37:1 |
მეფე იქმნა სედეკია, ძე იოსიაჲსი, ნაცვლად იექონიაჲსა, ძისა იოაკიმისა, რომელი მეფე-ყო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, მეფობად იუდაჲსასა. |
37:2 |
და არა ისმინნეს მან და ყრმათა მისთა და ერმან ქუეყანისამან სიტყუანი უფლისანი, რომელნი თქუნა ჴელითა იერემიაჲსითა. |
37:3 |
და მიავლინა მეფემან სედეკია იოახას, ძე სელიმისი და სოფონია, ძე მაასესი, მღდელი იერემიაჲს მიმართ წინაწარმეტყუელისა მეტყუელმან: ლოცვიდე ჩუენთჳს უფლისა ღმრთისა ჩემისა. |
37:4 |
და იერემია მოვიდა და გავლო საშუალ ქალაქისა, და არ მიიყუანეს იგი საპყრობილედ, და ძალი ფარაოჲსი გამოვიდა ეგჳპტით. და ესმა ქალდეველთა, მომცველთა იერუსალიმისათა, სასმენელი მათი, და წარვიდეს იერუსალიმით. |
37:5 |
და იყო სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ მეტყუელი: |
37:6 |
ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაელისამან: ესრეთ ჰსიტყო მეფისა მიმართ იუდაჲსა, მომავლინებელისა შენდამი, გამოძიებად ჩემდა. აჰა, ძალი ფარაოჲსი გამოსრული შეწევნად თქუენდა, უკუნიქცენ ქუეყანად მათდად, ქუეყანად ეგჳპტისა. |
37:7 |
და უკმოიქცენ ქალდეველნი, და ჰბრძოდენ ქუეყანასა ამას, და დაიპყრან იგი და დაწუან იგი ცეცხლითა. |
37:8 |
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან: ნუ მოიღებთ სულთა თქუენთა მეტყუელნი: წარმრბენელნი წარვიდენ ჩუენგან ქალდეველნი, რამეთუ არა წარვიდენ, |
37:9 |
არამედ დაღათუ მოსრათ ყოველი ძალი ქალდეველთა, მბრძოლთა თქუენთაჲ, და დაშთენ ვინმე დაგურემულნი მამაკაცნი მათ შორის - კაცადი ადგილსა თჳსსა, იგინი აღდგენ და დაწუან ქალაქი ესე ცეცხლითა. |
37:10 |
და იქმნა, ოდეს აღმოვიდა ძალი ქალდეველთა იერუსალიმით პირისაგან ძალისა ფარაოსისა, |
37:11 |
გამოვიდა იერემია იერუსალიმით წარსლვად ქუეყანად ბენიამენისა სყიდად მუნით პურისა საშუალ ერისა. |
37:12 |
და იქმნა იგი ბჭესა თანა ბენიამენისსა, და მუნ კაცი, რომლისა დაივანის სარუია, ძემან სელემისმან, ძისა ანანიაჲსმან, და შეიპყრა იერემია მეტყუელმან: ქალდეველთა მიმართ შენ ილტვი. |
37:13 |
და ჰრქუა იერემია: ცილ არს, არა ქალდეველთა მიმართ მივივლტი მე. და არა ისმინა მისი, და შეიპყრა სარუიამან იერემია და შეიყვანა იგი მთავართა მიმართ. |
37:14 |
და განმწარდეს მთავარნი იერემიას ზედა, და გუემეს იგი, და მისცეს იგი სახიდ საპყრობილისა კრულისა მცველად, სახიდ იონათან მწიგნველისა, რამეთუ სახლი მისი შექმნეს საპყრობილედ, რამეთუ მოვიდა ერი სახიდ მღჳმისა და ქერეთად. |
37:15 |
და შევიდა იერემია სახიდ მღჳმისა და შესაწყდობელად, და დაჯდა მუნ დღეთა მრავალთა იერემია. |
37:16 |
და მიავლინა მეფემან სედეკია, და მოუწოდა მას, და გამოჰკითხა მას მეფემან სახლსა შინა თჳსსა იდუმალ, და ჰრქუა მას: უკუეთუ არს სიტყუაჲ უფლისა მიერ? და მან ჰრქუა: არს. და თქუა: ჴელთა მეფისა ბაბილოვნისათა მიეცე. |
37:17 |
და ჰრქუა იერემია მეფესა სედეკიას: რაჲ გმძლავრე შენ და ყრმათა შენთა და ერსა ამას, რამეთუ თქუენ მიმეცით მე სახიდ საპყრობილისა? |
37:18 |
და სადა არიან წინაწარმეტყუელნი თქუენნი, რომელნი გიწინაწარმეტყუელებდეს თქუენ მეტყუელნი: ვითარმედ არა მოვიდეს მეფე ბაბილონისაჲ ქუეყანასა ამას ზედა? |
37:19 |
და აწ უფალო ჩემო მეფე! დავარდინ წყალობა ჩემი წინაშე პირსა შენსა და რად მიმაქცევ მე სახიდ იონათან მწიგნველისა? და არა მოვკუდე მუნ. |
37:20 |
და მიუწესა მეფემან სედეკია და შეაგდეს იგი სახლსა საპყრობილისასა, და მისცემდეს მას პურსა ერთსა დღივ გარეშე, რომელსა განსცემდეს, ვიდრე არა მოაკლდეს პურნი ქალაქისაგან. და დაჯდა იერემია ეზოსა შინა საპყრობილისასა. |