22:1 |
ამათ იტყჳს უფალი: ვიდოდე და შთახედ სახიდ მეფისა იუდაჲსსა. და სთქუნე მუნ სიტყუანი ესე. |
22:2 |
და ჰრქუა: ისმინე სიტყუა უფლისაჲ მეფემან იუდაჲსმან, მჯდომარემან საყდარსა ზედა დავითისასა, შენ და ყრმათა შენთა და ერმან შენმან და რომელნი შემოვლენ ბჭეთა. |
22:3 |
ამათ იტყჳს უფალი: ჰყოფდით სასჯელსა და სიმართლესა და განარინებდით მიმძლავრებულსა ჴელისაგან მიმმძლავრებელისა მისისა, და მწირსა და ობოლსა და ქურივსა ნუ ჰმძლავრობთ, და ნუ უთნოებთ და სისხლსა უბრალოსა ნუ დასთხევთ ადგილსა ამას შინა. |
22:4 |
მით, რამეთუ, უკუეთუ მყოფელთა ჰყოთ სიტყუაჲ ესე, და შევიდოდიან ბჭეთა ამის სახლისათა მეფენი და მთავარნი, მსხდომნი საყდარსა ზედა დავითისსა და ზედაღმავალნი ეტლებსა ზედა და ცხენებსა, იგი და ყრმანი მისნი და ერი მისი. |
22:5 |
ხოლო არა თუ ჰყუნეთ სიტყუანი ესე, თავისა ჩემისადმი ვფუცე, - იტყჳს უფალი, - ვითარმედ მოსაოჴრებელად იყოს სახლი ესე. |
22:6 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძჳნად სახლისა მეფისა იუდაჲსისა: გალაად, შენ ხარ ჩემდა დასაბამ ლიბანისა, უკუეთუ არა დაგდვა შენ უდაბნოდ ქალაქებად არდამკჳდრებულებად, |
22:7 |
და მოვაწივნე და წმიდა-ვყვნე შენ ზედა მომსრველნი: მამაკაცი და ცული მისი, და მოჰკუეთნენ რჩეულნი ნაძუნი შენნი და შეყარნენ ცეცხლსა. |
22:8 |
და განვიდენ წარმართნი მრავალნი ქალაქისა ამის მიერ. და თქუას კაცადმან მოყუსისა მიმართ თჳსისა: რაჲსათჳს უყო უფალმან ესრეთ ქალაქსა ამას დიდსა? |
22:9 |
და ჰრქუან: მათ წილ, რომელ დაუტევეს ანდვრძი უფლისა ღმრთისა მათისა და თაყვანის-სცეს ღმერთთა უცხოთა და ჰმსახურეს მათ. |
22:10 |
ნუ სტირთ მომკუდარსა, ნუცა ეგლოვთ მას, და იტირეთ ტირილით განმავალი, რამეთუ არღა მოიქცეს მერმე, არცა იხილოს ქუეყანაჲ მამულისა მისისა |
22:11 |
მით, რამეთუ ამათ იტყჳს უფალი სელიმის ზედა, ძისა იოსიაჲსსა, მეფისა იუდაჲსსა, რომელი მეფობდა იოსიას წილ მამისა მისისა, რომელი გავიდა ადგილისა ამისგან, არა უკმოიქცეს მუნ არა მერმე, |
22:12 |
რამეთუ ადგილსა მას, რომელსა გარდაასახლეს იგი, მუნ მოკუდეს და ქუეყანა ესე არა იხილოს მერმე. |
22:13 |
ჵ მაშენებელსა სახლისა თჳსისასა არა სიმართლისა მიერ და ქორებსა თჳსსა არგანკითხვისა მიერ. მის მიერ მოყუასი მისი მოქმედებს მედად და სასყიდელსა მისსა არ მისცემს მას. |
22:14 |
მეტყუელი: უშენე თავსა შენსა სახლი ზომითი-ქორები სანიავოები, განგებულებისა სტუენად და მონივთულები ნაძჳთა, განგლესილები წარნაქითა. |
22:15 |
