6:1 |
განძლიერდით ძენი ბენიამისანი საშუალისაგან იერუსალიმისა და თეკუაჲთ გამოანიშნეთ საყჳრითა, და ზეშთა ბეთაქარისა აღიღეთ ნიშანი, რამეთუ ძჳრთა ჩამოიჭჳრეს ჩრდილოთ და შემუსრვა დიდი. |
6:2 |
იყოს შუენიერისა მის და ფუფუნეულისა, და მიგეღოს სიმაღლე შენი, ასულო სიონისაო! |
6:3 |
მისსა მიმართ მივიდენ მწყემსნი და სამწყსონი მათნი, და აღდგნენ მას ზედა კარავი გარემო მისა, და მწყსიდეს თჳთოეული ჴელითა თჳსითა. |
6:4 |
განემზადენით მას ზედა ბრძოლად, აღდეგით და აღვიდეთ მის ზედა შუადღე. ვაჲ ჩვენდა, რამეთუ მიდრკა დღე, რამეთუ მოაკლდებიან აჩრდილნი მწუხრისანი. |
6:5 |
აღდეგით და აღვიდეთ ღამე და განვხრწნნეთ საფუძველნი მისნი, |
6:6 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ძალთა: აღმოკაფენით ხენი მისნი და განმფენელი იერუსალიმსა ზედა ძალისა, ჵ ქალაქი მტყუარი სრული, - მძლავრებაჲ მის შორის. |
6:7 |
ვითარ განაცივის ჯურღმულმან წყალი მისი, ეგრე განაციოს უკეთურებამან მისმან უთნობაჲ, და საარებაჲ ისმეს მას შინა წინაშე პირსა მისსა, მარადის ტკივილითა და გუემითა. |
6:8 |
იწუართოს იერუსალიმი, ნუ განგეშოროს სული ჩემი შენგან. ნუ გყო შენ ქუეყანად უვალად, რომელი არდამკჳდრებულ იქმნეს, |
6:9 |
რამეთუ ამათ იტყჳს უფალი ძალთა: მოჰკუფხლევდით, ვითარცა ვენაჴსა, ნეშტსა ისრაილისასა, ზედმიიქეცით, ვითარცა მსთულებელი კუფხალთა ზედა მისთა. |
6:10 |
ვიეთ მიმართ თქუა და უწამებდე, და სასმენელ იქმნეს? აჰა, უმეტკუეთილებ ყურნი მათნი, და ვერ ძალ-უცყე სმენაჲ. აჰა, სიტყვა უფლისაჲ იქმნა მათდა ყუედრებად მიმართ, არა ინებონ სმენაჲ მისი. |
6:11 |
და გულისწყრომაჲ ჩემი აღვავსე და დავაყენე და არა მოვასრულენ იგინი. მივფინო ჩჩჳლთა ზედა გარეშე და შესაკრებელსა ზედა ჭაბუკთასა ერთბამად, რამეთუ ქმარი და ცოლი შეპყრობილ იქმნენ, მოხუცებული სავსისა თანა დღითა. |
6:12 |
და გარდაიცვალნენ სახლნი მათნი სხვათა ველთამი და ცოლები მათი ეგრეთვე, რამეთუ განვირთხამ ჴელსა ჩემსა დამკჳდრებელთა ზედა ამის ქუეყანისათა, - იტყჳს უფალი, |
6:13 |
რამეთუ მცირითგან მათით და ვიდრე დიდადმდე, ყოველთა, აღასრულნეს უსჯულონი, მღდელითგან და ვიდრე ცრუწინასწარმეტყველამდე, ყოველთა ქმნეს ტყუილი. |
6:14 |
და ჰკურნებდეს შემუსრვილებასა ასულისა ერისა ჩემისასა, შეურაცხმყოფნი და მეტყუელნი: მშჳდობაჲ, მშჳდობაჲ! და სადა არს მშჳდობაჲ? |
6:15 |
