
| 10:1 | ესე შობანი ძეთა ნოესთანი: სემ, ქამ და იაფეთ. და იყვნეს მათდა ძენი შემდგომად წყლით რღუნისა. |
| 10:2 | ძენი იაფეთისანი ღამერ, და მაგოგ, და მადიმ, და ავან და ელიოსან, და თობელ და მოსოქ და თირას. |
| 10:3 | და ძენი ღამერისანი: ასქანაზ და რიფათ და თორღამა. |
| 10:4 | და ძენი ავანისნი: ელისა და თარშის კიტელნი. |
| 10:5 | როდელნი, ამათგან განიყვნეს ჭალაკნი წარმართთანი ქუეყანასა მათსა, თჳთეულნი ენად-ენად ტომთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა. |
| 10:6 | ხოლო ძენი ქამისნი: ხუს, და მესარაიმ, ფუდ და ქანან. |
| 10:7 | ხოლო ძენი ხუსისნი: სავა, და ლვილატ, და სავათა, და რეღმაჲ და სავაკათა, ხოლო ძენი რეღმასნი: სავან და დათან. |
| 10:8 | ხოლო ხუს შვა ნებაროთ. ამან იწყო გმირ-ყოფად ქვეყანასა ზედა. |
| 10:9 | ესე იყო გმირი მონადირე წინაშე უფლისა ღმრთისა. |
| 10:10 | და იქმნა დასაბამ მეფობისა მისისა ბაბილონი, ორექი, აქადი და ტალანი ქუეყანასა სენარისსა. |
| 10:11 | ქუეყანისა მისგან გამოვიდა ასურ და აღაშენა ნინევი, და ქალაქი რომოთი, და ხალანი. |
| 10:12 | და დასე, საშუალ ნინევისა და საშუალ ხალანისა, ესე ქალაქი დიდი. |
| 10:13 | და მესარიმ შვნა ლუდიიმელნი, და ემატიიმელნი, და ლავიიმელნი, და ნეფთალიმილნი. |
| 10:14 | და პატროსონიმელნი და ხასლორიმელნი, ვინა გამოვიდა მიერ ფილისტიმ და კაფთორიიმელნი. |
| 10:15 | ხოლო ქანან შვა სიდონ პირმშოდ და ქეტელი. |
| 10:16 | და იებოსლელი, და ამორეველი, და გერგესეველი. |
| 10:17 | და ეველი, და არუკეველი, და ასენეველნი. |
| 10:18 | და არადელნი, და სამარეელნი, და ამათეფელნი და ამაათი, შედგომად მათსა განეთესნეს, ტომნი ქანანელთანი. |
| 10:19 | და იქმნნეს საზღვარნი ქანენელთანი სიდონისაგან და ვიდრე შესლვადმდე გერარად და ღაზად, და ვიდრე შესლვადმდე სოდომად და გომორად. |
| 10:20 | ადად და სებვომად - ესე ძენი ქამისნი ტომთა შინა მათთა და ენათა მათთა და სოფელთა მათთა. |
| 10:21 | და სემისსა იშუნეს მის-და-ცა მამისა ყოველთა ძეთა ებერისთასა, ძმისა იაფეთისა, ძმისა უხუცესისა. |
| 10:22 | ძენი სემისნი: ალიმ, და ასსურ, და არფაქსად, და ლუდდა, არამ და კაინან. |
| 10:23 | და ძენი არამისნი: ოს, და იულ, და ღათერ და მოსოხ. |
| 10:24 | და არფაქსად შვა სალაჲ. და სალა შვა ებერ. |
| 10:25 | და ებერისსა იშვნეს ორნი ძენი: სახელი ერთისა მის ფალეკ, რამეთუ დღეთა მისთა განინაწილა ქუეყანა და სახელი ძმისა მისისა იეკტან. |
| 10:26 | ხოლო იეკტან შვა ელმოდად, და სალეფ, და ასარმოთ, და იერარ. |
| 10:27 | და დორრა, და ღაზილ, და დეკლაჲ. |
| 10:28 | და გებარ, და აბიმეილ, და სავარ. |
| 10:29 | და უფირ, და ევილატ, და იობაბ ესე ყოველნი - ძენი იეკტანისნი. |
| 10:30 | და იქმნა დამკჳდრებაჲ მათი მასისითგან ვიდრე მოსულადმდე სოფირად, მთად აღმოსავლისად. |
| 10:31 | ესე ძენი სემისნი - ტომთა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა და ნათესავთა შინა მათთა. |
| 10:32 | ესე ტომნი ძეთა ნოესთანი ნათესაობათაებრ მათთა თესლისაებრ მათისა. ამათგან განეთესნეს ჭალაკნი ნათესავთანი ქუეყანასა ზედა შემდგომად წყლით რღუნისა. |