კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ლევიტელთა »
ლევიტელთა 1
ლევიტელთა 2
ლევიტელთა 3
ლევიტელთა 4
ლევიტელთა 5
ლევიტელთა 6
ლევიტელთა 7
ლევიტელთა 8
ლევიტელთა 9
ლევიტელთა 10
ლევიტელთა 11
ლევიტელთა 12
ლევიტელთა 13
ლევიტელთა 14
ლევიტელთა 15
ლევიტელთა 16
ლევიტელთა 17
ლევიტელთა 18
ლევიტელთა 19
ლევიტელთა 20
ლევიტელთა 21
ლევიტელთა 22
ლევიტელთა 23
ლევიტელთა 24
ლევიტელთა 25
ლევიტელთა 26
ლევიტელთა 27

« ლევიტელთა 26 [BIB - xx] »
26:1 არა ჰქმნე თავისა თჳსისა ჴელითქმნული, არცა გამოქანდაკებული, არცა ძეგლი არა აღმართოთ თქუენ, არცა ლოდი სასტრად აღსდგათ ქუეყანასა თქუენსა თაყუანის-საცემელად თქუენდა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
26:2 შაბათნი ჩემნი დაიმარხენით და წმიდათა ჩემთაგან გეშინოდენ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
26:3 უკუეთუ ბრძანებათა ჩემთა ხჳდოდით, და მცნებათა ჩემთა იმარხჳდეთ და ჰყოფდეთ მათ, მოგცე თქუენ წჳმაჲ ჟამსა თჳსსა.
26:4 და ქუეყანამან გამოსცეს ნაყოფი თჳსი და ხეთა ველისათა მოსცენ ხილი მათი.
26:5 და მიიწიოს სალეწავი თქუენი ვიდრე სთულებადმდე და სთველი მიიწიოს თესვადმდე და ჰჭამდეთ პურსა თქუენსა მაძღრივ და დაემკჳდრნეთ კრძალულებით ქუეყანასა თქუენსა.
26:6 და მოვსცე მშჳდობაჲ ქუეყანასა თქუენსა და დაიძინოდით უზრუნველად და არა ვინ იყოს მაშინებელ თქუენდა, და წარვწყმიდო მჴეცი ბოროტი ქუეყანისაგან თქუენისა და ბრძოლა არა იყოს ქუეყანასა თქუენსა.
26:7 და სდევნიდეთ მტერთა თქუენთა და დაეცნენ წინაშე თქუენსა მომწყდარნი მახჳლითა.
26:8 და წარიქციოს ხუთმან თქუენგანმან ასი და ასმან თქუენგანმან წარიქციოს ბევრეული და დაეცნენ მტერნი თქუენნი წინაშე თქუენსა მახჳლითა.
26:9 და მოვიხილო თქუენ ზედა და გაკურთხნე თქუენ და აღგაორძინნე თქუენ და განგამრავლნე თქუენ და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი თქუენ თანა.
26:10 და ჰჭამდეთ ძუელსა და ძველისძველსა და ძუელი წინაშე პირსა ახალთასა გამოსდვათ.
26:11 და აღუმართო კარავი ჩემი თქუენ შორის და არა მოგიძაგნეს თქუენ სულმან ჩემმან.
26:12 და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად.
26:13 მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იყვენით თქვენ მონა და განვხეთქენ საკრველნი უღლისა თქუენისანი და მოგიყვანენ თქუენ განცხადებულად.
26:14 უკუეთუ არა ისმინოთ ჩემი და არცა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა,
26:15 არამედ ურჩ ექმნნეთ მათ და სამართალნი ჩემნი მოიწყინნეს სულმან თქუენმან და არა ჰყოფდეთ ბრძანებათა ჩემთა და განაქარვნეთ აღთქუმანი ჩემნი.
26:16 და მეცა ეგრევე გიყო თქვენ: მოვავლინო თქუენ ზედა სიმღიერე და უნაყოფოებაჲ და სიყჳთლე დანდალუკად თუალთა თქუენთა, და გული თქუენი დადნებოდეს, და სთესვიდეთ თესლსა თქუენსა ცუდად და ჭამდენ მას მტერნი თქუენნი.
