
| 49:1 | და მოუწოდა იაკობ ძეთა თჳსთა და ჰრქუა: შემოკერბით და გითხრა თქუენ, რაჲ-იგი შეგემთხჳოს თქუენ უკუანაჲსკნელთა დღეთა. |
| 49:2 | შემოკერბით და ისმინეთ ძეთა იაკობისთა, ისმინეთ ისრაჱლისი, მამისა თქუენისა. |
| 49:3 | რუბენ, პირმშოჲ ჩემი, ძალი ჩემი და დასაბამი შჳლთა ჩემთაჲ, ფიცხელად სჩნდი და ფიცხელად და თავჴედად აღსდუღდი. |
| 49:4 | ვითარცა წყალი ნუ შეჰგბები, რამეთუ აჰჴედ შენ საწოლსა მამისა შენისასა მაშინ შეაგინე სარეცელი, რომელსა აჰჴედ. |
| 49:5 | სჳმეონ და ლევი ძმათა აღასრულეს სიცრუჱ ჴდომითა მათითა. |
| 49:6 | ზრახვასა მათსა ნუ შევალნ სული ჩემი და შეკრებასა მათსა ნუ აღყუებინ ღჳძლი ჩემი, რამეთუ გულისწყრომითა მათითა მოსწყჳდნეს კაცნი და გულისთქმითა მათითა დაჰკუეთნეს ძარღუნი კუროსა. |
| 49:7 | წყეულ იყავნ გულისწყრომაჲ მათი, რამეთუ თავჴედობაჲ და ბორგაჲ მათი, რამეთუ ფიცხელ, განვყუნე იგინი იაკობსა შორის და განვსთესნე იგინი ისრაჱლსა შორის. |
| 49:8 | იუდა, შენ გაქებდედ ძმანი შენნი ჴელნი შენნი ზურგსა მტერთა შენთასა; თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი. |
| 49:9 | ლეკჳ ლომის იუდა, მცენარისაგან, შჳლო ჩემო, აღმოჴედ. მიწოლით დაიძინო, ვითარცა ლომმან და ვითარცა ლეკუმან ლომისამან, ვინმე აღადგინოს იგი? |
| 49:10 | არა მოაკლდეს მთავარი იუდასგან და წინამძღუარი წყვილთაგან მისთა ვიდრემდე მოვიდეს, რომლისა-იგი განმზადებულ არს და იგი არს მოლოდება წარმართთა. |
| 49:11 | და გამოაბას ვენაჴსა კიცჳ მისი და რქასა ვენაჴისსა კიცჳ ვირისა მისისაჲ, განრცხეს ღჳნითა სამოსელი თჳსი და სისხლითა ყურძნისათა მოსაბლარდნელი თჳსი. |
| 49:12 | მხიარულ არიან თუალნი მისნი ღჳნითა და სპეტაკ კბილნი მისნი უფროჲს სძისა. |
| 49:13 | ზაბულონ ზღჳს კიდესა დაეშენოს და იგი ავლინებდეს ნავთა და მიიწიოს სიდონადმდე. |
| 49:14 | იზაქარს კეთილისა გულმან უთქუა, განისუენებდეს შორის ნაწილსა თჳსსა. |
| 49:15 | და იხილოს განსუენებაჲ მისი, რამეთუ კეთილ და ქუეყანა, რამეთუ პოხილ მისცა მჴარნი მისნი შრომად და იქმნა კაც ქუეყანის მოქმედ. |
| 49:16 | და დან სჯიდეს ერსა თჳსსა, ვითარცა ნათესავი ერთი ისრაჱლსა შორის. |
| 49:17 | და იყოს დან გუელ გზასა ზედა მზირად მჯდომარე ალაგსა და უკბენდეს ტერფსა ცხენთასა და დაეცეს მჴედარი მართლუკუნ. |
| 49:18 | და მაცხოვარებასა უფლისასა მოელოდის. |
| 49:19 | გად განცდით განცადოს იგი და მან განცადოს იგი შემდგომად კუალსა მისსა. |
| 49:20 | ასერ, პოხილ პური მისი და მან მისცეს საზრდელი მთავართა. |
| 49:21 | ნეფთალემ, ხე მცენარე, მოსცემდეს ნაყოფთა სიკეთისათა. |
| 49:22 | შვილი აღორძინებული იოსებ, შვილი ჩემი აღორძინებული საშურველი ძე ჩემი უმრწემესი ჩემდა მოიქცე, რომლისათჳს ზრახვა-ყვეს. |
| 49:23 | და ძმაცვიდეს და ემტერნეს მათ უფალნი იგი მშჳლდთანი. |
| 49:24 | და შეიმუსრა ძალითურთ მშჳლდები მათი და დაჴსნდეს ძარღუნი მკლავთა ჴელთა მათთანი ჴელითა ძლიერითა იაკობისთა მის მიერ, რომელმან განგაძლიერა შენ ისრაჱლ. |
| 49:25 | ღმრთისა მიერ მამისა შენისა. და შეგეწია შენ ღმერთი ჩემი და გაკურთხა შენ კურთხევითა ზეცისათა ზეგარდამო და კურთხევითა ქუეყანისათა, რომელსა იქმს ყოველი კურთხევისათჳს ძუძუთასა და საშოჲსა. |
| 49:26 | კურთხევითა მამისა და დედისა შენისათა უფროჲსად განძლიერდი უფროჲს მთათა მყართასა, კურთხევად ბორცუთა საუკუნეთა იყუნენ თავთა ზედა იოსებისსა და თხემსა, რომელი წინამძღუარ ყო ძმათა. |
| 49:27 | ბენიამენ, მგელი მტაცებელი, განთიად ჭამდეს-ღა და მწუხრი განუყოფდეს საზრდელსა. |
| 49:28 | ყოველნი ესე ძენი იაკობისნი - ტომი ათორმეტ. და ამას ეტყოდა მამაჲ მათი და აკურთხნა იგინი კაცად-კაცადი კურთხევისაებრ თჳსისა. |
| 49:29 | ამცნო მათ და ჰრქუა მე შევეძინები ერსა ჩემსა, დამფალთ მე მამათა ჩემთა თანა ქუაბსა მას მრჩობლსა, რომელ-იგი არს აგარაკსა მას ეფრონის ქეტელისასა. |
| 49:30 | რომელ არს წინაშე მამბრესსა, ქუეყანასა ქანანისასა, რომელ-იგი მოიგო აბრაჰამ ქუაბი ეფრონისაგან ქეტელისა სასყიდლით საფლავად. |
| 49:31 | მუნ დაჰფლეს აბრაჰამ და ცოლი მისი სარრა ისაკ და ცოლი მისი რებეკა და მუნ დაფლეს ლია მოგებულსა მას აგარაკსა და რომელ-იგი არს მას შინა ქუაბი ძეთაგან ქეტისთა. |
| 49:32 | და დასცხრა იაკობ ბრძანებად ძეთა თჳსთა და აღიხუნა ფერჴნი თჳსნი ცხედრად და მოაკლდა და შეეძინა ერსა თჳსსა. |