კონტექსტის ძიება

წიგნები და თავები
წიგნი:
თავი :
ვერსია:

« ლევიტელთა »
ლევიტელთა 1
ლევიტელთა 2
ლევიტელთა 3
ლევიტელთა 4
ლევიტელთა 5
ლევიტელთა 6
ლევიტელთა 7
ლევიტელთა 8
ლევიტელთა 9
ლევიტელთა 10
ლევიტელთა 11
ლევიტელთა 12
ლევიტელთა 13
ლევიტელთა 14
ლევიტელთა 15
ლევიტელთა 16
ლევიტელთა 17
ლევიტელთა 18
ლევიტელთა 19
ლევიტელთა 20
ლევიტელთა 21
ლევიტელთა 22
ლევიტელთა 23
ლევიტელთა 24
ლევიტელთა 25
ლევიტელთა 26
ლევიტელთა 27

« ლევიტელთა 22 [BIB - xx] »
22:1 და მერმე ეტყოდა ღმერთი მოსეს
22:2 და ჰრქუა: არქუ შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ეკრძალნედ სიწმიდეთა მათგან ძეთა ისრაჱლისათა, რათა არა შეიგინონ სახელი ჩემი წმიდაჲ, რაოდენ-რაჲ განწმიდონ მათ ჩემდა მომართ, მე ვარ უფალი.
22:3 არქუ მათ ნათესავთა შორის თქუენთა: ყოველი კაცი, რომელი მოვიდეს ყოვლისაგან ნათესავისა თქუენისა სიწმიდესა მას, რაოდენ-რაჲ განწმიდონ ძეთა ისრაჱლისათა, ღმრთისა და არაწმიდებაჲ იგი მის თანა იყოს, მოისპოს სული იგი ჩემგან, მე ვარ უფალი.
22:4 კაცი, რომელი იყოს ნათესავისა აჰრონის მღდელისა კეთროვან, ანუ თუ თესლმდინარე, სიწმიდისაგან არა ჭამოს ვიდრე განწმედამდე და რომელი შეეხოს ყოველსა არაწმიდებასა სულისასა ანუ კაცსა, რომლისაგან გამოჴდეს საწოლი თესლისაჲ,
22:5 ანუ რომელი შეეხოს ყოველსა ქუეწარმავალსა არაწმიდასა, რომელმან შეაგინოს იგი, გინა თუ კაცსა ზედა, რომელმან შეაგინოს იგი ყოვლისაებრ
22:6 არაწმიდებისა მისისა, კაცმან რომელმან შეახოს მას, არაწმიდა იყოს იგი ვიდრე მწუხრადმდე.
22:7 არა ჭამოს მან სიწმიდეთაგან, ვიდრე არა დაიბანოს გუამი მისი წყლითა და დაჰჴდეს მზე და წმიდა იყოს და მაშინღა ჭამოს სიწმიდეთაგანი,
22:8 რამეთუ პური მისი არს იგი, მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ჭამოს შეგინებად მისა მათგან. მე ვარ უფალი ღმერთი.
22:9 დაიმარხედ დასაცავნი ჩემნი, რათა არა მოიღონ ამისთჳს ცოდვაჲ და მოწყდენ მისთჳს, უკუეთუ შეაგინონ იგი. მე ვარ უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ.
22:10 და ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს წმიდაჲ იგი და შემყოფმან მღდელისამან და სასყიდლით დადგინებულმან არა ჭამოს სიწმიდისაგანი.
22:11 უკეთუ მღდელმან მან მოიგოს კაცი სასყიდლით ვეცხლითა, ამან ჭამოს პური მისი და შვილთა, მონათა მისთა, ამათცა ჭამონ პური მისი.
22:12 და ასული კაცისა მღდელისაჲ იყოს თუ ქმრისა უცხოთესლისა, პირველ ნაყოფი შესაწირავთაჲ არა ჭამოს.
22:13 და ასული კაცისა მღდელისაჲ უკუეთუ იყოს ქურივ და გამოაძონ და ნაშობი არა ესვას მას, მოიქცეს სახლსავე მამისა თჳსისასა, ვითარცა პირველ სიჭაბუკესა მას მისსა, პურსა მამისა მისისასა ჭამდეს იგი, ხოლო ყოველმან უცხოთესლმან არა ჭამოს მისგან.
22:14 და კაცმან რომელმან ჭამოს წმიდაჲ იგი უმეცრებით, დაურთოს ნახუთალი მისი მას ზედა, და მისცეს მღდელსა მას წმიდაჲ იგი.
