39:1 |
და იქმნა წელსა მეცხრესა, სედეკია მეფისა იუდაჲსასა, თთუესა მეათესა, მოვიდა ნაბუქოდონოსორ მეფე ბაბილონისაჲ, და ყოველი ძალი მისი იერუსალიმსა ზედა, და ჰბრძოდეს მას. |
39:2 |
და მეათესა წელსა სედეკია მეფისასა, თუესა მეოთხესა, ცხრასა თთჳსასა, განიპო ქალაქი. |
39:3 |
და შევიდეს ყოველნი მთავარნი ბაბილონისა მეფისანი, და დასხდეს ბჭესა თანა საშუალსა: ნირგელ, სარსამაღად, და ნაბუსახარ, და ნაბუსარი, ნაღარღა, ნასერ, რაბამაღ და ყოველნი ნეშტნი მთავარნი მეფისა ბაბილონისანი. |
39:4 |
ხოლო იქმნა რაჟამს იხილნა იგინი სედეკია, მეფემან იუდაჲსმან, და ყოველთა კაცთა ბრძოლისათა, ივლტოდეს, და გამოჴდეს ღამე ქალაქისაგან გზით მტილისა მეფისაჲთ, ბჭისა მიერ საშუალისა ორთა ზღუდეთაჲსა, და გამოვიდეს გზად უდაბნოსა არავიასასა. |
39:5 |
და დევნა-ყო ძალმან ქალდეველთამან უკუანაგან მათსა, და ეწინეს სედეკიას არავოდს შინა იერიქოჲსასა, და შეიპყრეს იგი და აღმოიყვანეს იგი ნაბუქოდონოსორის მიმართ, მეფისა ბაბილონისა, დევლათას შინა, ქუეყანასა ეთამისასა და იტყოდა მის თანა მსჯავრთა. |
39:6 |
და მოსწყჳდნა მეფემან ბაბილონისამან ძენი სედეკიაჲსნი დევლათას შინა წინაშე თუალთა მისთა, და მოსწყჳდნა ყოველნი აზნაურნი იუდაჲსანი მეფემან ბაბილონისმან. |
39:7 |
და თუალნი სედეკიაჲსნი დააბრმნა და შეკრა იგი ბორკილებითა რვალისაჲთა, წარყვანებად იგი ბაბილონად. |
39:8 |
და სახლი მეფისა და სახლები ერისაჲ მოწუეს ქალდეველთა ცეცხლითა, და ზღუდე იერუსალიმისაჲ დაარღჳეს. |
39:9 |
და ნეშტი ერისაჲ, დაშთომილი ქალსა შინა და შეცჳვნებულნი, რომელნი შესცჳვნებოდეს მას, და ნეშტნი ერისანი დაშთომილნი განასახლნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ბაბალიონად. |
39:10 |
ხოლო ერისაგან დავრდომილნი, რომელთა არა აქუნდა არარაჲ, დაუტევნა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან ქუეყანასა შინა იუდაჲსასა და სცა მათ ვენაჴები და სარწყავები მას დღესა შინა. |
39:11 |
და ამცნა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, იერემიაჲსთჳს ნაბუზარდანს მთაეარქონდაქარსა მეტყველმან: |
39:12 |
მიიყვანე იგი და თვალნი შენნი დასხენ მას ზედა, და ნუ უყოფ მას ნურას ბოროტსა, არამედ რამეთუ ვითარცა-რაჲ თქუას შენდამი, ეგრეთ ყავ მის თანა. |
39:13 |
ხოლო მიავლინა ნაბუზარდან მთავარქონდაქარმან და ნაბუსარ საჭურისმთავარმან, სექქიმ, ნაბსარი, ნირგელ, სარასარრა ბამაღ და ყოველთა დიდებულთა მეფისა ბაბილონისთა. |
39:14 |
და მოიყვანეს იერემია ეზოჲთ საპყრობილისაჲთ და მისცეს იგი გოდოლიაჲს მიმართ, ძისა აქიკამისა, ძისა საფანისსა, და განიყვანეს იგი დეფნიდ და დაჯდა საშუალ ერისა. |
39:15 |
და იერემიაჲს მიმართ იქმნა სიტყვა უფლისაჲ ყოფასაღა მისსა შეწყინებით ეზოსა შინა საპყრობილისასა მეტყველი: |
39:16 |
ვიდოდე და თქუ აბდემელექის მიმართ ეთიოპისა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერთმან ისრაილისამან: აჰა, მე მოვიღებ სიტყუასა ჩემსა ქალაქსა ამას ზედა საბოროტოდ და არსაკეთილოდ, და იყვნენ წინაშე პირსა შენსა მას დღესა შინა, და გაცხოვნო შენ მას დღესა შინა, - თქუა უფალმან, - და არ მიგცე შენ ჴელთა კაცთასა, რომელთაგან შენ გეშინის პირისაგან მათისა. |
39:18 |
რამეთუ საცხოვნებელმან გაცხოვნო შენ. და მახჳლსა შორის არ შეჰვარდე, და იყოს სული შენი მოპოვნებულ, რამეთუ ესევდ ჩემდამო, - თქუა უფალმან. |