23:1 |
ჵ მწყემსნო წარმწყმედელნო და განმაბნეველნო ცხოვართა საძოვრისა ჩემისათა, - იტყჳს უფალი. |
23:2 |
ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაელისაჲ მწყემსთა ზედა მმწყსელთა ერისა ჩემისათა: თქუენ განაბნიენით ცხოვარნი ჩემნი, და განაგარეენით იგინი, და არ მოიხილენით იგინი. აჰა, მე შურ-ვიგო თქუენ ზედა ბოროტთაებრ სიმარჯუეთა თქუენთა, - თქუა უფალმან, |
23:3 |
და მე შევიწყნარნე ნეშტნი ერისა ჩემისანი ყოვლისაგან ქუეყანისა, სადა განვაგარეენ იგინი მუნ, და დავადგინნე იგინი საძოვარსა მათსა ზედა, და აღოძრნდენ და განმრავლდენ. |
23:4 |
და აღუდგინნე მათ მწყემსნი, რომელნი ჰმწყსიდენ მათ, და არღა ეშინოდის მერმე, არცა იწიწვოდიან, არცა ორჴმაობდენღა, - იტყჳს უფალი. |
23:5 |
ესერა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და აღუდგინო დავითს აღმოსავალი მართალი, და მეფობდეს მეფე მართალი და გულისჴმა-ყოს და ქმნას განკითხვა და სიმართლე ქუეყანასა ზედა. |
23:6 |
დღეთა შინა მისთა ცხონდეს იუდაჲ და ისრაელი დაემკჳდროს სასოებით და ესე სახელ მისსა, რომელი უწოდოს მას უფალმან (იოსედეკ თჳთ წინაწარმეტყუელთა შორის). |
23:7 |
ამისთჳს, აჰა, დღენი მოვლენ, - იტყჳს უფალი, - და არა თქუან მერმე: ცხოველ არს უფალი, აღმომყვანებელი ძეთა ისრაელისათა ეგჳპტით. |
23:8 |
და ცხოველ არს უფალი აღმომყვანებელი და მომყვანებელი თესლსა სახლისა ისრაჱლისასა ქუეყანისაგან ჩრდილოჲსა და ყოველთაგან სოფლებთა, სადაცა განვაგარეენ იგინი მუნ, და დაემკჳდრნენ ქუეყანასა ზედა მათსა. |
23:9 |
წინაწარმეტყუელთათჳს შეიმუსრა გული ჩემ შორის, შეირყინეს ყოველნი ძუალნი ჩემნი. ვიქმენ, ვითარცა მამაკაცი შემუსრვილი და ვითარცა კაცი შეპყრობილი ღჳნისა მიერ, პირისაგან უფლისა და პირისაგან მისისა, |
23:10 |
რამეთუ მრუშებათა მიერ აღივსო ქუეყანაჲ, რამეთუ პირისაგან ამათისა იგლოვა ქუეყანამან. განჴმეს საძოვარნი უდაბნოჲსანი და იქმნა სრბაჲ მათი ბოროტ, და ძალი მათი არა ესრე, |
23:11 |
რამეთუ მღდელი და წინაწარმეტყუელნი შეიმწიკულნეს, და სახლსა შინა ჩემსა ვიხილენ უკეთურებანი მათნი, - თქუა უფალმან, |
23:12 |
ამისთჳს იქმენინ გზა მათი მათდა საბრჴე ალმურსა შინა, და შებრკოლდენ და დაეცნეს მას შინა მით, რამეთუ მოვჰჴადნე მათ ზედა ძჳრნი წელიწადსა შინა ზედ მიხედვისა მათისასა, - თქუა უფალმან, - |
23:13 |
და წინაწარმეტყუელთა შორის სამარიაჲსათა ვიხილენ უსჯულოებანი. წინაწარმეტყუელებდეს სახელსა ზედა ჩემსა ბაალისთჳს და შეაცთუნეს ერი ჩემი ისრაელი. |
23:14 |