22:15 და არა შეაგინოს სიწმიდე იგი ძეთა ისრაჱლისათა, რომელსა იგინი შეწირვენ უფლისა.
22:16 და არა მოავლინონ მათ ზედა უშჯულოებაჲ იგი შეცოდებისაჲ ჭამასა მას მათსა წმიდათაგან მათთა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, განვსწმედ მათ.
22:17 და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
22:18 ეტყოდე შენ აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველსა კრებულსა ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: კაცმან-კაცმან ძეთა ისრაჱლისათამან, ანუ ძეთაგანმან მწირთამან, რომელი მოსრულ იყოს მათა ისრაჱლსა შორის, რომელმან შეწიროს მსხუერპლი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა.
22:19 ანუ თუ მსგავსად ყოვლისავე გულსმოდგინებისა მათისა, რაოდენ-რაჲ შეწირონ ღმრთისა.
22:20 მრგულიად დასაწველად სათნოჲ თქუენი უბიწოჲ ვერძი ზროხათაგან და თხათაგან ყოველსა მას, რომელსა შინა იყოს ბიწი, ნუ შესწირვედ ღმრთისა, რამეთუ არა შევიწირო მათგან.
22:21 და კაცმან უკუეთუ შეწიროს ძღუენი მისი მსგავსად ყოვლისავე აღსაარებისა მათისა და ყოვლისავე ნებისა მათისა მსხუერპლი ცხორებისაჲ ღმრთისა, რომელი განაჩინა აღთქმით დღესასწაულთა მათ თქუენთა მროწ[ლე]თაგან, ანუ თუ არვისაგან, უბიწო იყოს, შეწიროს, ყოველიმცა ბიწი ნუ არს მის თანა,
22:22 ბრმაჲ, ანუ ყურკუეთილი, ანუ განტეხილი, ანუ ჭლაკითა ბრმაჲ, ანუ მღიერი, ანუ მეფხანოვანი, არა შეწირონ ესევითარი ღმრთისა და ნაყოფად არა მოსცეთ მათგან საკურთხეველსა ზედა ღმრთისასა.
22:23 და ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი ყურკუეთილი, ანუ თუ კუდმოკლე საკლველად ჰყო იგი თავისა შენისა, ხოლო აღნათქუემად შენდა არა შეიწიროს.
22:24 გამოტეხილი და შეჭყლემული და მოკუეთილი და აღმოტაცებული არა შესწირო იგი ღმრთისა.
22:25 და ქუეყანასა თქუენსა არა ჰყოთ, ჴელისაგან უცხოთესლთაჲსა არა შესწიროთ შესაწირავად ღმრთისა თქუენისა ამათ ყოველთაგანი, რამეთუ ხრწნილებაჲ არს მათ თანა და ბიწი არს მათ თანა, არა შეიწიროს ესე თქუენდა.
22:26 და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა:
22:27 ჴბოჲ, ანუ თუ ცხოვარი, ანუ თუ თხაჲ, რომელი იშვეს, იყოს იგი შჳდ დღე დედისა თანა, ხოლო მერვით დღითგან და წამართ შეიწიროს მსხუერპლად ნაყოფად უფლისა.
22:28 და ჴბოჲ და ცხოვარი და დედაჲ და შვილი მისი არა დაჰკლა დღესა ერთსა.
22:29 უკუეთუ შეწირვიდეს შესაწირავსა აღთქმისასა სიხარულისა თქუენისასა ღმრთისა შესაწირველად თქუენდა და დაკალთ იგი.
22:30 და მას დღესა შეიჭამენ, არა გაუტეოთ ჴორცისა მისგანი განთიადმდე.
22:31 მე ვარ უფალი და დაიმარხნეთ მცნებანი ჩემნი და ჰყოფდით მათ.
22:32 და არა შეაგინოთ სახელი წმიდაჲ და წმიდაჲ ვიყო მე შორის ძეთა ისრაჱლისათა. მე ვარ უფალი ღმერთი თქუენი.
22:33 რომელი განგწმედ თქუენ, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რათა ვიყო მე თქუენდა ღმერთად, მე - უფალი.

© 2010, გია შერვაშიძე