კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ლევიტელთა »
ლევიტელთა 1
ლევიტელთა 2
ლევიტელთა 3
ლევიტელთა 4
ლევიტელთა 5
ლევიტელთა 6
ლევიტელთა 7
ლევიტელთა 8
ლევიტელთა 9
ლევიტელთა 10
ლევიტელთა 11
ლევიტელთა 12
ლევიტელთა 13
ლევიტელთა 14
ლევიტელთა 15
ლევიტელთა 16
ლევიტელთა 17
ლევიტელთა 18
ლევიტელთა 19
ლევიტელთა 20
ლევიტელთა 21
ლევიტელთა 22
ლევიტელთა 23
ლევიტელთა 24
ლევიტელთა 25
ლევიტელთა 26
ლევიტელთა 27

« ლევიტელთა 16 [BIB - xx] »
16:1 და ეტყოდა ღმერთი მოსეს შემდგომად სიკუდილისა ორთა მათ ძეთა აჰრონისთა, რაჟამს მოიღეს ცეცხლი იგი უცხოჲ წინაშე ღმრთისა და მოწყდეს.
16:2 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ აჰრონს, ძმასა შენსა, რათა არა შევიდოდის იგი ყოველსა ჟამსა სიწმიდესა მას შინა შინაგან კრეთსაბმელისა მის წინაშე პირსა სალხინებელისასა, რომელ არს პირისპირ კიდობანსა მას საწამებელისასა, რათა არა მოკუდეს, რამეთუ ღრუბლითა გამოვჩნდე მე სალხინებელსა მას ზედა.
16:3 და მაშინღა ესრე შევიდეს აჰრონ სიწმიდესა მას ჴბოჲთა ერთითა ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძითა მრგულიად მწუარითა.
16:4 და სამოსელი სელისაჲ განწმედილი შეიმოსოს, და ნიფხავი სელისაჲ იყოს სხეულსა მისსა: და სარტყელი სელისაჲ შეირტყას და ვარშამაგი სელისაჲ დაიბუროს, რამეთუ სამოსელი წმიდა არს, და დაიბანოს წყლითა ყოველი გუამი მისი და მაშინღა შეიმოსოს იგი.
16:5 და კრებულისაგან ძეთა ისრაჱლისათა მოიბნეს ორნი ვაცნი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი ერთი მრგულიად დასაწველად. მოიბას აჰრონ ჴბოჲ ერთი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა თჳსისათჳს.
16:6 და მოიბნეს ორნი ვაცნი და წარადგინნეს წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა საწამებელისათა.
16:7 დაასხნეს აჰრონ ორთა მათ ვაცთა ზედა წილი: წილი ერთი - ღმერთსა და წილი - ერთი გამომყვანებელსა ველად.
16:8 და მოიბას აჰრონ ვაცი იგი, ერთი, რომელსა ზედა გამოჴდა წილი იგი ღმრთისა.
16:9 შეწიროს იგი ცოდვისათჳს, და ვაცი იგი ერთი,
16:10 რომელსა ზედა გამოჴდა წილი განმყვანებელისა, დაადგინოს ცოცხალი წინაშე ღმრთისა, რათა ლხინება-ყოს მას ზედა, ვითარმედ განვლინებად იგი განყვანებასა მას და განუტეოს იგი უდაბნოდ.
16:11 და მოიბას აჰრონ ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა და ლხინება-ყოს თავისა თჳსისათჳს და სახლისა მისისათჳს და დაკლას ჴბოჲ იგი ცოდვისათჳს თავისა თჳსისა.
16:12 და მოიღოს სავსე საცეცხლური ნაკუერცხალი ცეცხლისაგან საკურთხეველისა, რომელ არს წინაშე ღმრთისა.
16:13 და აღივსნეს ჴელნი საკუმეველითა შეზავებულითა მწულილითა და შეიღოს შინაგანსა მას კრეთსაბმელსა მას და დაასხას საკუმეველი იგი ცეცხლსა მას ზედა წინაშე ღმრთისა და დაფაროს კუამლმან მან სალხინებელი იგი, რომელ არს საწამებელთა ზედა და არა მოკუდეს.
16:14 და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა თითითა მისითა და აპკუროს სალხინებელსა მას მზისაღმოსავალით კერძო, წინაშე სალხინებელსა მას აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა.
16:15 და დაკლას ვაცი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა ერისა მისთჳს და შეიღოს სისხლისა მისგანი შინაგან კრეტსაბმელსა მას და ყოს სისხლი იგი მისი, ვითარცა ყო სისხლი იგი ჴბოჲსა მის და აპკუროს სისხლი მისი სალხინებელსა მას წინაშე პირსა სალხინებელისასა.
16:16 და ლხინება-ყოს წმიდათათჳს არაწმიდებათათჳს ძეთა ისრაჱლისათა და სიცრუეთაგან მათთა და ყოველთათჳს ცოდვათა მათთა და ესრეთ უყოს კარავსა მას საწამებელისასა შჱნებულსა მას შორის შინაგან კარავსა მას საწამებელისასა არაწმიდებისაგან მათისა.
