
| 33:1 | აღიხილნა თუალნი თჳსნი იაკობ და იხილა, აჰა, ესავ, ძმაჲ მისი, მომავალი და ოთხასი კაცი მის თანა. |
| 33:2 | და განუყვნა ყრმანი იგი ლიას და რაქელს და ორთა მათ მჴევალთა. და დაადგინა ორნი იგი მჴევალნი პირველად, და ლია და ყრმანი მისნი შემდგომად, და რაქელ და იოსებ უკანაჲსკნელ. |
| 33:3 | და იაკობ წარუძღუა წინაშე მათსა და თაყუანის-სცა მას ქუეყანასა ზედა შვიდგზის ვიდრე მიახლებადმდე ძმისა თჳსისა. |
| 33:4 | და მირბიოდა ესავ შემთხუევად მისა და მოეხჳა და ამბორს-უყო და დასდვა პირი მისი ზედა ქედსა იაკობისასა; და ტიროდეს ორნივე. |
| 33:5 | და მიხედა და იხილნა ცოლნი მისნი და ყრმანი და ჰრქუა: რაჲ გეყვიან ესენი? და მან ჰრქუა: ყრმანი ესე, რომელ მე შემიწყალა ღმერთმან, მონაჲ შენი. |
| 33:6 | და მოეახლნეს მჴევალნი იგი და ყრმანი მათნი და თაყუანის-სცეს. |
| 33:7 | და მოეახლა ლია და შვილი მისნი და თაყუანის-სცეს, და ამისა შემდგომად მოეახლნეს რაქელ და იოსებ და თაყუანის-სცეს. |
| 33:8 | მიუგო და ჰრქუა ესავ: შენი არსა ყოველნი ესე ბანაკები, რომელ შემემთხჳა? და მან მიუგო მას: რათა პოვოს მადლი მონამან შენმან წინაშე შენსა. |
| 33:9 | ჰრქუა მას ესავ: არს ჩემი ფრიად, ძმაო, გეყავნ შენ შენივე. |
| 33:10 | ხოლო იაკობ თქუა: უკუეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, მიიღე ძღუენი ჴელთაგან ჩემთა ამისთჳს, რამეთუ ვიხილე პირი შენი, ვითარცა ვინ იხილის პირი ღმრთისა, ჯერ-მიჩინე. |
| 33:11 | და მიიღე კურთხეული ესე, რომელ მოგართუ შენ, რამეთუ შემიწყალა მე ღმერთმან და არს ჩემი ფრიად. და აიძულა მას და მიიღო. |
| 33:12 | ჰრქუა მას ესავ: აღვდგეთ და წარვიდეთ მართლ. |
| 33:13 | ჰრქუა მას მან: უფალმან ჩემმან იცის, რამეთუ ყრმანი ჩემნი ჩჩჳლ არიან და ზროხა და ცხოვარი ჩემნი შობენ ოდენ. უკუეთუ წარვიქცინე იგინი დღე ერთ, გინა თუ ორ დღე, მოსწყდეს ყოველნი საცხოვარნი ჩემნი. |
| 33:14 | წარვედინ უფალი ჩემი წინაშე მონისა თჳსისა და მე შეუძლო გზასა ზედა მოცალედ სლვით წინაშე ჩემსა და შემდგომად ყრმათა მისლვადმდე ჩემდა უფლისა ჩემისა სეირად. |
| 33:15 | ჰრქუა მას ესავ დაუტეო ერისა ამისგან შენ თანა, რომელი არს ჩემ თანა. ხოლო მან ჰრქუა: რაჲსათჳს? ესე კმა არს, რამეთუ ვპოვე მადლი წინაშე შენსა, უფალო. |
| 33:16 | და მიაქცია ესავ მას დღესა შინა გზასა თჳსსა სეირად. |
| 33:17 | და იაკობ წარმოვიდა კარვობად და იქმნა მუნ სახლი და საცხოვარსა თჳსსა უქმნა საყოფელი. ამისთჳს უწოდა სახელი ადგილისა მის "კარვებ". |
| 33:18 | და მოვიდა იაკობ სალემ ქალაქად სიკიმიელთა, რომელ არს ქუეყანასა ქანანისასა, ოდეს-იგი მოვიდოდა შუა მდინარით ასურეთისათ, და დაიბანაკა წინაშე პირისპირ ქალაქსა მას. |
| 33:19 | და მოიგო ნაწილი იგი ველისაჲ, სადა-იგი აღდგა კარავი თჳსი, ემორისგან, მამისა სჳქემისა, ასის ტარიგისა. |
| 33:20 | და აღმართა მუნ საკურთხეველი და ხადა სახელსა ღმრთისა ისრაჱლისასა. |