26:17 და დავამტკიცო პირი ჩემი თქუენ ზედა და დაეცნეთ წინაშე მტერთა თქუენთა, და გდევნიდენ თქუენ მოძულენი თქვენნი და ივლტოდით თქუენ თჳნიერ მდევართა.
26:18 უკუეთუ აქამომდე არა ისმინოთ ჩემი და შევსძინო სწავლად თქუენდა შჳდწილ ცოდვათა თქუენთა ზედა.
26:19 და შევმუსრო გინებაჲ იგი ამპარტავნებისაჲ და ვყო ცაჲ თქუენ ზედა ვითარცა რკინაჲ და ქუეყანა ვითარცა რვალი.
26:20 და ცუდად იყოს ძალი თქუენი და ქუეყანამან არა მოგცეს თესლი მისი და ხემან ველისა თქუენისამან არა მოგცეს ნაყოფი მისი.
26:21 უკუეთუ ამისა შემდგომად ხვიდოდითღა თქუენ დრკუდ ჩემდა მომართ და არა ინებოთ სმენად ჩემი, შეგძინო თქუენ ტანჯვაჲ შჳდი ცოდვათა თქუენთაებრ.
26:22 და მოვავლინო თქუენ ზედა მჴეცი მძჳნვარე ქუეყანისაჲ და შეგჭამდეს თქუენ, და აღჴოცოს საცხოვარი თქუენი და შეგამცირნეს თქუენ და ოჴერ იყუნენ გზანი თქუენნი.
26:23 და უკუეთუ ამითცა ვერ განისწავლნეთ თქუენ,
26:24 არამედ ხჳდოდითღა ჩემდა მომართ გულარძნილად, ვიდოდი მეცა თქუენ თანა გულისწყრომითა გულარძნილითა და გგუემნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა მათ თქუენთათჳს.
26:25 და მოვჴადო თქუენ ზედა მახჳლი და შურისმეძიებელი საშჯელად შჯულისა და შეევედრნეთ თქუენ ქალაქებსა თქუენსა და მოვავლინო სიკუდილი თქუენ ზედა და მიეცნეთ ჴელთა მტერთა თქუენთასა.
26:26 და გჭირდეს თქუენ იფქლისა და პურისათჳს და აცხობდენ ათნი დედანი თქუენგანნი პურსა ერთსა შიდა თორნესა და მოგცემდენ თქუენ პურსა თქუენსა სასწორით, ჰჭამდეთ და ვერ განძღებოდით.
26:27 უკუეთუ ამათ ზედაცა არა ისმინოთ ჩემი, არამედ ხჳდოდითვე დრკუდ.
26:28 მეცა ვიდოდე თქუენ თანა გულისწყრომითა დრკუჲთა და გასწავლნე თქუენ შჳდ წელ ცოდვათა თქუენთათჳს.
26:29 და ჰჭამდეთ თქუენ ჴორცთა ძეთა თქუენთასა და ჴორცთა ასულთა თქუენთასა.
26:30 და მოვიხუნე ძელისანი ჴელითქმნილნი თქუენნი და დავსხნე გუამნი თქუენნი გუამთა თანა კერპთა თქუენთასა, და მოგიწყინნეს თქუენ სულმან ჩემმან
26:31 და დავსხნე ქალაქნი თქუენნი ოჴრად და მოვაოჴრო სიწმიდე თქუენი, და არა ვიყნოსო სულნელებაჲ მსხუერპლთა თქუენთაჲ.
26:32 და მოვაოჴრო ქუეყანა თქუენი და უკჳრდეს ამას ზედა მტერთა თქუენთა, რომელნი მკჳდრ იყუნენ მას ზედა.
26:33 და მიმოდაგთესნე თქუენ წარმართთა შორის, და აღგჴოცნეს თქუენ მომავალმან მან მახჳლმან თქუენ ზედა და იყოს ქუეყანა თქუენი უდაბნო და ქალაქნი თქუენნი - ოჴერ.
