29:1 |
და წარემართა იაკობ და წარვიდა ქუეყანად მზისა აღმოსავალად ლაბანის, ასურისა, ძისა ბათოელ ასულისა, ხოლო ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა. |
29:2 |
და მიჰხედა, და იხილა ჯურღმული ველსა ზედა. და იყვნეს მუნ სამნი მწყემსნი ცხოვართანი და განისუენებდეს მუნ, რამეთუ მის ჯურღმულისაგან ასჳან წყალი სამწყსოსა მათსა. და ქვაჲ დაედვა პირსა ზედა ჯურღმულისასა. |
29:3 |
და შეკრბის მუნ ყოველი სამწყსოჲ და მწყემსები და გარდააგორიან ლოდი იგი პირისა მისგან ჯურღმულისა და ასჳან ცხოვარსა და კუალად დასდვიან ლოდი იგი პირსა-ვე მის ჯურღმულისსა ადგილსა თჳსსა. |
29:4 |
და ვითარ იხილნა იგინი იაკობ, ჰრქუა მათ: ძმანო, ვინანი ხართ? ხოლო მათ ჰრქუეს: ქარანით ვართ ჩუენ. |
29:5 |
და ჰრქუა მათ: იცით-ა ლაბან, ძე ნაქორისა? და მათ ჰრქუეს: ვიცით. |
29:6 |
ხოლო მან ჰრქუა: ცოცხლებით არს-ა? და მათ ჰრქუეს: ცოცხლებით არს. და ვიდრე იგინი ამას იტყოდეს, აჰა, რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა თჳსისათა. |
29:7 |
და თქუა იაკობ: დღე დგას-ღა ფრიად და არ-ღა არს შეკრებაჲ სამწყსოთაჲ; ასუთ ცხოვართა, წარვედით და აძოებდით. |
29:8 |
ხოლო მათ ჰრქუეს: ვერ შემძლებელ ვართ, ვიდრე შეკრებადმდე ყოველთა მწყემსთა, და გარდააგორვონ ლოდი ესე პირისაგან ჯურღმულისა ამის და მაშინ-ღა ვასუათ საცხოვარსა ჩუენსა. |
29:9 |
ჯერეთ ზრახვიდა იგი მათ, და რაქელ მოვიდოდა ცხოვართა თანა მამისა მისისათა, რამეთუ აძოებდა ცხოვართა მამისა მისისათა. |
29:10 |
და ვითარცა იხილა იაკობ რაქელ, ასული ლაბანისი. დედისძმისა თჳსისა, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი პირისაგან მის ჯურღმულისა და სუა ცხოვართა მათ ლაბანისთა, დედისძმისა თჳსისათა. |
29:11 |
და ამბორს-უყო რაქელს და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა და ტიროდა. |
29:12 |
და უთხრა რაქელს, ვითარმედ ძმაჲ არს მამისა მისისა და ვითარმედ ძე არს რებეკასი. და წარვიდა რაქელ და უთხრა მამასა თჳსსა სიტყჳსა მისებრ იაკობისა |
29:13 |
და ვითარცა ესმა ლაბანს სახელი იაკობისი, დისწულისა თჳსისა, სრბით გამოვიდა შემთხუევად მისა და ვითარცა იხილა იგი, მოეხჳა მას და ამბორს-უყო. და შეიყვანა სახიდ თჳსა და უთხრა ლაბან ყოველთა სიტყუანი ესე. |
29:14 |
ჰრქუა მას ლაბან: ძუალთა ჩემთაგანი და ჴორცთა ჩემთაგანი ხარ შენ. და იყო მის თანა თთვეთა და დღეთა მრავალთა. |
29:15 |
და ჰრქუა ლაბან იაკობს: რამეთუ ძმაჲ ჩემი ხარი შენ. აჰა მმონო მე მედად. მითხარ მე, რაჲ არს სასყიდელი შენი? |
29:16 |
