
| 7:1 | და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: შევედ შენ და ყოველი სახლი შენი კიდობნად, რამეთუ შენ გიხილე მართლად წინაშე ჩემსა ნათესავსა ამას შინა. |
| 7:2 | ხოლო ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა შეიყუანე შენ თანა შვიდ-შვიდი მამალი და დედალი ხოლო საცხოვართაგან არაწმიდათა ორ-ორი მამალი და დედალი. |
| 7:3 | და მფრინველთაგან ცისათა წმიდათაგან შვიდ-შვიდი მამალი და დედალი და მფრინველთაგან არაწმიდათ ორ-ორი მამალი და დედალი დამარხვად თესლი ყოველსა ქუეყანასა ზედა. |
| 7:4 | რამეთუ მერმე-ღა შჳდნი დღენი მოვჰჴადო მე წვიმაჲ ქუეყანასა ზედა ორმეოცთა დღეთა და ორმეოცთა ღამეთა. და აღვჰჴოცო ყოველი აღმდგომი, რომელი შევქმენ პირისაგან ყოვლისა ქუეყანისა. |
| 7:5 | და ქმნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო უფალმან ღმერთმან. |
| 7:6 | ხოლო ნოე იყო ექუსასთა წელთა. და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა. |
| 7:7 | და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა. |
| 7:8 | და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა. |
| 7:9 | ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან. |
| 7:10 | და იყო შემდგომად შვიდთა დღეთასა, და წყალი რღუნისა იქმნა ქუეყანასა ზედა. |
| 7:11 | მეექუსასესა წელსა ცხორებასა ნოესსა, მეორესა თთუესა, ოცდამეშჳდესა თთჳსასა, ამას დღესა შინა გამოეცნეს წყარონი უფსკრულისანი და საქანელნი ცისანი განეხუნეს. |
| 7:12 | და იქმნა წჳმა ქუეყანასა ზედა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე. |
| 7:13 | ამას დღესა შევიდა ნოე, სემ, ქამ და იაფეთ, ძენი ნოესნი, და ცოლი ნოესი, და სამნი ცოლნი ძეთა მისთანი მის თანა კიდობნად. |
| 7:14 | და ყოველნი მჴეცნი ქუეყანისანი ნათესაობით, და ყოველნი ქუეწარმავალნი ნათესაობით, და ყოველნი საცხოვარნი ნათესაობით, და ყოველნი მფრინველნი ნათესაობით მისით, ყოველი მფრინვალე, ყოველი ფრთოსანი. |
| 7:15 | და შევიდა კიდობნად ნოეს თანა ორ-ორი ყოვლისაგან ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისაჲ. |
| 7:16 | და შემავალი მამალი და დედალი ყოვლისაგან ჴორცისა შევიდა, ვითარცა ამცნო ღმერთმან ნოეს. |
| 7:17 | და დაჴშა უფალმან ღმერთმან გარეგნით მისსა კიდობანი, და იქმნა რღუნა ორმეოც დღე და ორმეოც ღამე ქუეყანასა ზედა, და განმრავლდა წყალი და აღიღო კიდობანი და აღმაღლდა ზედა ქუეყანისა. |
| 7:18 | და დაიპყრო წყალმან და განმრავლდებოდა ფრიად ქუეყანასა ზედა. და ზე მოაქუნდა კიდობანი ზედა კერძო წყლისა. |
| 7:19 | ხოლო წყალი განძლიერდა ფრიად-ფრიად ქუეყანასა ზედა და დაფარნა ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა. |
| 7:20 | ათხუთმეტ წყრთა ზედა კერძო ამაღლდა წყალი და დაფარნა ყოველნი მთანი. |
| 7:21 | და მოკუდა ყოველი ჴორცი მოკუდავი ქუეყანასა ზედა და ყოველი კაცი. |
| 7:22 | და ყოველი, რაოდენსა აქუნდა სული სიცოცხლისაჲ, და ყოველი, რაოდენი იყო ჴმელსა ზედა, მოკუდა. |
| 7:23 | და აღჴოცა ყოველი აღმდგომი,რომელი იყო პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, დაშთა მხოლოდ ნოე და მისთანანი,რომელნი იყუნეს კიდობანსა შინა. |
| 7:24 | და ამაღლდა წყალი ქუეყანასა ზედა ასერგასის დღე. |