45:1 |
სიტყვა, რომელ თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ბარუქის მიმართ, ძისა ნირისსა, ოდეს დაწერნა სიტყვანი ესე წიგნსა შინა პირისაგან იერემიაჲსსა, წელსა მეოთხესა იოაკიმისა, ძისა იოსიაჲსისა, მეფისა იუდაჲსსა. |
45:2 |
ესრეთ თქუა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან შენ ზედა, ბარუქ, |
45:3 |
რამეთუ სთქუ: ვაჲ მე, ვაჲ მე, რამეთუ შესძინა უფალმან შრომაჲ ტკივილსა ზედა ჩემსა, დავიძინე სულთქმათა შინა, განსუენება ვერ ვპოე. |
45:4 |
ვარქუ მას, ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე აღვაშენე, მე დავარღუევ და, რომელნი დავჰნერგენ, მე აღმოვფხური მით, ქუეყანითურთ ყოვლით. |
45:5 |
და შენ ეძიებ თავისა შენისა დიდთა? ნუ ეძიებ, რამეთუ, აჰა, მოვაწევ მე ძჳრთა ყოველსა ზედა ჴორციელსა, - იტყჳს უფალი, - და მივსცე სული შენი მოსაპოვნელად ყოველსა შინა ადგილსა, სადაცა ხჳდოდი მუნ. |