28:1 |
და იქმნა წელსა დასაბამით მეფე-ყოფასა სედეკია მეფისა იუდაჲსსა, წელსა მეოთხესა, თთუესა შინა მეხუთესა, თქუა ანანია, ძემან აზორისმან, ცრუწინაწარმეტყუელმან გაბაონელმან სახლსა შინა უფლისასა, - წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისასა მეტყუელმან. |
28:2 |
ესრეთ თქვა უფალმან ღმერთმან ისრაილისამან: შევმუსრე უღელი მეფისა ბაბილონისაჲ. |
28:3 |
შემდგომად ორისა წლისა დღეთა, და მოვაქციო მე ადგილსა ამას ყოველი ჭურჭლები სახლისა უფლისაჲ, რომელ წარიღო ნაბუქოდონოსორ, მეფემან ბაბილონისამან, ამის ადგილისაგან და შეიღო იგი ბაბილონად. |
28:4 |
და იექონია, ძე იოაკიმისი, მეფისა იუდაჲსი, და ყოველი გასახლება იუდაჲსი, რომელნი მივიდეს ბაბილონად, მე მოვაქციო ამასვე ადგილსა - თქუა უფალმან ეგრე, - და იექონია და ნატყუენავი იუდაჲსი, რამეთუ შევმუსრო უღელი მეფისა ბაბილონისაჲ. |
28:5 |
და თქუა იერემია ანანიაჲს მიმართ ცრუწინაწარმეტყუელისა: წინაშე თუალებსა მღდელთასა და ყოვლისა ერისა მდგომარეთასა სახლსა შინა უფლისასა. |
28:6 |
და თქუა იერემია წინაწარმეტყუელმან: ჭეშმარიტად ეგრეთ ყავნ უფალლმან, დაამტკიცენ უფალმან სიტყვა შენი, რომელსა შენ წინაწარმეტყუელებ, მოქცევად ჭურჭელთა სახლისა უფლისათა და ყოვლისა განსახლებისათა ბაბილონით ადგილისა ამის მომართ. |
28:7 |
თჳნიერ ისმინეთ სიტყვა უფლისაჲ, რომელსა ვიტყჳ მე ყურთა მომართ თქუენთა და ყურთა მომართ ყოვლისა ერისათა: |
28:8 |
წინაწარმეტყუელნი, ქმნილნი უწინარეს ჩემსა და უწინარესნი თქუენსა საუკუნითგან, წინაწარმეტყუელებდეს ქუეყანასა ზედა მრავალსა და მეფობათა ზედა დიდთა ბრძოლისათჳს და ძჳრთა და სიკვდილისა. |
28:9 |
წინაწარმეტყუელი, რომელი წინაწარმეტყუელებდა მშჳდობად მოსლვასა სიტყჳსასა, იცნობებოდა წინაწარმეტყუელი, რომელი მოავლინა მათდა უფალმან სარწმუნოდ. |
28:10 |
და მოიხუნა ანანია წინაშე თვალებსა ყოვლისა ერისასა საჴივნი ქედისაგან იერემია წინაწარმეტყუელისა და შემუსრნა იგინი. |
28:11 |
და თქუა ანანია წინაშე თვალთა ყოვლისა ერისათა მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: ესრეთ შევმუსრო უღელი ნაბუქოდონოსორ მეფისა ბაბილონელისანი დღეთა შინა ორთა წელიწადთასა ქედისაგან ყოველთა ნათესავთაჲსა. |
28:12 |
და წარვიდა იერემია წინაწარმეტყუელი გზასა თჳსსა და იქმნა სიტყუაჲ უფლისაჲ იერემიაჲს მიმართ შემდგომად შემუსრვისა ანანია ცრუწინაწარმეტყუელისა საჴივთაჲსა ქედისაგან მისისა მეტყუელი. |
28:13 |
ვიდოდე და თქუ ანანიაჲს მიმართ მეტყუელმან: ესრეთ თქუა უფალმან: საჴივნი შეშისანი დაჰმუსრენ და ვქმნნე მათ წილ საჴივნი რკინისანი. |
28:14 |
რამეთუ ესრეთ თქუა უფალმან ძალთამან, ღმერმან ისრაილისამან: უღელი რკინისაჲ დავსდევ ქედსა ზედა ყოველთა ნათესავთასა, რაჲთა უქმოდიან ნაბუქოდონოსორს, მეფესა ბაბილოვნისასა, და მონებდენ მას, და მჴეცნიცა ველისანი მი-ვე-ვსცენ მას. |
28:15 |
და ჰრქუა იერემია წინაწარმეტყუელმან ანანიას ცრუწინაწარმეტყუელსა: ისმინე, ანანია, არა მოგავლინა შენ უფალმან და შენ მოსავ-ჰყავ ერი ესე ცრუთა ზედა. |
28:16 |
ამისთჳს ესრეთ თქუა უფალმან: აჰა, მე განგავლენ შენ პირისაგან ქუეყანისა თჳთ ამას საუკუნესა მოსიკვდიდ, რამეთუ განდრეკაჲ სთქუ უფლისა მიმართ. |
28:17 |
და მოკვდა ანანია ცრუწინაწარმეტყუელი მას წელიწადსა შინა, თთუესა მეშჳდესა. |