27:1 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
27:2 |
ეტყოდე ძეთა ისრაჱლისათა და არქუ მათ: რომელმან ილოცოს ლოცვაჲ მიცემად სასყიდელი სულისა თჳსისაჲ ღმერთსა, |
27:3 |
და იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ოცით წლითგან ვიდრე სამეოც წლადმდე, იყოს სასყიდელი მისი ერგასისი სატირი ვეცხლისაჲ სასწორითა წმიდითა |
27:4 |
ხოლო ქალისაჲ იყოს თანა სასყიდელი ოცდაათი სატირი. |
27:5 |
უკეთუ ხუთისა წლისაჲთგან ვიდრე ოცად წლადმდე იყოს, სასყიდელი წულისაჲ - ოცი სატირი. |
27:6 |
ხოლო ქალისაჲ - ათი სატირი. და თთჳთ ერთითგან ვიდრე ხუთად წლადმდე იყოს სასყიდელი იგი წულისაჲ ხუთი სატირი ვეცხლისაჲ, |
27:7 |
ხოლო ქალისაჲ - სამი სატირი ვეცხლისაჲ. უკეთუ სამეოცისა წლისა უზეშთაეს იყოს, წულისაჲ მის იყოს ათხუთმეტ სატირი ვეცხლისაჲ. |
27:8 |
უკუეთუ ქალი იყოს - ათ სატირ. უკუეთუ უპოვარ იყოს სასყიდლისა, დადგეს წინაშე მღდელისა მის და დასდვას მღდელმან მან სასყიდელი, რაოდენცა შემძლებელ იყოს ჴელი მისი, რომელმან-იგი აღუთქვა, ეგრეცა დასდვას სასყიდელი მღდელმან მან. |
27:9 |
უკუეთუ საცხოვართაგანსა რომელსა შესწირვიდენ მსხუერპლად ღმრთისა, რომელმან შეწიროს ამათგანი უფლისა, იყოს იგი წმიდაჲ. |
27:10 |
არა განსცვალო კეთილი ხენეშად, უკუეთუ განცვალებით განსცვალო იგი საცხოვარი საცხოვრად და ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ. |
27:11 |
უკეთუ ყოველივე პირუტყჳ არაწმიდაჲ იყოს, რომელთაგანი არა შეიწირვის მსხუერპლად ღმრთისა, დაადგინოს საცხოვარი იგი წინაშე მღდელისა მის |
27:12 |
და დასდვას სასყიდელი მღდელმან მან შორის კეთილსა და შორის ხენეშსა მას, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა ეგენ. |
27:13 |
უკუეთუ ჴსნით იჴსნეს იგი, შესძინენ მეხუთე იგი სასყიდელსა მისსა. და უკუეთუ კაცმან განწმიდოს სახლი თჳსი წმიდად უფლისა, დასდვას სასყიდელი შორის ხენეშსა, რაჲცა-იგი დასდვას მღდელმან მან, იგიცა დაემტკიცენ. |
27:14 |
უკუეთუ შემდგომად განწმედისა მის იჴსნიდეს სახლსა მას თჳსსა, შესძინოს ნახუთალი ვეცხლისა სასყიდელსა მისსა და იყოს მისა სახლი იგი. |
27:15 |
უკუეთუ ყანაჲ სამკჳდრებელისა მისისაჲ წმიდა-ყოს კაცმან ღმრთისა |
27:16 |
და იყოს სასყიდელი მისი მსგავსად სათესავისა მისისა ოცდაათისა გრივისა ქრთილისაჲ ერგასისი სატირი ვეცხლი. |
27:17 |
უკუეთუ წელიწადსა მას მიტევებისა წმიდა-ყოს ყანაჲ თჳსი, მსგავსად სასყიდელისა მის დაემტკიცოს. |
27:18 |
