9:1 |
და იყო, დღესა მას მერვესა მოუწოდა მოსე აჰრონს და ძეთა მისთა და მოხუცებულთა ისრაჱლისათა. და ჰრქუა მოსე აჰრონს: |
9:2 |
მოიბ თავისა შენისა ჴბოჲ ზროხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი იგი ყოვლად დასაწველი უბიწოჲ და შეწირე იგი წინაშე ღმრთისა. |
9:3 |
და მოხუცებულთა ისრაჱლისათა ეტყოდე და არქუ: მოიბთ ვაცი ერთი თხათაგან ცოდვისათჳს და ვერძი და ჴბოჲ და ტარიგი წელიწდეული მსხუერპლად, ყოველივე უბიწოჲ. |
9:4 |
და ზვარაკი და ვერძი შესაწირავად ცხორებისა წინაშე ღმრთისა და სამინდოჲ შესუარული ზეთითა, რამეთუ უფალი გამოჩნდეს თქუენ შორის. |
9:5 |
და მოიღეს, ვითარცა-იგი ამცნო მოსე წინაშე კარავსა მას საწამებელისასა და ყოველივე იგი, მოვიდა კრებული და დადგეს წინაშე ღმრთისა. |
9:6 |
და ჰრქუა მათ მოსე: ესე იგი სიტყუაჲ არს, რომელ თქუა ღმერთმან, რაჲთა ჰყოთ და გამოჩნდეს თქუენ შორის დიდებაჲ ღმრთისა. |
9:7 |
და ჰრქუა მოსე აჰრონს: წარმოდეგ წინაშე საკურთხეველსა ღმრთისასა და შეწირე ცოდვისა შენისაჲ და მსხუერპლი შენი და ლხინება-ყავ თავისა შენისა და სახლისა შენისა, და შეწირე მსხუერპლი ერისა და ლხინება-ყავ მათთჳს, ვითარცა-იგი ბრძანა ღმერთმან. |
9:8 |
და წარდგა აჰრონ წინაშე საკურთხეველსა მას და დაკლა ჴბოჲ იგი ცოდვისაჲ. |
9:9 |
და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მას. და დააწო თითი მისი სისხლსა მას და სცხო რქათა მათ საკურთხეველისათა, და სისხლი იგი სხუაჲ დასთხია ხარისხსა თანა მის საკურთხეველისასა. |
9:10 |
და ცმელი, და თირკუმელნი და ძირი იგი ღჳძლისაჲ, რომელ არს ცოდათათჳს, შეწირა საკურთხეველსა ზედა, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს. |
9:11 |
და ჴორცი, და ტყავი და ფუშნიერი მისი დაწუეს გარეშე ბანაკსა მას. |
9:12 |
და დაკლა მრგულიად დასაწველი იგი და მოართუეს ძეთა აჰრონისთა მღდელთა სისხლი იგი მამასა მათსა და მოაბკურა გარემო საკურთხეველსა მას. |
9:13 |
და მრგულიად დასაწველი იგი მოართუეს მას ასოდ-ასოდ და თავი იგი მისი, და დააგო იგი საკურთხეველსა ზედა. |
9:14 |
და განრცხნეს ნაწლევი და ფერჴნი მისნი წყლითა და დააგო იგიცა აკურთხევვლსა ზედა ყოვლად დასაწველთასა. |
9:15 |
და მოიღეს შესაწირავი იგი ერისაჲ |
9:16 |
და მოჰგუარეს ვაცი იგი ცოდვისათჳს ერისა. და დაკლა, ვითარცა-იგი პირველი, და მოართუეს ყოვლად დასაწველი იგი |
9:17 |
და ყო იგი ეგრევე, ვითარცა ჯერ-არნ. და მოართუეს შესაწირავი და აღივსნეს ჴელნი მისგან და დააგო საკურთხეველსა მას ზედა თჳნიერ მსხუერპლისა მის განთიადისა. |
9:18 |
და დაკლა ჴბოჲ იგი და ვერძი შესაწირავისაჲ ცხორებისათჳს ერისა. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მათი მამასა მათსა. |
9:19 |
და ცმელი იგი ჴბოჲსა მისგან და ვერძისა მისგან, მუცელი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი ნაწლევთაჲ და ორნი თირკუმელნი, და ცმელი იგი მათ ზედა და ძირი იგი ღჳძლისაჲ. |
9:20 |
და დასდვა ცმელი იგი მკერდსა მას ზედა და შეწირა ცმელები ესე საკურთხეველსა ზედა. |
9:21 |
და მკერდი იგი და მჴარი მარჯუენე მოჰჴადა აჰრონ აღსაღებელად წინაშე ღმრთისა, ვითარცა-იგი უბრძანა ღმერთმან მოსეს. |
9:22 |
და აღიპყრნა აჰრონ ჴელნი თჳსნი ერსა მას ზედა და აკურთხნა იგინი და გარდამოჴდა შემდგომად შეწირვისა მის მსხუერპლისა და რომელი-იგი ცოდვათათჳს არნ, და რომელი-იგი ცხორებისათჳს არიან. |
9:23 |
და შევიდეს მოსე და აჰრონ კარავსა მას საწამებელისასა, და ვითარცა მიერ გამოვიდეს, აკურთხეს ერი იგი და გამოჩნდა დიდებაჲ ღმრთისა ყოველსა მას ერსა. |
9:24 |
და გამოჰჴდა ცეცხლი ღმრთისა მიერ და შეჭამა ყოველივე, რაჲცა იყო საკურთხეველსა მას ზედა, ყოვლად დასაწველი იგი და ცმელები. და იხილა ყოველმან ერმან და განუკჳრდა და დაეცნეს პირსა თჳსსა ზედა და თაყუანი-სცეს. |