24:1 |
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: |
24:2 |
ამცენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ, მოგართუედ შენ ზეთი ზეთთაგან წმიდაჲ წნეხილი ნათლად ნათებად სანთლისა მის. |
24:3 |
გარეშე კრეთსაბმელსა მას კარვისა საწამებელისასა და ჰნათებდენ მას აჰრონ და ძენი მისნი მწუხრითგან განთიადმდე წინაშე ღმრთისა მოუკლებელად შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის თქუენსა. |
24:4 |
სასანთლესა ზედა ჰნათებდით წმიდასა სანთელსა წინაშე ღმრთისა განთიადმდე. |
24:5 |
და მოიღეთ სამინდოჲ და ჰქმნეთ იგი ათორმეტად პურად. მეორე ათეულისაგან იყოს პური იგი ერთი. |
24:6 |
და დააგნეთ იგინი ორად წინაშე დასაგებელად, ექუს-ექუსი პური დააგეთ ლანკლასა ზედა წმიდასა წინაშე უფლისა. |
24:7 |
და დასდვა მას ზედა დასადებელი გუნდრუკი წმიდაჲ და მარილი. და იყუნენ პურნი ესე მოსაჴსენებელად წინაშე დაგებულ ღმრთისა. |
24:8 |
დღესა შაბათსა დააგოდით წინაშე უფლისა მარადის ძეთაგან ისრაჱლისათა შჯულად საუკუნოდ. |
24:9 |
და იყოს იგი აჰრონისა და ძეთა მისთა და ჭამდენ მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ არს წმიდაჲ წმიდათაჲ ესე მათა შესაწირავთაგან ღმრთისათა შჯულად საუკუნედ. |
24:10 |
და გამოვიდა ძე დედაკაცისა ისრაჱლიტელისა. და ერთი ესე იყოს ძე დედაკაცისა ეგჳპტელისაჲ ძეთა შორის ისრაჱლისათა და ლალვიდეს ბანაკსა მას შინა დედაკაცისა მის მეგჳპტელისა და კაცი იგი ისრაჱლიტელი. |
24:11 |
და სახელ-სდვა ძემან მან მის დედაკაცისამან სახელსა და სწყევა. და მოიყვანეს მოსესა და სახელი დედისა მისისაჲ ალამით, ასული ზამბრესი, ტომისა მისგან დანისა. |
24:12 |
და შესუეს იგი საპყრობილესა, რათა განიკითხნენ იგინი ბრძანებითა ღმრთისათა. |
24:13 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
24:14 |
გამოიყვანე, რომელმან იგი სწყევა გარეშე ბანაკსა და დაასხნენ ყოველთა, რომელთა ესმა, ჴელნი მათნი თავსა ზედა მისსა და ქვაჲ დაჰკრიბენ მას ყოველმან კრებულმან. |
24:15 |
და ძეთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ მათ: კაცმან, რომელმან სწყეოს ღმერთსა, ცოდვაჲ მოიღო მან. |
24:16 |
რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, აგრეთვე სიკუდილით მოკუედინ, ქვითა განტჳნენ იგი |
24:17 |
ყოველმან კრებულმან, გინა თუ მწირმან, გინა თუ მკჳდრმან, |
24:18 |
რომელმან სახელ-სდვას სახელსა უფლისასა, ეგრეთვე მოკუედინ. |
24:19 |
და კაცმან უკუეთუ სცეს ყოველსავე კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ იგი და პირუტყუმან თუ ვისმანმე სცეს კაცსა და მოკუდეს, ზღოს სული სულისა წილ, უკუეთუ ვინმე დასდგას გერში მოყუასსა თჳსსა, ვითარცა-იგი მან უყო, ეგრევე უყავთ მას. |
24:20 |
განტეხაჲ განტეხისა წილ, თუალი თუალისა წილ, კბილი კბილისა წილ, და, რაჲცა გერში დასდვა კაცმან კაცსა, ეგრევე უყავთ მას. |
24:21 |
უკუეთუ ვინმე სცეს კაცსა და მოკუდეს, სიკუდილით მოკუედინ. |
24:22 |
სამართალი ერთი იყავნ მწირისაჲ მის და მსოფლელისაჲ და ეტყოდა მოსე ძეთა ისრაჱლისათა. |
24:23 |
და გამოიყვანეს კაცი იგი, რომელმან სწყევა გარეშე ბანაკსა და დაჰკრიბეს ქვაჲ ყოველმან კრებულმან და ძეთა ისრაჱლისათა, ეგრე ყვეს, ვითარცა უბრძანა უფალმან მოსეს. |