16:17 და კაცი ნუ ვინ არნ კარავსა მას საწამებელისასა, შე-რაჲ-ვიდოდის იგი ყოფად ლხინებისა სიწმიდესა მას შინა ვიდრე გამოსლვადმდე და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ძეთა ისრაჱლისათა.
16:18 და გამოვიდეს საკურთხეველად, რომელ-იგი არს წინაშე ღმრთისა და ლხინება-ყოს მისთჳს და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა და სისხლისა მისგან ვაცისა და სცხოს გარემო რქათა მათ საკურთხეველისათა.
16:19 და აპკუროს მას სისხლისა მისგან გარემო თითითა შჳდგზის და განწმიდოს იგი და წმიდა იყოს იგი არაწმიდებათაგან ძეთა ისრაჱლისათა.
16:20 და აღასრულოს ლხინებისა ყოფაჲ იგი წმიდისაჲ, და კარვისა საწამებელისაჲ, და საკურთხეველისაჲ და მღდელთათჳს, განწმიდოს და მოიბას ვაცი იგი ცოცხალი.
16:21 და დაასხნეს აჰრონ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა ვაცისა მის ცოცხალისასა და მიუთხრნეს მას ზედა ყოველნივე უშჯულოებანი ძეთა ისრაჱლისათანი, და ყოველნი სიცრუენი და ყოველნი ცოდვანი მათნი, და დაჰკრიბნეს ცოდვანი მათნი თავსა მას ზედა ვაცისა ცოცხალისასა.
16:22 და განავლინოს იგი ჴელითა კაცისა განმზადებულისაჲთა უდაბნოდ და მოიხუნეს ვაცმან მან მის ზედა სიცრუვენი მათნი ქუეყანად უვალად, განგზავნოს ვაცი იგი უდაბნოდ.
16:23 და შევიდეს აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა და განირცხოს სამოსელი იგი სელისაჲ, რომელ-იგი ემოსა შესლვასა მას მისსა სიწმიდესა მას, და დაასხას იგი მუნ.
16:24 და დაიბანოს გუამი მისი წყლითა ადგილსა წმიდასა, და შეიმოსოს სამოსელი თჳსი, და გამოვიდეს და შეწიროს მრგულიად დასაწველი იგი მისი და ყოვლად სანაყოფე იგი ერისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს და სახლისა მისისათჳს, და ერისათჳს, ვითარცა-იგი მღდელთათჳს.
16:25 და ცმელი იგი ცოდვათაჲ შეწიროს საკურთხეველსა ზედა.
16:26 და რომელმან განავლინა ვაცი იგი განჩინებული განტევებად, განირცხეს სამოსელი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა, და ამისა შემდგომად გამოვიდეს იგი ბანაკად.
16:27 და ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ და ვაცი იგი ცოდვისაჲ, რომელთაჲ სისხლი შეიღო ლხინებისა ყოფად სიწმიდესა მას შინა, განიხუნენ იგინი გარეშე ბანაკსა მას და დაწუნენ იგინი ცეცხლითა და ტყავი მათი, და ჴორცი მათი და ფუშნიერი მათი.
16:28 და რომელმან დაწუნეს იგინი, განირცხენ სამოსელი მისი და დაიბანოს გუამი მისი წყლითა და ამისა შემდგომად შევიდეს ბანაკად.
16:29 და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ: თთუესა მას მეშჳდესა, ათსა თთჳსასა, დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი, ყოველივე საქმე თქუენი არა ჰქმნეთ მას შინა მკჳდრმან და მწირმან, რომელი მოსრულ იყოს თქუენ შორის.
16:30 რამეთუ ამას დღესა ლხინებაჲ თქუენთჳს იყოს განწმედად თქუენდა ყოველთაგან ცოდვათა თქუენთა წინაშე ღმრთისა და განიწმიდნეთ.
16:31 შაბათ განსუენების იყუნედ ესე თქუენდა და დაიმდაბლნეთ სულნი თქუენნი შჯულად საუკუნედ.
16:32 და ლხინება-ყოს მღდელმან მან, რომელსა-იგი სცხო მას და რომლისანი-იგი სრულ იყუნეს ჴელნი მათნი მღდელობად შემდგომად მამათა მისთა და შეიმოსოს სამოსელი იგი სელისაჲ სამოსელი წმიდაჲ.
16:33 და ლხინება-ყოს წმიდისა მისთჳს წმიდათაჲსა და კარვისა მისთჳს საწამებელისა და საკურთხეველისა მისთჳს ლხინება-ყოს, და მღდელთათჳს და ყოვლისათჳს კრებულისა ლხინება-ყოს.
16:34 და იყოს ესე თქუენდა შჯულად საუკუნედ და ლხინება-ჰყვით ძეთათჳს ისრაჱლისათა ყოველთაგან ცოდვათა მათთა. ერთგზის წელიწადსა იყოს ესე, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.

© 2010, გია შერვაშიძე