25:1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს მთასა ზედა სინასა და ჰრქუა მას: |
25:2 |
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რაჟამს შეხჳდეთ თქუენ ქუეყანასა მას, რომელსა მე მიგცემ თქუენ, დაიპყრათ ქუეყანაჲ იგი, რომელ მე მიგცემ თქუენ და ჰყოფდით თქუენ შაბათად უფლისა. |
25:3 |
ექუს წელ სთესო ყანაჲ შენი და ექუს წელ მოსთულო ვენაჴი შენი და შეიკრიბო ნაყოფი შენი, |
25:4 |
ხოლო წელსა მეშჳდესა შაბათი განსუენებაჲ იყოს ქვეყანისაჲ - შაბათი უფლისა: ყანაჲ შენი არა სთესო და ვენაჴი შენი არა განსხლა. |
25:5 |
და თჳთ აღმოსრული სამკალისა შენისაჲ არა მომკო და ყურძენი სიწმიდისა შენისაჲ არა მოსთულო, წელიწად განსუენებისა არს ქუეყანისა. |
25:6 |
და იყოს შაბათი ქუეყანისაჲ თქუენდა და საჭმლად შენდა და მონისა შენისა და სასყიდლითდადგინებულისა შენისა და შემყოფისა მის, რომელი მოსრულ იყოს შენდა. |
25:7 |
და საცხოვართა შენთა და მჴეცთა ქუეყანისა შენისათა იყოს ყოველივე ნაყოფი მისი საჭმელად. |
25:8 |
და აღირაცხო თავისა შენისა შჳდი განსუენებაჲ წელთა მათ, შჳდი წელი შჳდგზის, და იყუნენ შენდა შჳდნი იგი შჳდეულნი წელიწადთანი ორმეოცდაცხრა წელ. |
25:9 |
და მიმოდასდვათ ნესტჳსა ჴმითა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დღესა მას ლხინებისსა, მიმოაუწყეთ ნესტჳთა ყოველსა ქუეყანასა თქუენსა. |
25:10 |
და წმიდა-ყავთ წელი იგი მეერგასისე წელიწადი, მიმოითქუას მიტევებაჲ იგი ქუეყანასა ყოველსა დამკჳდრებულსა მას ზედა, წელიწადი მიტევებისაჲ შესაწირავებისა მისისაჲ იყოს თქუენდა. და წარვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა და კაცად-კაცადი - მამულსა თჳსსა. |
25:11 |
წარხჳდეთ, მიტევებაჲ უწყებისაჲ ესე იყოს თქუენდა. და წელი მეერგასისე წელიწადი იყოს თქუენდა, არა სთესოთ, არცაღა ლეწოთ ნეფსით აღმოსრული მისი და არცა მოსთულოთ განწმედილი იგი მისი. |
25:12 |
რამეთუ მიტევებაჲ უწყებისაჲ არს, წმიდა იყოს თქუენდა, ველთაგან ჰჭამდეთ შობილსა მისსა. |
25:13 |
წელსა მას მიტევებისასა კუალად მოვიდეს კაცად-კაცადი მონაგებსა თჳსსა. |
25:14 |
უკუეთუ მისცე სასყიდელად მოყუასსა შენსა აგარაკი და მოიგო მოყუსისაგან შენისა, ნუმც ვინ აჭირებს კაცი მოყუასსა თჳსსა. |
25:15 |
და მსგავსად რიცხუთა მათ წელიწადისათა შემდგომად სასწაულისა მის დღისა მოიგე მოყუსისაგან, რიცხჳსაებრ წელიწადისა ნაყოფთაჲსა მოგცეს შენ. |
25:16 |
რაოდენცა უმრავლეს წელთა მათ განამრავლოს მოგებაჲ მისი, გინათუ რაოდენ მოკლებისა წელთა მათ დააკლოს მოგებაჲ იგი მისი, რამეთუ, ვითარცა რიცხჳ ნაყოფთაჲ, ეგრევე მოგცეს შენ. |
25:17 |
ნუ ვინ აჭირვებნ კაცი მოყუასსა თჳსსა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი. |
25:18 |
და ყავთ ყოველივე მსჯავრი ჩემი და დაიმარხეთ და ყავთ იგი და დაემკჳდრნეთ ქვეყანასა ზედა სასოებით. |
25:19 |