26:34 და მაშინ სათნო იყოს ქუეყანამან შაბათი თჳსი ყოველთა მათ დღეთა ოჴრებისა მისისათა.
26:35 და თქუენ იყუნეთ ქუეყანასა მტერთა თქუენთასა. და მაშინღა შაბათობდეს ქუეყანა და სათნო იყოს შაბათი მისი. ყოველსა ჟამსა ოჴრებისა მისისასა შაბათობდეს, რომელ არა შაბათობდა შაბათთა მათ შინა თქუენთა, რაჟამს მკჳდრ იყვენით მას ზედა.
26:36 და დაშთომილთა მათ ზედა თქუენგანთა მოვავლინო შიში გულთა მათთა ქუეყანასა მტერთა მათთასა და სდევნიდეს მათ ჴმაჲ ფურცლისაჲ მოღებული ქარითა. და ივლტოდიან, ვითარცა ვინ ივლტინ მბრძოლისაგან და დაეცნენ თჳნიერ მდევართა.
26:37 და უგულებელ-ყოს ძმამან ძმაჲ, ვითარცა ბრძოლასა შინა, დაღათუ არა ვინ სდევნიდეს მათ და ვერ გეძლოს წინადადგომად მტერთა თქუენთა.
26:38 და წარსწყმდეთ თქუენ წარმართთა შორის და შეგჭამდეს თქუენ ქუეყანაჲ იგი მტერთა თქუენთაჲ.
26:39 და რომელნი დაშთნენ თქუენგანნი, განიჴრწნენ ცოდვითა თქუენითა და დადნებოდიან ქუეყანასა მტერთა მათთასა.
26:40 და მიუთხრობდენ ცოდვათა მათთა და ცოდვათა მამათა მათთასა, რამეთუ გარდაჰჴდეს შჯულსა და დამივიწყეს მე, და ვიდოდეს წინაშე ჩემსა დრკუდ.
26:41 და მეცა ვიდოდე მათა მიმართ დრკუდ და წარვწყმიდნე იგინი ქვეყანასა მას მტერთა მათთასა. და მაშინ ჰრცხუენოდის გულსა მათსა წინადაუცუეთელსა, და მაშინ სათნო იყუნენ ცოდვანი მათნი.
26:42 და მაშინ მოვიჴსენო მე აღთქმა იგი იაკობის თანა, და აღთქმაჲ იგი ისაკის თანა და აღთქმაჲ იგი აბრაჰამის თანა მოვიჴსენო და ქუეყანისაჲ მის მოვიჴსენო.
26:43 და ქუეყანა იგი თქუენი დაშთეს. და მაშინ შეიწყნაროს ქუეყანამან შაბათი მისი მოოჴრებითა მით მისითა ამისთჳს და მათ მოიხუნენ თჳსნი იგი უშჯულოებანი ამისთჳს, რამეთუ სამართალნი ჩემნი უგულებელს-ყუნეს, ბრძანებანი ჩემნი მოიწყინნა გულმა მათმან.
26:44 და იყუნეს ღათუ ქუეყანასა მტერთა მათთასა, არა უგულებელ-ვყვენ იგინი და არცა მოვიწყინე მოჴოცად მათა და განქარვებად აღთქმათა ჩემთა მამათა მიმართ, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი მათი.
26:45 და მოვიჴსენო მე აღთქმაჲ იგი პირველი, რაჟამს გამოვიყვანენ იგინი ქუეყანით ეგჳპტით სახლისა მისგან კირთებისა წინაშე ყოველთა ნათესავთა, რაჲთა ვიყო მე მათა ღმერთ. მე ვარ უფალი. ესე სამართალნი და მშჯავრნი და შჯული, რომელ მოსცა უფალმან შორის მისსა და შორის ძეთა ისრაჱლისათა მთასა სინასა ჴელითა მოსესითა.

© 2010, გია შერვაშიძე