სირცხჳლეულ იქმნეს, რამეთუ მოაკლდეს, და არცა, ვითარ სირცხჳლეულთა, შეიკდიმეს და უპატივოებაჲ მათი ვერ აგრძნეს. ამისთჳს დაეცნენ დაცემულებასა შინა მათსა და ჟამსა შინა მოხედვისა მათისასა მოუძლურდენ, - თქუა უფალმან. |
6:16 |
ამათ იტყჳს უფალი: დადეგით გზათა ზედა და იხილეთ, და იკითხენით ალაგნი უფლისანი საუკუნენი და იხილეთ, რომელი არს გზა კეთილი, და ვიდოდეთ მას ზედა, და ჰპოოთ უბიწო-ყოფაჲ სულთა თქუენთა. და თქუეს: არა ვიდოდით. |
6:17 |
დავადგინენ თქუენ ზედა ებგურნი. ისმინეთ ჴმაჲ ნესტჳსა, და თქუეს: არა ვისმინოთ. |
6:18 |
ამისთჳს ესმა წარმართთა და რომელნი მწყსიდეს სამწყსოთა მათ შორის, და რაოდენი ვყავ მათ შორის. |
6:19 |
ისმინე, ქუეყანაო! აჰა, მოვაწევ მე ერსა ამას ზედა ძჳრთა, ნაყოფსა მიქცევისა მათისასა, რამეთუ სიტყვასა ჩემსა არა ერჩდეს, და შჯული ჩემი განიშორეს. |
6:20 |
რაჲსათჳს გუნდრუკსა საბაჲთ მომართუამთ მე და კინამომოსა ქუეყანით შორით. ყოვლადდასაწუელნი თქვენნი არა არიან მითუალულ და მსხუერპლნი თქვენნი არა მეტკბნეს მე. |
6:21 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: აჰა, მე მივსცემ ერსა ამას ზედა უძლურებასა, და მოუძლურდენ მის შორის მამანი და ძენი ერთბამად, მეზობელი და მოძმე მისი წარწყმდენ. |
6:22 |
ამათ იტყჳს უფალი: აჰა, ერი მოვალს ჩრდილოჲთ და ნათესავი დიდი, და მეფენი მრავალნი აღდგენ დასასრულისაგან ქუეყანისა. |
6:23 |
მშჳლდი და მაზრაკი ეპყრასყე, მძჳნვარე არს და არ შეიწყალოს. ჴმაჲ მისი, ვითარცა ზღუაჲ მღელვარე, ცხენებისა მიერ და საჭურველისა. წყობაჰყოფს, ვითარცა ცეცხლი, ბრძოლად შენდამი, ასულო სიონისაო! |
6:24 |
გუესმა სასმენელი ეგე და იჴსნნეს ჴელნი ჩუენნი, ჭირმან მომიცვნა ჩუენ სალმობითა, ვითარ მშობიარისათა. |
6:25 |
ნუ განხუალთ აგარაკებად და გზათა ზედა ნუ ხუალთ, რამეთუ მახჳლი მტერთა მკჳდრ არს გარემოს, |
6:26 |
ასულო ერისა ჩემისაო! გარემოირტყ ძაძა, გარდაისხ ნაცარი გლოვისაებრ სიყუარულისა. ყავ თავისა შენისა ტყებაჲ საწყალობელი, რამეთუ მეყსა შინა მოიწიოს საარებაჲ თქუენ ზედა. |
6:27 |
გამოსაცდელად მიგეც შენ ერთა შორის შეყენებულთა და ცნობად გამოცდასა შინა ჩემდა გზისა მათისა |
6:28 |
ყოველნივე უსმნი მავალნი დრკუდ, ვითარცა რვალი და რკინა, ყოველნი განხრწნილ არიან. |
6:29 |
მოაკლდა საბერველი ცეცხლისაგან, მოაკლდა ბრპენი, ცუდი სადმე ვეცხლისმჭედლობს. უკეთურებანი მათნი არა დადნეს. |
6:30 |
ვეცხლ გამოუცდელ უწოდეთ მათ, რაჲთა გამოუცდელ-ყვნა იგინი უფალმან (ისმინეთ სიტყუაჲ უფლისაჲ ყოველმან იუდეამან). |