კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ლევიტელთა »
ლევიტელთა 1
ლევიტელთა 2
ლევიტელთა 3
ლევიტელთა 4
ლევიტელთა 5
ლევიტელთა 6
ლევიტელთა 7
ლევიტელთა 8
ლევიტელთა 9
ლევიტელთა 10
ლევიტელთა 11
ლევიტელთა 12
ლევიტელთა 13
ლევიტელთა 14
ლევიტელთა 15
ლევიტელთა 16
ლევიტელთა 17
ლევიტელთა 18
ლევიტელთა 19
ლევიტელთა 20
ლევიტელთა 21
ლევიტელთა 22
ლევიტელთა 23
ლევიტელთა 24
ლევიტელთა 25
ლევიტელთა 26
ლევიტელთა 27

« ლევიტელთა 10 [BIB - xx] »
10:1 და მიიღეს ორთა მათ ძეთა აჰრონისათა, ნადაბ და აბიუდ, კაცად-კაცადმან საცეცხური თჳსი, და დადვეს მათ ზედა ცეცხლი და დაასხეს საკუმეველი
10:2 და მოიღეს ცეცხლი უცხოჲ წინაშე ღმრთისა, რომელი არა უბრძანა მათ ღმერთმან და გამოჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ, და შეწუნა იგინი და მოწყდეს წინაშე ღმრთისა.
10:3 და ჰრქუა მოსე აჰრონს: ესე იგი არს, რომელსა ეტყოდა ღმერთი და თქუა: რომელნი მომეახლებოდიან, მათ ზედა განვწმიდნე და ყოველსა კრებულსა შორის ვიდიდო. და წუხნა აჰრონ ფრიად
10:4 და მოუწოდა მოსე მისადეს და ელისაფანს, ძეთა ოზიელისთა, ძეთა მამის ძმისა აჰრონისთა, და ჰრქუა მათ: მოდით და აღიხუენით ძმანი თქუენნი პირისაგან სიწმიდეთაჲსა და განიხუენეთ გარეშე ბანაკსა.
10:5 და მოვიდეს და აღიხუნეს იგინი სამოსლითა მათითა და განიხუნეს გარეშე ბანაკსა მას, ვითარცა-იგი უბრძანა მათ მოსე.
10:6 და ჰრქუა მოსე აჰრონს, და ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელნი დაშთომილ იყვნეს: თავსა თქუენსა არა აღძარცუთ ვარშამაგი და სამოსელი თქუენი არა დაიპოთ, რაჲთა არა მოსწყდეთ და ყოველსავე კრებულსა ზედა იყოს რისხვაჲ. ხოლო ძმანი თქუენნი, ყოველი სახლი ისრაჱლისაჲ, ტიროდიან დაწვასა მას, რომელ დაიწუნეს ღმრთისა მიერ.
10:7 და კარისაგან კარვისა საწამებელისა არა გამოხჳდეთ, რათა არა მოსწყდეთ, რამეთუ ზეთი იგი ცხებისაჲ ღმრთისამიერი არს თქუენ ზედა. და მათ ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა მოსე.
10:8 და ეტყოდა უფალი აჰრონს და ჰრქუა:
10:9 ღჳნოჲ და თაფლუჭი არა ჰსუათ შენ და ძეთა შენთა, რაჟამს შეხჳდოდით კარავსა მას საწამებელისასა, ანუ თუ წარსდგებოდით წინაშე საკურთხეველსა და არა მოსწყდეთ: შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა
10:10 გამორჩევად შორის წმიდათა და შეგინებულთა და შორის არაწმიდათა და ღირსთა,
10:11 რაჲთა ასწავებდენ ძეთა ისრაჱლისათა ყოველსა მას შჯულსა, რომელსა ეტყოდა ღმერთი მათ ჴელითა მოსესითა.
10:12 და ჰრქუა მოსე აჰრონს და ელიაზარს და ითამარს, ნეშტთა მისთა: მოიღეთ შესაწირავი იგი, რომელი დაშთომილ არს ნაყოფად შეწირულთაგან ღმრთისათა,
10:13 და შეჭამეთ უცომოჲ იგი წინაშე საკურთხეველსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს და ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად შენდა ეგე არს და შჯულად ძეთა შენთა ესე წმიდათაგან ნაყოფთა ღმრთისათა, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩემდა.
10:14 და მკერდსა მას განჩემებულსა და მჴარსა მას შესაწირავსა ჭამდით ადგილსა წმიდასა შენ, და ძენი შენნი და სახლეულნი შენნი შენ თანა, რამეთუ შჯულად შენდა და შჯულად ძეთა შენთა მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა ძეთაგან ისრაჱლისათა.
10:15 მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებად განჩინებული იგი წინაშე ღმრთისა. და იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.
10:16 და ვაცსა მას ცოდვისასა ძიებით ეძიებდა მოსე და იგი დამწუარ იყო. და განურისხნა მოსე ელიაზარს და ითამარს, ძეთა აჰრონისთა, რომელ დაშთომილ იყუნეს,
10:17 და ჰრქუა მათ: რაჲსა არა შეჰჭამეთ ცოდვისაჲ ესე ადგილსა წმიდასა? რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს ესე, და მოგცა თქუენ ჭამად, რაჲთა მოუსპნეთ ცოდვანი ერისანი და ლხინება-ჰყოფდით მათთჳს წინაშე ღმრთისა.
10:18 რამეთუ არა შევიდა სისხლისა მისისაგანი სიწმიდესა შინა, წინაშე პირისპირ შინაგან ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, ვითარცა-იგი მიბრძანა მე უფალმან.
10:19 და ეტყოდა აჰრონ მოსეს და ჰრქუა: უკუეთუ დღეს-ღა მოუღებიეს ცოდვისა მათისაჲ და მსხუერპლები იგი წინაშე ღმრთისა, და შემხუედა მე ესევითარი და ვჭამო ცოდვისაჲ ესე დღეს, ნუუკუე არა სათნო იყოს ღმრთისა?
10:20 და ესმა ესე მოსეს და სთნდა მას.

© 2010, გია შერვაშიძე