7:1 |
სიტყუა, რომელი იყო იერემიას მიმართ უფლისა მიერ და ჰრქუა: |
7:2 |
დადეგ ბჭეთა სახლისა უფლისათა და აღმოიკითხე სიტყუა ესე და არქუ: ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან, რომელნი შეხუალთ ბჭეთა ამათ თაყუანის-ცემად უფლისა. |
7:3 |
ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: განჰმართლენით გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და დაგამკჳდრნე თქუენ შორის ადგილსა ამას. |
7:4 |
ნუ ესავთ თავთა თჳსთა სიტყუათა ზედა მტყუართა, ვითარმედ რაჲთურთით არას მარგებენ ჩუენ მეტყველნი: ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ, ტაძარი უფლისაჲ არს, |
7:5 |
რამეთუ უკუეთუ განმმართებელთა განჰმართნეთ გზანი თქუენნი და სიმარჯუენი თქუენნი, და მყოფელთა ჰყოთ მსჯავრი შორის კაცისა და შორის მოყუსისა მისისა, |
7:6 |
და მწირსა და ობოლსა და ქურივსა არა ჰმძლავრობდეთ, და სისხლსა უბრალოსა არა დასთხევდეთ ადგილსა ამას შინა, და შემდგომად ღმერთთა უცხოთასა არა ხჳდოდით განბოროტებად თქუენდა. |
7:7 |
და დაგამკჳდრნე თქუენ ადგილსა შინა თქუენსა, ქუეყანასა ზედა, რომელი მივეც მამათა თქუენთა საუკუნითგან და ვიდრე საუკუნომდე. |
7:8 |
ხოლო უკუეთუ თქვენ ესვიდეთ სიტყვათა მიმართ ცუდთა, ვინაჲ არას ირგებთ. |
7:9 |
და ჰმკლველობდეთ და იმრუშებდეთ და იპარვიდეთ. და ჰფუცვიდეთ უსამართლოსა ზედა, და უკუმევდეთ ბაალსა, და ხჳდოდით შემდგომად ღმერთთა უცხოთა, რომელთა არა უწყით (ბოროტ-ყოფაჲ თქუენდად). |
7:10 |
და მოხუედით და დასდეგით წინაშე ჩემსა სახლსა შინა, სადა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა და სთქუთ: განვეშორენით ქმნად ყოველთა ამათ საძაგელებათა. |
7:11 |
ნუ ქუაბ ავაზაკთა სახლი ჩემი? რომელსა ზედა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა მუნ წინაშე თქუენსა, და, აჰა, ვიხილე, - იტყჳს უფალი, |
7:12 |
რამეთუ ხჳდოდით ადგილსამი ჩემსა სილომსშინაჲსა, რომელსა დაიკარგა სახელმან ჩემმან მის ზედა მუნ უწინარეს, და იხილეთ, რანი უყვენ მას პირისაგან უკეთურებისა ერისა ჩემისა ისრაჱლისა. |
7:13 |
და აწ ამის წილ, რომელ ჰქმნენით ყოველნი ესე საქმენი, და ვიტყოდე თქუენდამი, განთიად ვიტყოდი, და არა ისმინეთ ჩემი, - თქუა უფალმან, - და გიწოდეთ თქუენ, და არა მომიგეთ. |
7:14 |
მეცა უკუე უყო სახლსა ამას, რომელსა წოდებულ არს სახელი ჩემი მას ზედა, რომლისამი თქუენ ესავთ მის ზედა და ადგილისა, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა, ვითარ-იგი უყავ სილომსა. |
7:15 |
და განგყარნე თქუენ პირისაგან ჩემისა, ვითარცა განვყარენ ძმანი თქუენნი, - ყოველი თესლი ეფრემისი. |
7:16 |
და შენ ნუ ილოცავ მწედ ერისა ამის და ნუ იოხ შეწყალებად მათდა, და ნუ ილოცავ და ნუ მოხუალ ჩემდა ამათთჳს, რამეთუ არა ვისმინო. |
7:17 |
ანუ არა ჰხედავ, რასა ეგენი ჰყოფენ ქალაქთა შორის იუდაჲსთა და გზათა შორის იერუსალჱმისათა? |
7:18 |
ძენი მათნი შეჰკრებენ შეშათა და მამანი მათნი აღატყინებენ ცეცხლსა, და ცოლნი მათნი ნაყენ ცმელსა ქმნად ხავონანი ძალთა ცისათასა, და უგნეს საგებნი ღმერთთა უცხოთა, რაჲთა განმარისხონ მე. |
