კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ლევიტელთა »
ლევიტელთა 1
ლევიტელთა 2
ლევიტელთა 3
ლევიტელთა 4
ლევიტელთა 5
ლევიტელთა 6
ლევიტელთა 7
ლევიტელთა 8
ლევიტელთა 9
ლევიტელთა 10
ლევიტელთა 11
ლევიტელთა 12
ლევიტელთა 13
ლევიტელთა 14
ლევიტელთა 15
ლევიტელთა 16
ლევიტელთა 17
ლევიტელთა 18
ლევიტელთა 19
ლევიტელთა 20
ლევიტელთა 21
ლევიტელთა 22
ლევიტელთა 23
ლევიტელთა 24
ლევიტელთა 25
ლევიტელთა 26
ლევიტელთა 27

« ლევიტელთა 3 [BIB - xx] »
3:1 უკუეთუ შესაწირავად ცხორებისა იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა, ანუ თუ ზროხათაგან შესწირვიდეს იგი, გინათუ ვერძსა გინათუ ნეზუსა, უბიწოჲ მოიბნ იგი წინაშე ღმრთისა.
3:2 და დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას ზედა მის შესაწირავისასა, და დაკლას იგი კართა თანა კარვისა მის საწამებელისასა, და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი საკურთხეველსა მას მრგულიად დასაწველთასა გარემოჲს.
3:3 და მოიღონ შესაწირავისა მისგან ცხორებისაჲსა ნაყოფად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.
3:4 და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მას ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკმელთა თანა მოჰკუეთოს.
3:5 და შეწირონ იგი ძეთა აჰრონისთა მღდელთა საკურთხეველსა მას ზედა შესაწირავთასა, შეშასა მას და ცეცხლსა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა.
3:6 უკუეთუ ცხოვართაგან იყოს მსხუერპლი იგი მისი ღმრთისა საცხორებელად მისა, ვერძი გინა თუ ნეზჳ უბიწოჲ, მოიბას იგი.
3:7 უკუეთუ კრავი მოიბას შესაწირავად მისა, მოართუას იგი წინაშე ღმრთისა
3:8 დაასხნენ ჴელნი მისნი თავსა მას შესაწირავისა მისისასა
3:9 და დაკლას იგი კართა თანა კარვისა საწამებელისათა,
3:10 და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას. და შეწიროს შესაწირავი იგი ცხორებისაჲ მსხუერპლად ღმრთისა, ცმელი და წელნი უბიწოჲ, თეძოჲთურთ მოჰკუეთოს იგი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ და ორნი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს.
3:11 და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა სულად სულნელებისა მსხუერპლად ღმრთისა.
3:12 ანუ თუ თხათაგანი იყოს შესაწირავი იგი მისი და მოჰგუაროს იგი წინაშე ღმრთისა.
3:13 და დაასხნეს ჴელნი მისნი თავსა ზედა მისსა და დაკლან იგი წინაშე ღმრთისა კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა და დასთხიონ ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მისი გარემო საკურთხეველსა მას.
3:14 და შეწიროს მას ზედა მსხუერპლად ღმრთისა ცმელი იგი გარდაბურვილი მუცელსა და ყოველი ცმელი მუცლისაჲ.
3:15 და ორნი თირკუმელნი და ცმელნი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ და ღჳძლის ყურნი იგი ღჳძლისაჲ თირკუმელთა თანა მოჰკუეთოს,
3:16 და შეწიროს იგი მღდელმან მან საკურთხევვლსა ზედა, ნაყოფად, სულად სულნელად ღმრთისა ყოველივე ცმელი ღმერთსა.
3:17 შჯულად საუკუნოდ ნათესავსა შორის თქუენსა, ყოველი ცმელი და ყოველი სისხლი არა ჰჭამოთ.

© 2010, გია შერვაშიძე