და წინაწარმეტყუელთაცა შორის იერუსალემისათა ვიხილენ განსაკრთომელნი მემრუშექმნილთა და მავალთა სიცრუეთა შინა და შემწეთა ჴელთა ბოროტთასა არმოქცევისათჳს კაცადისა გზისაგან მისისა ბოროტისა. იქმნეს ჩემდა ყოველნი, ვითარცა სოდომაჲ და მკჳდრნი მისნი, ვითარცა გომორრაჲ. |
23:15 |
ამისთვის იტყჳს უფალი ძალთა წინაწარმეტყუელთა ზედა: აჰა, მე ვაჭამებ მათ სალმობასა და ვასუამ მათ წყალსა მწარესა, რამეთუ წინაწარმეტყუელთაგან იერუსალიმისათა გამოჴდა შემწიკულება ყოვლისა ქუეყანისად. |
23:16 |
ესრეთ იტყჳს უფალი, ყოვლისა მპყრობელი: ნუ ისმენთ სიტყვათა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი გიწინასწარმეტყველებენ თქუენ, რამეთუ გაამაოებენ თქუენ იგინი. ხილვასა გულისა მათისასა იტყჳან და არა პირისაგან უფლისა. |
23:17 |
ეტყჳან ურჩთა სიტყჳსა უფლისათა: მშჳდობა იყოს თქუენდაო, და ყოველთა მავალთა ნებათაებრ მათთა ყოვლისა მავალისა, საცთურითა გულისა მისისაჲთა. ჰრქუას: არა მოვიდენ შენ ზედა ძჳრნი, |
23:18 |
რამეთუ ვინ დადგა სახილავსა შორის უფლისასა. და იხილა და ესმნეს სიტყვანი მისნი? ვინ ყურად-იღო სიტყვა მისი და ისმინა? |
23:19 |
აჰა, ძრვაჲ უფლისა მიერ და რისხვაჲ გამოვალს თანადშესარყეველად, კუალად ქცეული უთნოთა ზედა მოიწია. |
23:20 |
არღა მერმე მიიქცეს გულისწყრომაჲ უფლისაჲ, ვიდრემდის ყოს იგი და ვიდრემდის დაადგინოს იგი ჴელ-ყოფანი გულისა მისისანი, უკანასკნელთა დღეთასა გულისხმა-ყუნენ იგინი. |
23:21 |
არ მივავლინებდ წინაწარმეტყუელთა, და იგინი რბიოდეს, არ ვიტყოდე მათდა მიმართ, და იგინი წინასწარმეტყველებდეს. |
23:22 |
და თუმცა დგეს გუამოვნებასა ჩემსა შორის, და ისმინნეს სიტყვანი ჩემნი, ასწავებდესმცა ერსა ჩემსა და მოაქცევდეს მათ გზისაგან მათისა ბოროტისა და ბოროტთაგან სიმარჯუეთა მათთა. |
23:23 |
ღმერთი მახლობელი მე ვარ, - იტყჳს უფალი, - და არა ღმერთი შორიელი. |
23:24 |
ნუ დაიმალოს კაცი სამალავსა შინა, და მე არა ვიხილო იგი? - იტყჳს უფალი, - ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ? - იტყჳს უფალი, - |
23:25 |
მესმნეს, რომელთა იტყჳან წინასწარმეტყველნი, რათა წინასწარმეტყველებენ სახელითა ჩემითა ცრუთა მეტყუელნი: ვიძილისშინეთ ძილისშინა: |
23:26 |
ვიდრემდის იყოს გულსა შინა წინაწარმეტყუელთასა, რომელნი წინასწარმეტყველებენ ცრუთა, და წინასწარმეტყველებენ ნებათა გულისა მათისათა, რომელნი იგონებენ: |
23:27 |
დავიწყებასა ერისა ჩემისაგან სახელსა ჩემისასა ძილისშინათა მათთა მიერ, რომელთა მიუთხრობდა კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა, ვითარ-იგი დაივიწყეს მამათა მათთა სახელისა ჩემისა ბაალის ძლით? |