ხოლო ლაბანს ესხნეს ორ ასულ. სახელი უხუცესისა ლია და სახელი უმრწემესისა მის რაქელ. |
29:17 |
და იყვნეს თუალნი ლიასნი უძლურ, ხოლო რაქელ იყო კეთილ ხილვითა და შუენიერ პირითა. |
29:18 |
და უყვარდა იაკობს რაქელ და თქუა: გმონებდე შენ შჳდ წელ რაქელისთჳს, ასულისა შენისა უმრწემესისა. |
29:19 |
მიუგო და ჰრქუა ლაბან: უმჯობეს არს ჩუენდა მიცემად იგი შენ, ვიდრე მიცემად იგი სხუასა ქმარსა, იყოფოდე ჩემ თანა. |
29:20 |
და ჰმონებდა იაკობ შჳდ წელ რაქელისთჳს და იყუნეს წინაშე მისსა ვითარცა დღენი მცირენი სიყვარულისა მისისათჳს. და ვითარცა წარჰჴდეს შჳდნი წელნი, |
29:21 |
ჰრქუა იაკობ ლაბანს: მომეც მე ცოლი ჩემი, რამეთუ აღესრულნეს დღენი იგი დროსანი. |
29:22 |
და შეკრიბნა ლაბან ყოველნი კაცნი მის ადგილისანი და ყო ქორწილი. |
29:23 |
და იყო მწუხრი. და მოიყვანა ლაბან ლია, ასული თჳსი, და შეიყვანა იაკობისა და შევიდა მისსა იაკობ. |
29:24 |
და მისცა ლაბან ლიას, ასულსა თჳსსა, ზელფა მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. და ვითარცა იყო განთიადი და, აჰა ესერა, იყო იგი ლია. |
29:25 |
და ჰრქუა იაკობ ლაბანს: რაჲ ესე ჰყავ, ანუ აჰა რაქელისთჳს გმონებდ? რაჲსათჳს შეურაცხ-მყავ მე. |
29:26 |
და თქუა ლაბან: არა არს ჩუენსა ადგილსა ეგრეთ-მიცემად უმრწემესი უწინარეს უხუცესისა. |
29:27 |
აღასრულენ სხუანი-ღა წელნი და მიგცე იგი შენ საქმისა მისთჳს. რომელსა იქმოდი ჩემ თანა მერმეცა შჳდ წელ. |
29:28 |
და ყო იაკობ ეგრეთ და აღასრულნა სხუანი წელნი. |
29:29 |
და მისცა მას ლაბან ასული თჳსი რაქელ ცოლად მისა და რაქელს მისცა ბალა, მჴევალი თჳსი, მისა მჴევლად. |
29:30 |
და შევიდა იაკობ რაქელისა და შეიყუარა იგი უფროჲს ლიასსა და ჰმონებდა მას შჳდ წელ-ღა სხუა. |
29:31 |
და იხილა ღმერთმან, რამეთუ სძულს ლია. განაღო საშოჲ მისი. ხოლო რაქელ იყო ბერწ. |
29:32 |
მიუდგა ლია და უშვა იაკობს ძე. და უწოდა სახელი მისი რუბენ და თქუა: რამეთუ იხილა უფალმან სიმდაბლე ჩემი და მომცა მე შვილი და აწ შემიყუაროს მე ქმარმან ჩემმან. |
29:33 |
და მერმე მიუდგა ლია და უშვა ძე მეორე იაკობს და თქუა: რამეთუ ისმინა უფალმან ვედრებისა ჩემისა და იხილა, ვითარმედ ვსძულ მე, და მომცა მე შვილი მეორე. და უწოდა სახელი მისი სჳმეონ. |
29:34 |
და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: ამიერითგან ჩემდამო იყოს ქმარი ჩემი, რამეთუ უშვენ მას სამ ძე და უწოდა სახელი მისი ლევი. |
29:35 |
და მერმე მიუდგა და შვა ძე და თქუა: აწ უკვე აღუვარო უფალსა და. უწოდა სახელი მისი იუდა. და დადგა შობისაგან. |