ნუ ჰმეფობ, რამეთუ შენ განსძჳნდი აქაზისებრ, მამისა შენისა. არა ჭამონ და სუან; და ქმნაჲ მსჯავრისა და სიმართლისა კეთილისაჲ არა ცნეს. |
22:16 |
არა საჯეს სასჯელი მდაბალთაჲ, არცა სასჯელი დავრდომილისაჲ. არა ესე არსა შენგან ვერცნობა ჩემი? - იტყჳს უფალი, - |
22:17 |
რამეთუ შენდა, აჰა, არა არიან თუალნი, არცა გული შენი კეთილ, არამედ ანგაჰრებასა ზედა შენსა, და სისხლსა ზედა უბრალოსა დათხევად მისსა და ცილისწამებასა ზედა, და უსამართლოებასა, და მკლველობასა ქმნად მათდა. |
22:18 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი იოაკიმის ზედა, ძისა იოსიასსა, მეფისა იუდაჲსსა: ვაჲ კაცსა ამას ზედა, არა ეტყებდენ მას. ვაჲ მე, უფალო, და ვაჲ მე, ძმაო, და ვაჲ მე, დაო, არცა სტიროდიან მას, ჵ საყუარელო! |
22:19 |
დაფლვითა ვირისათა დაეფლას, და-რაჲ-ლპეს, ვითარცა სკორე, განითხიოს მიერ კერძო ბჭესა იერუსალიმისასა. |
22:20 |
აღვედ ლიბანსა ზედა და ღაღად-ყავ და ბასანადმი მიეც ჴმაჲ შენი და ჴმა-ყავ წიაღკერძოდ მიმართ ზღჳსა, შეიმუსრნეს ყოველნი ტრფიალნი შენნი. |
22:21 |
ვიტყოდე შენდამი დაცემულებასა შინა შენსა და სთქუ: არა ვისმინო შენი. ესე არს გზაჲ შენი სიჭაბუკით შენითგან, რამეთუ არა ისმინე ჴმისა ჩემისა. |
22:22 |
ყოველთა მწყემსთა შენთა ჰმწყსის ქარი და ტრფიალნი შენნი ტყუეობად მიმართ წარვიდენ, რამეთუ მაშინ შეირცხჳნო და უპატივო იქმნე ყოველთაგან მიყუართა შენთა. |
22:23 |
დამკჳდრებულმან შორის ლიბანსა, დაბუდებულმან ნაძუთა ზედა სულთ-ითქუნე მოსლვასა შენდა სალმობათა, ვითარცა შობადისათასა. |
22:24 |
ცხოველ ვარ მე, - იტყჳს უფალი, უკუეთუ ქმნით იქმნეს იექონია, ძე იოაკიმისი, მეფე იუდაჲსი, აღმონაბეჭდავ ჴელისა ჩემისა მარჯუენისა, ვითარმედ მუნითგან გამოგფხურა შენ. |
22:25 |
და მიგცე შენ ჴელებსა მეძიებელთა სულისა შენისათასა და ჴელებსა, რომელთა შენ იშიშვი, პირისაგან მათისა ჴელსა შინა ნაბუქოდონოსორ, მეფისა ბაბილონისა და ჴელსა შინა ქალდეველთასა. |
22:26 |
და განგაგდო შენ და დედაჲ შენი, მშობელი შენი, ქუეყანად სხუად, ქუეყანადმი, რომელსა არა იშვენით, მუნ, და მუნ მოჰკუდეთ. |
22:27 |
ხოლო ქუეყანად, რომელსა იგინი ილოცვენ სულითა მათითა, არა მოიქცენ. |
22:28 |
შეურაცხ-იქმნა იექონია, ვითარ ჭურჭელი, რომლისა არა არნ საჴმარება მისი, რამეთუ განიგდო იგი და თესლი მისი, და განიჴადა ქუეყანად, რომელი არა უწყოდა. |
22:29 |
ქუეყანაო, ქუეყანაო, ქვეყანაო, ისმინე სიტუაჲ უფლისა! |
22:30 |
ამათ იტყჳს უფალი: დაწერე მამაკაცი ესე, განაქიქე კაცი, რამეთუ არა აღორძნდეს თესლისა მისისაგან, კაცი მჯდომარე საყდარსა ზედა დავითისსა, მთავარი მერმეცა იუდას შორის. |