4:1 |
ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ. |
4:2 |
და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა. |
4:3 |
და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. |
4:4 |
და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. |
4:5 |
ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მიიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი. |
4:6 |
და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე. |
4:7 |
ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი ღა შენ ჰმთავრობდი მას. |
4:8 |
და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი. |
4:9 |
და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე? |
4:10 |
და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით. |
4:11 |
და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა. |
4:12 |
რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა. |
4:13 |
და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა. |
4:14 |
და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე. |
4:15 |
და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა. |
4:16 |
და გამოვიდა კაინ პირისაგან ღმრთისა და დაემკჳდრა ქუეყანასა ნაიდს წინაშე ედემისა. |
4:17 |
და იცნა კაინ ცოლი თჳსი. და მუცლად-მღებელმან შვა ენოს. და აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელად ძისა თჳსისა ენოს. |
4:18 |
ხოლო შვა ენოს ღაიდად. და ღაიდად შვა მალელელ და მალელელ შვა მათუსალა. და მათუსალა შვა ლამექ. |
4:19 |
და მოიყვანა ლამექ თავისა თჳსისა ორ ცოლ. სახელი ერთისა - ადა და სახელი მეორისა - სელა. |
4:20 |
და შვა ადა იობელ. ესე იყო მამაჲ მკჳდრთა კარვებისათა, საცხოვართმზრდელთა. |
4:21 |
და სახელი ძმისა მისისა იობალ. ესე იყო გამომაჩინებელ საფსალმონისა და ებნისა. |
4:22 |
ხოლო სელა შვა. მან-ცა თობალ და იყო კუერით ხუროჲ, მჭედელი რვალისა და რკინისა, ხოლო დაჲ თობელისი - ნოემა. |
4:23 |
და ჰრქუა ლამექ ცოლთა თჳსთა: ადა და სელა, ისმინეთ ჴმისა ჩემისა, ცოლთა ლამექისათა, ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, რამეთუ მამაკაცი მოვკალ წყლულებად ჩემდა და ჭაბუკი საგუემელად ჩემდა. |
4:24 |
რამეთუ შჳდგზის შური ძლებულ არს კაინისაგან, ხოლო ლამექისაგან სამეოცდაათ შვიდგზის. |
4:25 |
ხოლო ადამ იცნა ცოლი თჳსი ევა. და მიდგომილმან შვა ძე და უწოდა სახელი მისი სით მეტყუელმან: რამეთუ აღმიდგინა მე ღმერთმან თესლი სხუაჲ ნაცულად აბელისსა, რომელი მოკლა კაინ. |
4:26 |
და სით შვა ძე და უწოდა სახელი მისი ენოს. ესე ესვიდა ხადად სახელსა უფლისა ღმრთისასა. |