4:1 |
უკეთუ მოიქცევის ისრაილ, - იტყჳს უფალი, - ჩემდა მომართ მოიქცეს, და უკეთუ მოისპვნეს საძაგელნი მათნი პირისაგან მისისა და პირისაგან ჩემისა შეიშინოს. |
4:2 |
და ფუცოს: ცხოველ არს უფალი ჭეშმარიტებისა თანა მსჯავრისა მიერ და სიმართლისა და აკურთხევდენ მის შორის ნათესავნი და მის თანა აქებდენ ღმერთსა იერუსალიმს შინა, |
4:3 |
რამეთუ ამათ ეტყჳს კაცთა იუდაჲსთა და დამკჳდრებულთა იერუსალიმს: იანეულენით თავთა თჳსთად ანეულნი და ნუ სთესავთ ეკალთა ზედა. |
4:4 |
წინდაიცვითეთ ღმრთისა თქუენისად და წინდაგეცჳთოს დაუცუეთილობაჲ გულისა თქუენისა, კაცნო იუდაჲსნო და დამკჳდრებულნო იერუსალიმს. ნუ გამოვიდეს, ვითარცა ცეცხლი გულისწყრომაჲ ჩემდა, აღეტყინნეთ და არა იყოს დამშრეტელ პირისაგან უკეთურებისა სიმარჯუეთა თქუენთასა. |
4:5 |
იქადაგენ იუდას შორის, და სასმენელ იქმნენინ იერუსალიმს შინა. არქუთ და ეცით საყჳრსა ქუეყანასა ზედა. და ღაღად-ყავთ დიდად, არქუთ: შეკერბით და შევიდეთ ქალაქთამი მოზღუდვილთა. |
4:6 |
აღმღებელნი შეივლტოდეთ სიონდ. ისწრაფეთ, ნუ სდგათ, რამეთუ ძჳრთა მოვაწევ მე ჩრდილოჲთ გამო და შემუსრვასა დიდსა. |
4:7 |
აღმოვიდა ლომი საყუდლისაგან თჳსისა, და მომსრველმან ნათესავი აღიღო და გამოვიდა ადგილისაგან თჳსისა დადებად ქუეყანაჲ შენი მოსაოჴრებელად და ქალაქნი შენნი დაირღუენ უმკჳდროობისა მიერ მათისა. |
4:8 |
ამათ ზედა გარემოირტყეთ ძაძები. და იტყებდით და ვალალაებდით მით, რამეთუ არა მოიქცა გულისწყრომაჲ რისხვისა უფლისა თქუენგან. |
4:9 |
და იყოს, მას დღესა შინა, - იტყჳს უფალი, - წარწყმდეს გული მეფისა და გული მთავართა, და მღდელნი განჰკრთენ და წინაწარმეტყუელნი განჰკჳრდენ. |
4:10 |
და ვარქუ: ჵ მეუფეო, უფალო, ნუსადა ცთუნებით აცთუნე ერი ესე და იერუსალიმი მეტყუელმან: მშჳდობაჲ იყოს თქუენდა! და შეახო მახჳლმან ვიდრე სულად მათდამდე. |
4:11 |
მას ჟამსა შინა ჰრქუან ერსა ამას და იერუსალიმსა, სული შეცთომილობისა უდაბნოს შინა, გზაჲ ასულისა ერისა ჩემისა არა უბიწოებად მიმართ, არცა სიღირსედ. |
4:12 |
სული წმიდისა მიმართ სავსებისა მოვიდა ჩემდა ამათგან, ხოლო აწ მე ვთქუნე სასჯელნი ჩემნი მათდა მიმართ. |
4:13 |
აჰა, ესერა, ღრუბელი აღმოჴდეს და, ეითარცა ნიავქარი, საჭურველნი მათნი, უსუბუქესნი არწივთასა ცხენნი მათნი, ვაებანი ჩუენ, რამეთუ ვსაარებლებთ. |
4:14 |
განბანე უკეთურებისაგან გული შენი, იერუსალიმ, რაჲთა სცხოვნდე, ვიდრემდის არიან შენ შორის გულისსიტყვანი ტკივილად შენდა? |
4:15 |
მით, რამეთუ ჴმაჲ მიმთხრობელისა დანით მოიწია, და სასმენელ იქმნეს ტკივილი მთით ეფრემისით. |
