18:1 |
სიტყვა ქმნილი უფლისა მიერ იერემიას მიმართ მეტყუელი: |
18:2 |
აღდეგ და შთავედ სახიდ მეკეცისა, და მუნ გესმნენ სიტყუანი ჩემნი. |
18:3 |
და შთავედ სახიდ მეკეცისა. და, აჰა, იგი იქმოდა საქმესა ქვათა ზედა. |
18:4 |
დავარდა ჭურჭელი, რომელსა-იგი იქმოდა თიჴისაგან ჴელთა შინა მისთა, და კუალად შექმნა იგი ჭურჭლად სხუად, ვითარცა სთნდა წინაშე მისსა ქმნად. |
18:5 |
და იქმნა სიტყვა უფლისაჲ ჩემდამო მეტყუელი: არქუ მათ: |
18:6 |
უკუეთუ ვითარცა მეკეცესა ამას ვერ ძალ-მიც ქმნად თქუენდა, სახლო, ისრაილისაო? აჰა, ვითარცა თიჴაჲ ჴელსა შინა მეკეცისასა, ეგრეთ თქუენ ხართ ჴელთა შინა ჩემთა, სახლო ისრაილისაო! |
18:7 |
აღსასრული ვთქუა ნათესავსა ზედა, ანუ მეფობასა მოსპოლვაჲ მათდა და წარწყმედად. |
18:8 |
და მოაქციოს ნათესავმან უკეთურებათაგან მათთა და შევინანო ბოროტთათჳს, რომელთა ვსიტყუევდ ყოფად მათდა. |
18:9 |
დასასრული ვთქუა ნათესავსა ზედა და მეფობასა ზედა აღშენებად |
18:10 |
და დანერგვად, და ბოროტი ქმნენ წინაშე ჩემსა არსმენად ჴმისა ჩემისა, და შევინანო კეთილთათჳს, რომელნი ვთქუენ ქმნად მათდა. |
18:11 |
და აწ თქუ მამაკაცთა მიმართ იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა მიმართ იერუსალიმს: ესრეთ იტყჳს უფალი: აჰა, მე აღვზელ თქუენ ზედა ბოროტთა და ვსიტყუავ თქუენ ზედა გულისსიტყვასა: მოიქეცინ კაცადი გზისაგან თჳსისა ბოროტისა, და უკეთეს-ჰყვენით სიმარჯუენი თქუენი და გზანი თქუენი |
18:12 |
და თქუეს: ვმჴნდეთ, რამეთუ უკანა განდრეკილებათა ჩუენთასა ვიდოდით და კაცადმან სათნონი გულისა ჩუენისა ბოროტნი ვქმნნეთ. |
18:13 |
ამისთჳს, ამათ იტყჳს უფალი: იკითხეთ წარმართთა შორის, ვის ესმნეს ესევითარნი განსაკრთომელნი ფრიად, რომელნი ქმნნა ასულმან ქალწულმან იერუსალიმისამან? |
18:14 |
ნუ მოაკლდეს კლდისაგან ძუძუნი, ანუ თოვლი ლიბანისაგან, ანუ მიაქციის წყალი მაიძულებელისა ქარისა მობერვამან? |
18:15 |
რამეთუ დამივიწყა მე ერმან ჩემმან, ცუდისადმი აკმევდეს და მოუძლურდენ გზათა მათთა ზედა, საბელთა საუკუნეთა ზედსლვისათჳს ალაგთა არმქონებელთა გზისათა სავალად. |
18:16 |
და დაწესებად ქუეყანაჲ მათი უჩინოსაქმნელად და სასტჳნველად საუკუნოდ. ყოველნი წარმავლელნი მის მიერ განცჳბრდენ და შეხარნენ თავნი მათნი, |
18:17 |
ვითარცა ქარმან შემწუელმან განვაბნინე იგინი წინაშე პირსა მტერთა მათთასა. ქედი და არა პირი უჩუენო მათ დღესა შინა წარწყმედისა მათისასა. |
18:18 |
და თქუეს: მოვედით, ვსიტყოთ იერემიას ზედა გულისსიტყუა, რამეთუ არა წარწყმდეს შჯული მღდელისაგან და განზრახვაჲ გულისჴმიერისაგან და სიტყვა წინაწარმეტყუელისაგან. მოვედით და გავაბრძოლოთ იგი ენისა მიერ, და არა ვისმინნეთ ყოველნი სიტყუანი მისნი. |
18:19 |
ისმინე ჩემი, უფალო, და ისმინე ჴმაჲ სამართლისა ჩემისაჲ. |
18:20 |
უკეთუ მიეგებიან ბოროტნი კეთილთა წილ, რამეთუ შეთქუნეს სიტყუანი ძჳნად სულისა ჩემისა და ტანჯვაჲ მათი დამირწყუეს მე? მოიჴსენე დგომაჲ ჩემი წინაშე პირსა შენსა თქმად მათ ძლით კეთილთა, გარემიქცევად გულისწყრომა შენი მათგან. |
18:21 |
ამისთჳს მისცენ ძენი მათნი სიყმილსა და შეაწყუდიენ იგინი ჴელთა მახჳლისათა. იქმენინ ცოლნი მათნი უშვილო და ქურივებ, და ქმარნი მათნი იქმენინ მოწყუედილ სიკვდილითა და ჭაბუკნი მათნი დაცემულ მახჳლითა ბრძოლასა შინა. |
18:22 |
იქმენინ ღაღადება სახლებსა შინა მათსა, მოავლინენ მათ ზედა ავაზაკნი მყის, რამეთუ ჴელ-ყვეს სიტყვა შეპყრობად ჩემდა, და მახენი დაარწყუნეს ჩემ ზედა. |
18:23 |
და შენ, უფალო, სცან ყოველი განზრახვაჲ ჩემ ზედა სასიკვდინედ. ნუ ააუბრალოებ უმართლობათა მათთა და ცოდვათა მათთა პირისა შენისაგან ნუ აჰჴოც. იყავნ უძლურებაჲ მათი წინაშე შენსა, ჟამსა შინა გულისწყრომისა შენისასა ყავ მათ შორის. |