21:1 |
და ეტყოდა ღმერთი მოსეს და ჰრქუა: ეტყოდე შენ ძეთა აჰრონისთა და არქუ მათ: რათა სულთაგან არა შეიგინებოდიან შორის ნათესავთა მათთა, |
21:2 |
არამედ თჳსთა და მახლობელთა მათთა თანა, არამედ მამისა და დედისა შევიდედ. |
21:3 |
და ძეთა და ასულთა და ძმისა და დისა ქალწულისა, რომელი მახლობელ იყოს მისა და რომელი არა მიცემულ იყოს ქმარსა, ამათა შევიდედ. |
21:4 |
და არა შეიგინნენ მეყსეულად ერსა შორის თჳსსა შეგინებად მათა და შიშულად |
21:5 |
ნუ აღპარსვედ თმათა მკუდარსა ზედა და წვერსა ნუ დაიყჳნვედ ჴორცთა მათთაგან და ნუცა განიკუეთედ ჭრით. |
21:6 |
არამედ წმიდა იყუნედ ღმრთისა მათისსა და არა შეიგინონ სახელი ღმრთისა მათისაჲ, რამეთუ შესაწირავსა ღმრთისა მათისსა იგინი შესწირვენ და იყუნედ იგინი წმიდა. |
21:7 |
და დედაკაცსა მეძავსა და შეგინებულსა ნუ შეირთვედ და დედაკაცსა განტევებულსა ქმრისაგან თჳსისა ნუ მოიყვანებედ, რამეთუ წმიდა არიედ უფლისა ღმრთისა მათისა. |
21:8 |
და წმიდა-ჰყო იგი, რამეთუ მსხუერპლსა უფლისა ღმრთისა თქუენისასა იგი შესწირავს და წმიდა იყავნ, რამეთუ წმიდა ვარ მე უფალი ღმერთი, რომელი განვსწმედ მათ. |
21:9 |
და ასული თუ მღდელისაჲ შეიგინოს სიძვითა, სახელი მამისა თჳსისა შეაგინა, ცეცხლითა დაიწუნ. |
21:10 |
და მღდელმან დიდმან ძმათაგან მისთა რომელსა ზედა დაესხა თავსა მისსა ზეთი ცხებისაჲ და სრულ ქმნულ არს შემოსად სამოსელისა მის თავსა ვარშამაგი, აღძარცუენ, ხოლო სამოსელსა ნუ დაიპებნ. |
21:11 |
და ყოველსა ზედა სულსა აღსრულებულსა ნუ შევალნ ნუცა მამისა, ნუცა დედისა მისისა ზედა შეიგინებინ. |
21:12 |
და სიწმიდეთაგან ნუ გამოვალნ, რათა არა შეაგინოს სიწმიდე იგი ღმრთისა მისისაჲ, რამეთუ წმიდაჲ, იგი ზეთი ცხებულებისაჲ ღმრთისამიერი არს მის ზედა. მე ვარ უფალი ღმერთი. |
21:13 |
ხოლო ამან ქალწული ერისაგან თჳსისა მოიყვანოს, |
21:14 |
ქურივი და განტევებული და მეძავი ვერ მოიყვანოს, არამედ ქალწული ნათესავისაგან თჳსისა მოიყვანედ ცოლად. |
21:15 |
რათა არა შეიგინოს თესლი მისი ერსა შორის მისსა, რამეთუ მე ვარ უფალი ღმერთი, რომელმან განვწმიდე იგი. |
21:16 |
და ეტყოდა უფალი ღმერთი მოსეს და ჰრქუა: |
21:17 |
არქუ აჰრონს, კაცსა ნათესავისაგან შენისა: ტომთა შორის თქუენთა იყოს თუ ვისთანამე ბიწი, ნუ მოვალნ შეწირვად მსხუერპლისა ღმრთისა მისისა. |
21:18 |
ყოველი კაცი, რომლისა თანა იყოს ბიწი, ნუ მოვალნ კაცი ბრმაჲ და მკელობელი, გინა ცხჳრმოკლე, გინა ყურკუეთილი, |
21:19 |
გინა კაცი, რომელსა განტეხილ ედგას ჴელი, |
21:20 |
ანუ ფერჴი, ანუ ზურგტეხილი, ანუ თუ ნახევარჴმელი, ანუ თუალითა ლბილი, ანუ კაცსა, რომლისა თანა იყოს სიმღიერე ბოროტი, გინა მეფხანი, ანუ ერთკაკაჲ. |
21:21 |
და ყოვლისა თანა, რომლისა თანა იყოს ბიწი ნათესავსა აჰრონის მღდელისასა, ვერ მიეახლოს იგი შეწირვად მასხუერპლსა ღმრთისა შენისასა, რამეთუ ბიწი არს მის თანა, მსხუერპლსა ღმრთისა მისისასა ვერ მოუჴდეს შეწირვად წმიდასა წმიდათასა. |
21:22 |
ხოლო წმიდათაგანი შეწირულთა ჭამენ. |
21:23 |
გარნა კრეთსაბმელას ნუ მოვალნ, ნუცა საკურთხეველსა შევალნ, რამეთუ ბიწი არს მის თანა, და ვერ მივიდეს იგი შეგინებად მისა სიწმიდესა ღმრთისა მისისასა, რამეთუ მე ვარ უფალი, რომელი განვსწმედ მათ. |
21:24 |
და ეტყოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და ყოველთა მიმართ ძეთა ისრაჱლისათა ყოველთა მათ სიტყუათა. |