7:1 |
და ესე არს შჯული ვერძისაჲ მის, რომელი იყოს ცოდვისათჳს: რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს. |
7:2 |
ადგილსა მას, სადაცა დაკლიან ყოვლად დასაწველები იგი და დაკლან ვერძი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა და სისხლი მისი მოაპკურონ ხარისხსა თანა საკურთხეველისასა. |
7:3 |
და ცმელი მისი მოიღოს მისგან მუცლისა და ყოველივე ცმელი, გარდაბურვილი შინაგან, და ყოველივე ცმელი, რომელ არს ნაწლევთაჲ. |
7:4 |
და ორნი იგი თირკუმელნი და ცმელი იგი მათ ზედა, რომელ არს ბარკალთაჲ, და ღჳძლის ყური იგი თირკუმლითურთ მოჰჴადოს. |
7:5 |
და შეწიროს მღდელმან მან საკურთხეველსა ზედა ნაყოფად სულად სულნელად ღმრთისა, რამეთუ ცოდვისაჲ არს. |
7:6 |
ყოველივე წული მღდელთაგანი ჭამდეს მას, ადგილსა წმიდასა ჭამდენ მას, რამეთუ წმიდაჲ წმიდათა არს. |
7:7 |
ვითარცა-იგი ცოდვისაჲ, ეგრეცა ბრალისაჲ შჯული ერთისა მათგანისა: მღდელისა, რომელმან ყოს ლხინებაჲ, მისა იყავნ იგი. |
7:8 |
მღდელი იგი, რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა მას კაცისასა, ტყავი იგი ყოვლად დასაწველისაჲ მის, რომელი მან შეწიროს, მისაცა იყოს. |
7:9 |
და ყოველივე შესაწირავი, რომელი იქმნეს თორნესა და ყოველივე, რომელი იქმნეს ლანძუსა, გინა ტაპაკსა, მღდელისა მის შემწირველისა იყოს იგი. |
7:10 |
და ყოველივე შესაწირავი ქმნილი ზეთითა, გინა უქმნელი ზეთითა, ყოველთავე კაცად-კაცადისა სწორად. |
7:11 |
ესე არს შჯული შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელი შეწიროს ღმრთისა. |
7:12 |
უკუეთუ ქებისათჳს შესწირვიდე მას და შეწიროს მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა პურნი სამინდოჲსაგან შესუარული ზეთითა და ლელანგოჲ უცომოჲ, ცხებული ზეთითა, და სამიდოჲ აღდგინებული ზეთითა, |
7:13 |
პურთა თანა ცომოვანთა შეწიროს შესაწირავი იგი მისი მსხუერპლსა მას ზედა ქებისასა. და მოართუას მისგანი თითოჲ ყოვლისა ამისგან შესაწირავისა მისისა ნაყოფად პირველად უფალსა ღმერთსა. |
7:14 |
მღდელმან მან, რომელმან აპკუროს სისხლი იგი ცხორებისაჲ, მისა იყოს იგი და მსხუერპლი იგი და ჴორცი ქებისა ცხორებისა მისავე იყოს |
7:15 |
და რომელსა დღესა შეწიროს იგი, შეჭამოს, არა დაუტეონ იგი განთიადმდე. |
7:16 |
და უკუეთუ აღთქმით, გინათუ ნეფსით შეწიროს მსხუერპლი მისი, რომელსაცა დღესა შეწიროს მსხუერპლი იგი მისი, შეჭამონ ხვალისაგანცა. |
7:17 |
შესაწირავისაჲ, რომელი დაშთეს მესამედ დღედმდე, ცეცხლითა დაიწუეს. |
7:18 |
უკუეთუ ჭამით ჭამოს დღესა მას მესამესა ჴორცისა მისგანი, არა შეიწირა იგი, რამეთუ შეგინება არს, ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს მისგანი, ცოდვაჲ მოიღოს თავისა თჳსისა. |
7:19 |
და ჴორცსა, რომელმან შეახოს ყოვლისა არაწმიდებისასა, არა იჭამოს, ცეცხლითა დაიწონ! ყოველი არაწმიდაჲ ჭამდეს ჴორცსა. |
7:20 |
