2:1 |
უკუეთუ სულსა შესწირვიდეს ძღუნად შესაწირავად ღმრთისა, სამინდოჲ იყოს შესაწირავი მისი, და დაასხას მას ზედა ზეთი და დასდვას მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე. |
2:2 |
და მოართუას ძეთა აჰრონისთა მღდელთა და აღიღოს მისგან სავსე მჭელი სამინდოჲსა მისგან ზეთითურთ და ყოველივე იგი გუნდრუკი მისი დასდვას მღდელმან მან საჴსენებელი მისი საკურთხეველსა მას სულად სულნელებად ღმრთისა. |
2:3 |
და სხუაჲ იგი მსხუერპლისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდათა მათგან მსხუერპლთა ღმრთისათა. |
2:4 |
უკუეთუ შესწირვიდეს ძღუენსა შესაწირავად, გამოცხობილი თორნითა სამინდოჲსაგან პურნი უცომონი, ზეთითა შესუარულნი და ლელანგოჲ უცომოჲ ცხებული ზეთით. |
2:5 |
და უკუეთუ შესაწირავი იგი ტაპაკისაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ შესუარული ზეთითა უცომოჲ იყოს. |
2:6 |
და დაალტვო იგი დამუსრვილი და დასხა მას ზეთი: შესაწირავი არს ღმრთისა. |
2:7 |
უკუეთუ შესაწირავი ლანძჳსაგან იყოს, ძღუენი იგი შენი სამინდოჲ ზეთითა შეიქმნეს. |
2:8 |
და შეწიროს მსხუერპლი იგი, რომელი ექმნეს ერთი ამათგანი, ღმრთისა, და მოართვას იგი მღდელსა. და მიეახლოს მღდელი იგი საკურთხეველსა მას. |
2:9 |
და აღიღოს მსხუერპლისა მისგან მოსაჴსენებელი მისი, და დადვას მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელებისა ღმრთისა. |
2:10 |
ხოლო ნეშტი იგი შესაწირავისაჲ მის აჰრონისა და ძეთა მისთა იყოს, წმიდაჲ წმიდათაჲ ნაყოფთა მათგან ღმრთისათა. |
2:11 |
ყოველსა მას შესაწირავსა, რომელსა შესწირვიდეთ ღმრთისა, არა ჰყოთ ცომოვანი, რამეთუ ყოველივე ცომი და ყოველივე თაფლი არა შესწიროთ მათგანი ნაყოფად ღმრთისა. |
2:12 |
და ძღუნად პირველად შესაწირავად იგი ღმრთისა და საკურთხეველსა ზედა არა აღვიდეს სულად სულნელად ღმრთისა. |
2:13 |
და ყოველივე შესაწირავი მსხუერპლისა თქუენისაჲ მარილითა დაიმარილენ. არა დააცადოთ მარილი შჯულისა ღმრთისა შესაწირავთაგან თქუენთა და ყოველსა ზედა შესაწირავსა თქუენსა მარილი დაასხით. |
2:14 |
უკუეთუ შესწირვიდე შესაწირავსა პირველთა ნაყოფთაგან ღმრთისა, ახალი შეტუსვილი ნედლი ღერღილი ღმრთისა, შესწირო მსხუერპლად პირველთა ნაყოფთა. |
2:15 |
და დაასხა მას ზედა ზეთი და დასდვა მას ზედა გუნდრუკი. შესაწირავი არს ესე. |
2:16 |
და შეწიროს მღდელმან მან საჴსენებელი მისი ეტერთა მათგან ზეთითურთ, და ყოველივე გუნდრუკი მისი. შესაწირავი არს ესე ღმრთისა. |