4:16 |
აღიჴსენეთ, ნათესავნო, აჰა, მოვიდეს, მიუთხართ იერუსალიმს შორის: განსაცდელნი მოვლენ ქუეყანისაგან შორიელისა, და მოსცეს ქალაქთა ზედა იუდაჲსთა ჴმაჲ მათი, |
4:17 |
ვითარცა მცველნი აგარაკისანი იქმნეს მათ ზედა გარემოს, რამეთუ მე უგულებელს-მყავ, - იტყჳს უფალი: |
4:18 |
გზათა შენთა და სიმარჯუეთა შენთა გიყვნეს ესენი შენ. და ესე უკეთურება შენი, რამეთუ მწარე არს, რამეთუ შეახო ვიდრე გულად შენდამდე. |
4:19 |
მუცელი ჩემი, მუცელი ჩემი მელმის და საგრძნობელნი ჩემისა შეირყევიან გულისანი, სული ჩემი განიჭრების და გული ჩემი არა დავსდუმნე, რამეთუ ჴმისა საყჳრისა ისმინა სულმან ჩემმან, ღაღადება ბრძოლათა და საარებაჲ. |
4:20 |
შემუსრვათა შემუსრვასა ზედა ხადეთ, რამეთუ საარებულ იქმნა ყოველი ქვეყანა, მყის საარებულ იქმნა კარავი, დაიჴსნნეს ზღუდენი კარვისა ჩემისანი, |
4:21 |
ვიდრემდის ვხედვიდე მტოლვარეთა, მესმის ჴმაჲ საყჳრთა. |
4:22 |
მით, რამეთუ წინამძღუართა ერისა ჩემისათა მე არა მიცოდეს; ძენი უცნობონი არიან და არა გულისხმის-მყოფელნი. ბრძენ არიან ბოროტისა ყოფად, ხოლო კეთილისა ქმნასა ვერ შეემეცნნეს. |
4:23 |
მე ვიხილე ქუეყანასა ზედა და, აჰა, არარაჲ და ცად მიმართ და არა იყვნეს ნათელნი მისნი. |
4:24 |
ვიხილენ მთანი და იყვნეს მძრწოლარე და ყოველნი ბორცუნი შერყეულ. |
4:25 |
მივხედენ და არა იყო კაცი, და ყოველთა მფრინველთა ცისათა ეშინოდა. |
4:26 |
ვიხილე და, აჰა, კარმელი მოოჴრებულ და ყოველნი ქალაქნი მომწუარ ცეცხლითა პირისაგან უფლისა და პირისაგან რისხვისა გულისწყრომისა უჩინო იქმნნეს. |
4:27 |
ამათ იტყჳს უფალი: ოჴერ იყოს ყოველი ქუეყანა, ხოლო აღსასრული არა ვყო. |
4:28 |
ამას ზედა იგლოვდინ ქუეყანა და დაბნელდინ ცაჲ ზეგარდამო, რამეთუ ვიტყოდე და არა შევინანო, მივმართე და არა გარემივიქცე მისგან. |
4:29 |
ჴმისაგან ცხენობისა და მორთხმულისა მშჳდლისა განეშორა ყოველი სოფლები, შეიმალნეს ქუაბებთამი და სამალავთა შინა დაიმალნეს, და კლდეთა მიმართ აღვიდეს. ყოველი ქალაქი დაშთა, არა მკჳდრ არს მათ შინა კაცი. |
4:30 |
და შენ რაჲ ჰყო? უკეთუ შეიმოსო ძოწეული და შეიმკო სამკაული ოქროსაჲ, და უკეთუ იცხო თვალთა შენთა საგრემილველი, ამაოსა მიმართ არს მომკაულები შენი. განგიშორეს შენ ტრფიალთა შენთა, სულსა შენსა ეძიებენ, |
4:31 |
რამეთუ ჴმაჲ, ვითარცა მლმობელისა, მესმა სულთქუმათა შენთა, ვითარცა პირველმშობიარისა. ჴმჲ ასულისა სიონისა განიჴსნას და წარადგინნეს ჴელნი მისნი. ვაჲ მე, რამეთუ მოაკლდა სული ჩემი მოკლულთა ზედა. |