ხოლო კაცმან, რომელმან ჭამოს ჴორცისაგან შესაწირავისა ცხორებისაჲ, რომელ არს ღმრთისა, არაწმიდებაჲ მისი მის ზედაცა იყოს, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა. |
7:21 |
და კაცი, რომელი შეეხოს საქმესა არაწმიდასა, არაწმიდებითგან კაცისაჲთ, გინა თუ ოთხფერჴთა არაწმიდათა, გინა საძაგელსა, ყოველსა არაწმიდასა და ჭამოს შესაწირავისაგან მის ჴორცისა ცხოვრებისა, რომელ არს უფლისა, წარწყმდეს კაცი იგი ერისაგან თჳსისა. |
7:22 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
7:23 |
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: ყოველივე ცმელი ზროხათაჲ და ცხოვართაჲ და თხათაჲ არა ჰჭამოთ! |
7:24 |
და ცმელი მკუდრისაჲ და ნამჴეცავისაჲ არა ემსახუროს ყოველსა საქმესა, ჭამით არა იჭამოს. |
7:25 |
ყოველმან რომელმან ჭამოს ცმელისა ცხოვართაგან, რომელთა შესწირვიდეთ მსხუერპლად ღმრთისა, წარწყმდეს კაცი იგი, რომელმან ჭამოს ერისაგან თჳსისა. |
7:26 |
ყოველი ესე სისხლი არა ჰჭამოთ ყოველსავე სამკჳდრებელსა თქუენსა მფრინველისაჲთგან ვიდრე საცხოვართამდე. |
7:27 |
ყოველმან კაცმან, რომელმან ჭამოს სისხლი, წარწყმდეს სული იგი ერისაგან თჳსისა. |
7:28 |
და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა: |
7:29 |
ეტყოდე შენ ძეთა ისრაჱლისათა და არქუ: რომელი შესწირვიდეს მსხუერპლსა ცხორებისასა ღმრთისა, მოართუის შესაწირავი იგი მისი ღმერთსა მსხუერპლისაგან ცხორებისა. |
7:30 |
ჴელითა თჳსითა მოართუას ნაყოფი იგი მისი ღმერთსა: ესე არს, ცმელი მკრდისაჲ და ღჳძლის ყური. მოართვას იგი, რათა დადვას დასადებელად წინაშე ღმრთისა. |
7:31 |
და შეწიროს მღდელმან ცმელი იგი საკურთხეველსა ზედა და მკერდი იგი იყოს აჰრონისა და ძეთა მისთა. |
7:32 |
და მჴარი იგი მარჯუენე მისცეთ შესაწირავისათჳს მღდელსა მას შესაწირავთაგან ცხორებისა თქუენისათა. |
7:33 |
რომელი შესწირვიდეს სისხლსა მას ცხორებისასა და ცმელსა, ძეთაგანი აჰრონისთაჲ, მისა იყოს მჴარი იგი მარჯუენე ნაწილად. |
7:34 |
რამეთუ მკერდი იგი დაგებისაჲ და მჴარი იგი შესაწირავისაჲ მოვიღე ძეთაგან ისრაჱლისათა მსხუერპლთაგან ცხორებისა თქუენისათა და მივეც იგი აჰრონს და ძეთა მისთა შჯულად საუკუნედ ძეთაგან ისრაჱლისათა. |
7:35 |
ესე არს ცხებაჲ აჰრონისი და ცხებაჲ ძეთა მისთაჲ შესაწირავთაგან ღმრთისათა დღესა მას, რომელსა მოიყვანნა იგინი მღდელობად ღმრთისა, ვითარცა-იგი ამცნო ღმერთმან მიცემად მათა |
7:36 |
დღესა მას, რომელსა ეცხო მათ ძეთაგან ისრაჱლისათა, შჯულად საუკუნედ ნათესავსა შორის მათსა. |
7:37 |
ესე არს შჯული ყოვლად დასაწუელთაჲ მათ და შესაწირავთაჲ და რომელ ცოდვათათჳს არნ და ბრალისათჳს და სრულებისათჳს და მსხუერპლთათჳს ცხორებისა. |
7:38 |
ვითარცა ამცნო ღმერთმან მოსეს მთასა სინასა დღესა მას, რომელსა უბრძანა ძეთა ისრაჱლისათა შეწირვად მათა მსხუერპლები მათი წინაშე ღმრთისა უდაბნოსა მას სინაჲსასა. |