და გამოსცეს ქუეყანამან ნაყოფი მისი და ჰჭამდეთ მაძღრივ და დაემკჳდრნეთ სასოებით მას ზედა. |
25:20 |
უკუეთუ სთქუათ, რაჲ ვჭამოთ წელსა მას მეშჳდესა, უკუეთუ არა ვსთესოთ და არა შევიკრიბოთ ნაყოფი ჩუენი. |
25:21 |
და მოვავლინო კურთხევაჲ ჩემი თქუენ ზედა წელსა მას მეექუსესა და ყოს ნაყოფი მისი სამისა წლისაჲ. |
25:22 |
და სთესოს წელსა მას მერვესა და ჰჭამდეთ ნაყოფთა მათგან ძუელთა ვიდრე მეცხრედ წლადმდე, ვიდრემდე მოჴდეს ნაყოფი მისი, ჰჭამდეთ ძუელისძუელსა. |
25:23 |
და ქუეყანაჲ არა განჰყიდოთ სრულიად, რამეთუ ჩემი არს ქუეყანა, რამეთუ მწირ და მსხემ ხართ თქუენ წინაშე ჩემსა. |
25:24 |
და ყოველსავე ქუეყანასა, რომელი გიპყრიეს თქუენ, საჴსარი მოსცით ქუეყანისაჲ. |
25:25 |
უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი, რომელ არს შენ თანა და განყიდოს ქუეყანისა მისისაგანი და მოვიდეს ნათესავი, რომელი მახლობელ იყოს მისა და იჴსნეს განსყიდული იგი ძმისა თჳსისაჲ. |
25:26 |
უკუეთუ ვისმე არა ესუას ნათესავი და პოვნიერ იყოს ჴელითა და ეპოვოს მას ნოყიერად საჴსრად მისა. |
25:27 |
და შეჰრაცხოს წელი იგი განსყიდისა მისისაჲ და მისცეს, რომელი-იგი აქუს კაცსა მას, რომელსა მიჰყიდა იგი და წარვიდეს ქუეყანასა მას მკჳდრობისა თჳსისასა. |
25:28 |
უკუეთუ ვერ პოვნიერ იყოს ჴელი მისი კმა-ყოფად, რათამცა მისცა მას და იყოს სასყიდელი მომგებელისა მისისაჲ ვიდრე წლადმდე მიტევებისა, და გამოვიდეს მიტევებასა მას და წარვიდეს ქუეყანასა თჳსსა. |
25:29 |
და უკუეთუ ვინმე მიჰყიდოს სახლი მონასა ქალაქსა შინა მოზღუდვილსა და იყოს საჴსარი მისი, ვიდრემდე აღესრულოს წელიწადი იგი, ზოგი სასყიდლისაჲ იყოს საჴსრად მისა. |
25:30 |
უკუეთუ არა იჴსნეს ვიდრე აღსრულებადმდე ყოვლად მის წელიწადისა, დამტკიცნეს სახლი იგი ქალაქსა შინა მოზღუდვილსა მტკიცედ მომგებელისა მიმართ მისისა ნათესავსა შორის მისსა და არა განვიდეს მიტევებასა მას. |
25:31 |
ხოლო სახლნი, რომელნი იყუნენ აგარაკსა, რომელთა არა აქუს ზღუდე გარემო, მსგავსად აგარაკისა მის ქუეყანისა შეირაცხენ, და საჴსარ მარადის იყუნენ და მიტევებასა მას გამოვიდენ. |
25:32 |
და ქალაქნი ლევიტელთანი და სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი იჴსენებოდიან მარადის ლევიტელთა შორის. |
25:33 |
და რომელმან იჴსნეს ლევიტელთა შორის, გამოჴდეს სასყიდელი მათი, სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი მიტევებასა მას, რამეთუ სახლნი ქალაქთა სამკჳდრებელისა მათისანი შორის ძეთა ისრაჱლისათა არიან. |
25:34 |
და ქუეყანა იგი განჩემებული ქალაქთა მათთაჲ არა განიყიდოს, რამეთუ სამკჳდრებელი საუკუნე ესე არს მათი. |
25:35 |
უკუეთუ გლახაკ იყოს ძმაჲ შენი და ვერ შემძლებელ იყოს ჴელითა შენ შორის, ჴელი აღუპყარ მას, ვითარცა-იგი მწირსა და მსხემსა, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ თანა. |
25:36 |
არა მოიღო მისგან ვახში და აღნადგინები და გეშინოდენ ღმრთისა შენისა, მე ვარ უფალი ღმერთი, და ცხონდეს ძმაჲ იგი შენი შენ შორის. |