7:19 |
ნუ მე განმარისხებენა იგინი? - თქუა უფალმან, - არა თავთა თჳსთა, რაჲთა ჰრცხუენნეს პირთა მათთა. |
7:20 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, რისხვა და გულისწყრომაჲ ჩემი განეფინოს ადგილსა ამას ზედა და კაცთა ზედა საცხოვართა და ყოველსა ზედა ხესა ველისასა და ყოველთა ზედა ნაშრომთა ქუეყანისათა, და აღეგზნას და არა დაშრტეს. |
7:21 |
ამათ იტყჳს უფალი ძალთა, ღმერთი ისრაჱლისა: ყოვლადდასაწუელნი თქუენნი შეკრიბენით მსხუერპლთა თქვენთა თანა და ჭამეთ ჴორცი. |
7:22 |
რამეთუ არა ვთქუ მამათა მიმართ თქუენთა და არა ვამცენ მათ: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყუანენ იგინი ქუეყანისაგან ეგჳპტისა ყოვლადდასაწუელთათჳს და მსხუერპლთა, |
7:23 |
არამედ ესე სიტყუაჲ ვამცენ მათ მეტყუელმან: დღესა, რომელსა შინა აღმოვიყვანენ, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, და ვიყო მე თქვენდა ღმრთად, და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად. და ვიდოდეთ ყოველთა ზედა გზათა ჩემთა, რომელნიცა გამცნენ თქუენ, რაჲთა იყოს თქუენდა. |
7:24 |
და არა ისმინეს ჩემი, არცა მოყვეს ყური მათი, არამედ ვიდოდეს მოგონებათა შინა გულისა მათისა ბოროტისათა, და იქმნეს უკუმართთამი და არა წამართთამი. |
7:25 |
დღითგან, რომლით გამოვიდეს მამანი მათნი ქუეყანით ეგჳპტით და ვიდრე დღისამდე ამის, და გამოვავლინენ თქუენდამო ყოველნი მონანი ჩემნი წინაწარმეტყუელნი დღისი და ცისკარსა მივავლინე. |
7:26 |
და არა ისმინეს ჩემი, და არა მოყვეს ყური მათი და განიფიცხეს ქედი მათი უფროს მამათა მათთასა. |
7:27 |
და ჰრქუა მათ სიტყუაჲ ესე და არა ისმინონ შენი, ხადოდი მათ და არარაი მიგიგონ შენ. |
7:28 |
და ჰრქუა მათ: ესე ნათესავი, რომელმან არა ისმინა ჴმისა უფლისა ღმრთისა მისისა, არცა შეიწყნარა წურთილებაჲ, მოაკლდა სარწმუნოება და მოღებულ არს ჭეშმარიტებაჲ პირისაგან მათისა. |
7:29 |
აღპარსე თავი შენი და განაგდე და აღიღე ბჭეთა ზედა გლოაჲ, რამეთუ აგამოუცდელა უფალმან და განიშორა ნათესავი მოქმედი ამათი. |
7:30 |
რამეთუ ქმნეს ძეთა იუდაჲსთა ბოროტი წინაშე ჩემსა, - იტყჳს უფალი, - და აწ ესმნეს საძაგელნი მათნი შორის სახლისა, რომლისა წოდებულ არს სახელი ჩემი მის ზედა შეგინებად მისსა. |
7:31 |
და აღაშენეს ბომონი ტაფეთისი, რომელ არს ჴევსა შინა ძისა ენნომისსა, დაწუად ძეთა მათთა და ასულთა მათთა ცეცხლისა მიერ, რომელი არა ვამცენ მათ, არცა მოვიდა გულსა შინა ჩემსა. |
7:32 |
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არღა თქუან მერმე ბომონი ტაფეთისი და ჴევი ძისა ენნომესი, არამედ ჴევი მოწყუედილთა და დაჰფლნენ ტაფეთს შინა არყოფისათჳს ადგილისა. |
7:33 |
და იყვნენ მკუდარნი ამის ერისანი საჭმელ მფრინველთა ცისათა და მჴეცთა ქუეყანისათა, და არა იყოს წარმდევნელი. |
7:34 |
და მოვაკლო ქალაქთაგან იუდაჲსთა და საგზაურთაგან იერუსალიმისათა ჴმაჲ კეთილმშუებიარისა და ჴმაჲ მოხარულისა, ჴმაჲ სიძისა და ჴმაჲ სძლისაჲ, რამეთუ მოსაოჴრებელად იყოს ყოველი ქვეყანა. |