანუ პარვათა შინა შენთა იპოვა, რამეთუ ჰბრძოდე მას, და მისთანავე წარიტყუენო. |
48:28 |
დაუტევნეს ქალაქნი და დაეშენნეს კლდეთა შინა მკჳდრნი მოაბისანი; იქმნნეს, ვითარცა ტრედნი მებუდარნი კლდეთა შინა პირსა სოროჲსსა. |
48:29 |
მესმა გინება მოაბისაჲ, აგინა ფრიად სიმაღლე თჳსი, და გინებაჲ და ამპარტავანება მისი და სილაღე მისი ვიხილე, და ამაღლდა გული მისი. |
48:30 |
ხოლო მე ვცნენ საქმენი მისნი, - იტყჳს უფალი, - არა კმა-ყოფისაებრ მისისა. ეგრეთ მკლავნი მისნი არა ეგრეთ ყო? |
48:31 |
ამისთჳს მოაბსა ზედა ჴჳობდით, მოაბსა ზედა ყოველთა ჴმა-ყავთ. კაცთა ზედა ზღუდისათა სკირადათა განბიცებისათა. |
48:32 |
და კილოჲ აღიღოს, ვითარცა ტირილი. იაზირო, დაგტირო შენ, ავენაჴენ, საბამისნი, მწუერვალნი შენნი, განვლო ზღვა ქალაქმან იაზირისმან. შეახო ნაყოფსა ზედა შენსა და სამკალსა ზედა შენსა და მესთულეთა შენთა ზედა დაეცა მოსასრველი. |
48:33 |
დასწყდა შუებაჲ და მხიარულება კარმელისა და ქუეყანისაგან მოაბიტელთასა, და ღჳნოჲ საწნეხელთა შინა შენთა არა დაწნიხეს განთიად იდად, არცა მიმწუხრი არა ყვეს იდად. |
48:34 |
ხოლო ამათ ღაღადებისაგან ესსებონისა ვიდრე ვლეილამდე და ვიდრე იასამდე მოსცეს ჴმაჲ მათი ქალაქთა მათთა, სეგორითგან, ვიდრე მთათამდე ნემისთა, და მითხრობაჲ სალისიასა, რამეთუ დიაკეული სმნიერი არს, რამეთუ წყალიცა ნევრიმისაჲ შემწუელად იყოს. |
48:35 |
და წარვწყმიდო მოაბი, - თქუა უფალმან, - აღმავალი ბომონსა ზედა და მკუმეველი ღმერთთა მისთა. |
48:36 |
ამისთჳს გული ჩემი მოაბსა ზედა, ვითარცა ავლი, ოხრიდეს. გული ჩემი კაცთა ზედა სკირადათა განბიცებისათა, ვითარცა ავლმან, იოხროს. ამისთჳს, რომელთა ვემზრუნვლე, წარწყმდენ კაცთაგან. |
48:37 |
ყოველი თავი ყოველსა შინა ადგილსა აღიპარსოს, და ყოველი წუერი დაიყჳნოს, და ყოველნი ჴელნი იტყებდენ და ყოველსა ზედა წელსა ძაძაჲ. |
48:38 |
და ყოველთა ზედა ერდოთა მოაბისთა და უბნებსა ყოველსა შორის ტყებაჲ, რამეთუ შევმუსრე მოაბი, ვითარცა ჭურჭელი, რომლისა არა არს საჴმარებაჲ მისი, - თქუა უფალმან. |
48:39 |
ვითარ იძლია ჴჳობით, ვითარ მიაქცია ზურგი მოაბმან? ჰრცხუენა და იქმნა მოაბის საკიცხელ და სარისხველ ყოველთა გარემოსთა მისთა, |
48:40 |
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, ვითარცა არწივმან მიიმართოს და განიმარტნეს ფრთენი მისნი მოაბსა ზედა. |
48:41 |
დაპყრობილ იქმნა კარიაოთი და სიმაგრენი მოიპყრნეს და იყოს გული ძლიერთა მოაბისათაჲ მას დღესა შინა, ვითარცა გული დედაკაცისა მლმობისაჲ. |
48:42 |
და წარწყმდეს მოაბი ერისაგან, რამეთუ უფალსა ზედა განდიდნა. |
48:43 |
შიში და მთხრებლი და საბრჴე შენ ზედა, მჯდომარეო მოაბსა შორის, - თქუა უფალმან. |
48:44 |
მლტოლვარე პირისაგან შიშისა შთავარდეს მთხრებლსა და აღმოსრული მთხრებლით შეპყრობილ იქმნეს საბრჴითა მით, რამეთუ მოვაწინე ესენი მოაბსა ზედა წელიწადსა შინა, რომელსა ზედმივიხილო მათდამი, თქუა უფალმან, |
48:45 |
საფარველსა ესსებონისასა დადგეს მლტოლვარენი საბრჴისაგან, რამეთუ ცეცხლი გამოჴდა ესსებონით და ალი ქალაქით სეონისით, და შეჭამნა მთავარნი მოაბისანი და გამოიძინა ძენი სეონისნი. |
48:46 |
ვაჲ შენ, მოაბ! წარსწყმდი, ერო ხამორისო, რამეთუ წარიხუნეს ძენი შენნი იავარად და ასულნი შენნი ტყუედ. |
48:47 |
და მოვაქციო ტყუე მოაბისა უკანასკნელთა დღეთა, - თქუა უფალმან, - ვიდრე აქამომდე საშჯელნი მოაბისანი, რაოდენნი წინაწარმეტყუელნა იერემია ძჳნად ყოველთა ნათესავთა, |