კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ლევიტელთა »
ლევიტელთა 1
ლევიტელთა 2
ლევიტელთა 3
ლევიტელთა 4
ლევიტელთა 5
ლევიტელთა 6
ლევიტელთა 7
ლევიტელთა 8
ლევიტელთა 9
ლევიტელთა 10
ლევიტელთა 11
ლევიტელთა 12
ლევიტელთა 13
ლევიტელთა 14
ლევიტელთა 15
ლევიტელთა 16
ლევიტელთა 17
ლევიტელთა 18
ლევიტელთა 19
ლევიტელთა 20
ლევიტელთა 21
ლევიტელთა 22
ლევიტელთა 23
ლევიტელთა 24
ლევიტელთა 25
ლევიტელთა 26
ლევიტელთა 27

« ლევიტელთა 5 [BIB - xx] »
5:1 უკუეთუ ცოდოს კაცმან და ესმეს ჴმაჲ ფიცისაჲ და ესე წამებდეს გინა თუ იხილა, გინა თუ თანად-იცის და უკუეთუ არა უთხრა, მოიღო მან ცოდვაჲ მისი.
5:2 კაცი, რომელი შეეხოს ყოველსა საქმესა არაწმიდებისასა, გინა მძორსა, გინა ნამჴეცავსა არაწმიდასა, გინა მკუდარსა, რომელსავე საძაგელსა არაწმიდათასა,
5:3 გინა თუ შეეხოს არაწმიდებასა რასმე კაცისასა, ყოველივე არაწმიდებასა მისსა, რომელსა შეეხოს, და შეგინებულ იქმნა და დაავიწყდა, და ამისა შემდგომად ცნა და ცოდა,
5:4 და კაცმან, რომელმან ფუცოს და გან-რაჲმე-აჩინოს პირითა თჳსითა ბოროტისა ყოფად, გინა კეთილის ყოფად ყოვლისა მისებრ, რომელი აღუთქუა კაცმან ფიცით და დაავიწყდა იგი, და ესრეთ ცნა და ცოდა ერთი რაჲმე მათგანი,
5:5 და მიუთხრას მისთჳს ცოდვაჲ იგი, რომელ ცოდა,
5:6 და შეწიროს ღმრთისა, რომელთათჳს ცოდა, ნეზჳ ცხოვართაგან ტარიგი, გინა ვაცი თხათაგან ცოდვისათჳს. და ლხინება-ყოს მღდელმან მან ცოდვისა მისთჳს და მიეტეოს მას ცოდვაჲ იგი.
5:7 უკუეთუ ვერ ეძლოს ჴელსა მისსა ყოფად ცხოვარი, შეწიროს ღმრთისა ცოდვისა მისთჳს, რომელ ცოდა, ორნი გურიტნი, გინა თუ ორნი მართუენი ტრედისანი, ერთი - ცოდვისათჳს და ერთი - ყოვლად დასაწველად.
5:8 და მოართუნეს იგინი მღდელსა და შეწიროს იგი მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს პირველად, და წარჰკუეთოს მღდელმან თავი მისი საქციელითგან და არა განახევროს.
5:9 და აპკუროს სისხლისა მისგან, რომელ-იგი არს ცოდვისაჲ, კედელსა საკურთხეველისასა, ხოლო ნეშტი იგი სისხლი დაწრიდოს ხარისხსა თანა საკურთხეველისასა, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
5:10 ხოლო მეორე იგი ყოს ყოვლად დასაწველ, ვითარცა-იგი ჯერ-არნ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისაგან, რომელ ცოდა და მიეტეოს მას.
5:11 უკუეთუ არა პოვოს ჴელმან მისმნ წყვილნი გურიტთანი, გინა მართუენი ტრედთანი, შეწიროს მსხუერპლად მისა ცოდვისა მისთჳს მეათე სათველი სამინდოჲ ცოდვისა მისისათჳს, და არა დაასხას მას ზედა ზეთი, და არა დასდვას მას ზედა გუნდრუკი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.
5:12 და მოართუას იგი მღდელსა მას და აღიღოს მისგანი მღდელმან მან სავსე მჭელი და მოსაჴსენებელად მისა დადვას იგი საკურთხეველსა ზედა მსხუერპლთასა წინაშე ღმრთისა, ცოდვისაჲ არს.
5:13 და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისა მისისათჳს, რომელ ცოდა, ერთი რაჲმე ამათგანი, რომელ-რაჲ პოვა და შეწირა, მიეტეოს მას; ხოლო ნეშტი იგი იყოს მღდელისა მის, ვითარცა მსხუერპლი ქებისაჲ.
5:14 ეტყდა უფალი მოსეს და ჰრქუა:
5:15 კაცსა უკეთუ და-რაჲმე-ავიწყდა დავიწყებაჲ და ცოდა არა ნეფსით სწმიდეთა შინა ღმრთისათა, და შეწიროს ცოდვისა მისისათჳს ღმრთისა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა სასწორთაგან სასწორითა წმიდითა, რომლისათჳს-იგი ბრალი ქმნა.
5:16 და ცოდა, სიწმიდეთა შინა მისთა, ზღოს ესე და მეხუთე შესძინოს მას ზედა და მისცეს იგი მღდელსა მას. და მღდელმან ლხინება-ყოს მისთჳს ვერძითა მით ბრალისაჲთა და მიეტეოს მას.
5:17 და კაცმან უკუეთუ ცოდოს და ყოს ერთი რაჲმე მცნებათაგანი ღმრთისათაჲ, რომელ არა ჯერ-არს ყოფად, და ვერ ცნა, და ბრალი ქმნა და მოიღო ცოდვაჲ იგი,
5:18 მოჰგუაროს მღდელსა ვერძი უბიწოჲ ცხოვართაგან სასყიდლითა ვეცხლისაჲთა ბრალისა მისთჳს; და ლხინება-ყოს მღდელმან მან
5:19 უმეცრებისა მისისათჳს, რომელ ვერ ცნა და მან არა იცოდა ცოდვაჲ წინაშე ღმრთისა.

© 2010, გია შერვაშიძე