23:28 |
წინაწარმეტყუელმან, რომლისა შორის არს ძილისშინა, შთამოთქუნ ძილისშინაჲ თჳსი, რომლისა შორის სიტყვა ჩემი მისდა მიმართ, შთამოთქუნ სიტყვა ჩემი ჭეშმარიტებით, - იტყჳს უფალი, რაჲ არს ბზე იფქლისა მიმართ? |
23:29 |
ეგრეთ სიტყვანი ჩემნი არა სიტყვანი ჩემნი, ვითარცა ცეცხლი მოტყინარე, - იტყჳს უფალი, - და ვითარცა წერაქვი განმკუეთი კლდისაჲ? |
23:30 |
ამისთჳს, აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი ღმერთი, - რომელნი იპარვენ სიტყვათა ჩემთა თითოეული მოყუსისაგან თჳსისა. |
23:31 |
აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, - იტყჳს უფალი, - რომელნი გამოიღებენ ენასა წინასწარმეტყველებათასა და წმასნიან სიცრუით უწყებასა, და მიირულებენ ჰრულსა მათსა. |
23:32 |
აჰა, მე წინაწარმეტყუელთა მიმართ, რომელნი წინასწარმეტყველებენ ძილისშინათა ცრუთა, - თქუა უფალმან, - და მიუთხრობენ მათ და აცთუნებენ ერსა ჩემსა ტყუილთა მათთა მიერ და საცთურთა მათთა მიერ. და მე არ მივავლინენ იგინი და არა ვამცენ მათ, და სარგებელი არა არგონ ერსა ამას, - თქუა უფალმან. |
23:33 |
და უკეთუ გკითხოს შენ ერმან ამან, ანუ მღდელმან, ანუ წინაწარმეტყუელმან, მეტყუელმან: რაჲ არს მიმართება უფლისაჲ? და ჰრქუა მათ: თქუენ ხართ მიმართება უფლისაჲ, და დაგამჴუნე თქუენ, - იტყჳს უფალი, - |
23:34 |
და წინაწარმეტყუელმან და მღდელმან და ერმან ამათ უკეთუ თქვან მიმართება უფლისაჲ, და შური ვიძიო კაცსა მას ზედა და სახლსა მისსა ზედა, |
23:35 |
რამეთუ ესრეთ იტყჳთ კაცადი მოყუსისა მიმართ თჳსისა და კაცადი ძმისა მიმართ თჳსისა. რაჲ მოგიგო უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან? |
23:36 |
და მიმართება უფლისაჲ ნუ სახელ-იდებინ მერმე, რამეთუ მიმართება უფლისაჲ იყოს კაცისა სიტყვა მისი. გარდააქციენით სიტყუანი ღმრთისა ცხოველისანი, უფლისა ძალთაჲსა ღმრთისა ჩუენისანი. |
23:37 |
ესრეთ სთქუთ წინაწარმეტყუელისა მიმართ: რაჲ მოგიგო შენ უფალმან? და რაჲ თქუა უფალმან? |
23:38 |
და მიმართებასა უფლისასა ნუ იტყჳთ. ამისთჳს ამათ იტყჳს უფალი: ამის წილ, რომელ სთქუთ სიტყვა ესე, მიმართება უფლისაჲ, და მივავლინე თქუენდამი მეტყუელმან: არა იტყჳთ მიმართებასა უფლისასა. |
23:39 |
ამისთჳს, აჰა, მე მიგიხუნე თქუენ მიმართებითა, და დაგამჴუნე თქუენ და ქალაქი, რომელი მიგეც თქუენ და მამათა თქუენთა პირისაგან ჩემისა. |
23:40 |
და მივსცე თქუენ ზედა ყუედრება საუკუნოჲ და უპატიოებაჲ საუკუნოჲ, რომელი არ დავიწყებულ იქმნეს. |