25:37 |
ვეცხლი შენი არა მისცე მას ვახშად და განსამრავლებლად, არა ავასხო მას საზრდელი შენი, |
25:38 |
რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა მიგცე თქუენ ქუეყანაჲ ქანანისაჲ და ვიყო მე თქუენდა ღმერთ. |
25:39 |
უკუეთუ დავარდეს ძმაჲ შენი შენ შორის და მოგყიდოს თავი მისი შენ, არა გმონებდეს შენ მონებასა კირთებრ, |
25:40 |
არამედ ვითარცა სასყიდლითდადგინებული და მწირი იყოს შენ თანა, ვიდრე წლადმდე მიტევებისა გიქმოდის შენ. |
25:41 |
და განვიდეს თავისუფლად მიტევებასა მას და შვილნი მისნი მის თანა და მივიდეს ნათესავსა თჳსსა, სამკჳდრებელსა მამულსა მისსა შევიდეს. |
25:42 |
რამეთუ მონანი ჩემნი არიან ესენი, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, არა განიყიდნენ სასყიდლით, ვითარცა მონანი. |
25:43 |
არა დაამძიმო მას შრომითა და გეშინოდენ ღმრთისა შენისა. |
25:44 |
და მონანი და მჴევალნი, რაოდენნი გესხნენ შენ, ყოველთაგან ნათესავთა, რომელნი არიან გარემო შენსა, მათგანნი მოიგნეთ. |
25:45 |
და ნათესავთაგან მათთა, რაოდენნი იყუნენ ქუეყანასა თქუენსა, იყუნედ იგინი თქუენდა სამკჳდრო. |
25:46 |
და განუყუნეთ იგინი ძეთა თქუენდა შემდგომად თქუენსა, და იყუნედ იგინი მონა თქუენდა საუკუნედ, რამეთუ ძმანი თქუენნი ძენი ისრაჱლისანი, კაცად-კაცადმან ძმაჲ თჳსი დაიდგინენ ვითარცა მოქმედი. |
25:47 |
უკუეთუ პოვოს ჴელმან მის მწირისამან, რომელი მსხემობდეს შენ შორის, და შეჰჭირდეს ძმასა შენსა და მიჰყიდოს თავი თჳსი მწირსა, გინათუ შემყოფსა მისსა, ნაშობსა მწირისასა. |
25:48 |
შემდგომად განსყიდისა მისისა ჴსნაჲ იყავნ მისი, ერთმან ძმათაგანმან მან იჴსნეს იგი. |
25:49 |
მამისძმამან, ანუ თუ მამისძმისწულმან იჴსნეს იგი, ანუ სახლეულმან, ჴორცთა მისთაგანმან, ტომმან მისმან იჴსნეს იგი, უკუეთუ პოვნიერ იქმნეს, ჴელითა თჳსითა იჴსნეს თავი თჳსი. |
25:50 |
და აღირაცხენ მომგებელისა მისისასა თანა მიერ წლითგან, ვინათგან მიჰყიდა მას თავი თჳსი ვიდრე წლადმდე მიტევებისა, იყოს ვეცხლი იგი სასყიდლისა მისისაჲ ვითარცა მორეწისა, წლითი წლად იყოს მის თანა. |
25:51 |
უკუეთუ უმრავლესთა წელთა იყოს; ამისებრვე მისცეს სასყიდელი მისი ვეცხლისა მისგან მონაგებისა მისისა: |
25:52 |
უკუეთუ მცირედ დაშთეს წელთა მათგანნი, წელიწადადმდე მიტევებისა შეერაცხოს მას წელიწადი იგი და მისცეს მას საჴსარი მისი. |
25:53 |
ვითარცა სასყიდლითდადგინებულმან წელიწადით წელიწადადმდე იყოს მის თანა, არა დაამძიმო მას რუდუნებაჲ წინაშე შენსა. |
25:54 |
უკუეთუ ვერ იჴსნეს თავი თჳსი, ეგრევე განვიდეს წელსა მას მიტევებისა მისისასა და ყრმანი მისნი მის თანა, რამეთუ ჩემნი არიან ძენი ისრაჱლისანი მსახლობნი |
25:55 |
და მონანი ჩემნი ესენი არიან, რომელნი გამოვიყვანენ ქუეყანით ეგჳპტით, მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი. |