უკუეთუ შემდგომად მიტევებისა მის წმიდა ყოს ყანაჲ თჳსი, ეგრეცა შეურაცხ-ყოს მღდელმან ვეცხლი მისი წელთა მათ დაკლებულთა ვიდრე მუნ წლადმდე მიტევებისა დააკლოს სასყიდელსა მას მისსა. |
27:19 |
უკუეთუ იჴსნიდეს ყანასა მას თჳსსა, შემდგომად განწმედისა მისისა შესძინოს მეხუთე იგი ვეცხლისაჲ სასყიდელსა მისსა, და იყოს იგი მისავე. |
27:20 |
უკუეთუ არა იჴსნეს ყანაჲ თჳსი და მისცეს იგი კაცსა სხუასა, არღარა იჴსნეს იგი. |
27:21 |
არამედ იყოს ყანაჲ იგი გამოსრულ მიტევებასა მას წმიდა, იყოს საქებელ ღმრთისა, ვითარცა-იგი ქუეყანაჲ განჩემებული, მღდელისა იყოს იგი სამკჳდრებელ. |
27:22 |
უკუეთუ ყანაჲ იგი, სადა მოუგიეს, რომელ არა არს სამკჳდრებელისაგან მისისა და იგი წმიდა-ყოს ღმრთისა. |
27:23 |
შეურაცხოს მას მღდელმან მან სასყიდელისაგან მისისა ვიდრე წელიწადადმდე მიტევებისა მის და მისცეს სასყიდელი იგი მისი მას დღესა, წმიდა-ყოს ღმრთისა. |
27:24 |
და წელიწადსა მას მიტევებისასა კუალად მოეგოს ყანაჲ იგი კაცსა მას, რომლისაგან მოიყიდა, რომლისაჲცა იყო ქუეყანაჲ იგი სამკჳდრებელად. |
27:25 |
და ყოველივე სასყიდელი იყოს სასწორთა წმიდათა, ოცი დანგი იყოს სატირი იგი. |
27:26 |
და ყოველივე პირმშოჲ საცხოვართა შორის, რომელი იყო ღმრთისა, ნუ ვინ შესცვალებნ გინა თუ ჴბოჲ, გინა თუ ცხოვარი უფლისად იყოს. |
27:27 |
უკუეთუ ოთხფერჴთაგანი არაწმიდათაჲ შესცვალო, შემსგავსებულად სასყიდელისა მისისა შესძინოს ნახუთალი მისი მას ზედა. და იყოს იგი მისავე, უკუეთუ არა იჴსნეს, განიყიდოს მსგავსად სასყიდელისა მისისა. |
27:28 |
და ყოველივე აღნათქუემი, რომელი აღუთქვას კაცმან ღმერთსა ყოველთა მათგან, რაოდენი-რაჲ არს მისი კაცითგან მიპირუტყუადმდე და ქუეყანითგან სამკჳდრებელისა მისისაჲთ, არა განყიდოს, არცა იჴსნეს იგი, ყოველივე შენაჩუენები წმიდაჲ წმიდათა იყოს უფლისა. |
27:29 |
და ყოველივე, რომელი შეიწიროს კაცთაგან, არა იჴსნეს ჴსნით, არამედ სამკჳდრებელით მოკუდეს. |
27:30 |
ყოველივე ათეული თესლისაგან ქუეყანისა ნაყოფითგან ხისაჲთ წმიდა იყოს უფლისა ღმრთისა. |
27:31 |
უკუეთუ ჴსნით იჴსნეს კაცმან ათეული თჳსი, მეხუთე იგი შესძინოს მას ზედა, და იყოს იგი მისა. |
27:32 |
ყოველივე ათეული ზროხათა და ცხოვართაჲ და ყოველივე, რაოდენი განვიდეს რიცხუსა მას კუერთხსა ქუეშე, ათეული იგი იყოს წმიდაჲ უფლისა. |
27:33 |
არა შესცვალო კეთილი ბოროტად, არცა ბოროტი კეთილად. უკუეთუ შეცვალებით შესცვალო იგი, ნაცვალიცა იგი მისი იყოს წმიდაჲ, არღარა იჴსნეს. |
27:34 |
ესე არიან მცნებანი, რომელნი ამცნო ღმერთმან მოსეს ძეთა მიმართ ისრაჱლისათა მთასა ზედა სინასა. |