
| 28:1 | მოუწოდა ისაკ იაკობს და აკურთხა იგი და ამცნო მას და ჰრქუა: არა მოიყუანო ცოლი ასულთაგან ქანანისათა. |
| 28:2 | არამედ აღდეგ და წარვედ შუამდინარედ, სახიდ ბათოელისა, დედის მამისა შენისა, და მიერ მოიყვანე თავისა შენისა ცოლი, ასულთაგან ლაბანისათა, დედისძმისა შენისათა. |
| 28:3 | ხოლო ღმერთმან ჩემმან გაკურთხენ შენ და აღგაორძინენ და განგამრავლენ და იყავ შენ კრებულად ნათესავთა. |
| 28:4 | და მოგეცინ შენ კურთხევაჲ აბრაჰამისი, მამისა ჩემისაჲ, შენ და ნათესავსა შენსა შემდგომად შენსა და დაიმკჳდრენ ქუეყანაჲ ესე მწირობისა შენისა, რომელი მოსცა ღმერთმან აბრაჰამს. |
| 28:5 | და წარგზავნა ისაკ იაკობი. და აღდგა იაკობ და წარვიდა შუამდინარედ ლაბანისსა, ძისა ბათოელ ასურისა, ძმისა რებეკასა, დედისა იაკობისა და ესავისა. |
| 28:6 | ვითარცა იხილა ესავ, რამეთუ აკურთხა ისაკმან იაკობი და წარვიდა შუამდინარედ. ასურეთისა მოყვანებად მიერ თავისა თჳსისა ცოლი და კურთხევასა მას მისსა ამცნო მას და ჰრქუა: არა მოყვანებად ცოლი ასულთაგან ქანანისთა. |
| 28:7 | და რამეთუ ერჩდა იაკობ მამასა თჳსსა და დედასა, და წარვიდა შუამდინარედ ასურეთისა. |
| 28:8 | და იხილა ესავ, რამეთუ ბოროტ არიან ასულნი ქანანელთანი წინაშე ისაკისა, მამისა მისისა. |
| 28:9 | წარვიდა ესავ ისმაელისა, ძისა აბრაჰამისა, და მოიყვანა მაელეთ, ასული ისმაელისი, დაჲ ნაბეოთისი, ცოლთა მისთა თანა თჳსა ცოლად. |
| 28:10 | და განვიდა იაკობ ჯურღმულისა მისგან ფიცისა და წარვიდა ქარრანად. |
| 28:11 | და მიემთხჳა ადგილსა ერთსა და დაიძინა მუნ, რამეთუ დაჰვიდოდა მზე. და მოიღო ლოდი ლოდთაგან მის ადგილისათა და დაიდვა სასთუნალად და დაწვა ადგილსა მას. |
| 28:12 | და ჩუენებასა იხილვიდა. და აჰა ესერა, კიბენი აღმართებულნი ქუეყანით, რომლისა თავი მიწდომილ იყო ცად და ანგელოზნი ღმრთისანი აღვიდოდეს და გარდამოვიდოდეს მას ზედა. |
| 28:13 | ხოლო უფალი დამტკიცებულ იყო მას ზედა. და თქუა: მე ვარ ღმერთი აბრაჰამისი და ღმერთი ისაკისი მამისა შენისა, ნუ გეშინინ. ქუეყანაჲ ეგე, რომელსა გძინავს, შენ მიგცე და ნათესავსა შენსა. |
| 28:14 | და იყოს ნათესავი შენი, ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა და განვრცნეს ჩრდილოდ და ბღუარად და აღმოსავლად. და იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და ნათესავისა შენისა მიმართ. |
| 28:15 | და, აჰა, მე შენ თანა ვარ დაცვად შენდა ყოველსავე გზასა შენსა, ვიდრეცა ხჳდოდი. და მოგაქციო შენ ამასვე ქუეყანასა, რამეთუ არა დაგიტეო, შენ, ვიდრემდე ვჰყო მე იგი, რაოდენსა გეტყოდე შენ. |
| 28:16 | და ვითარცა განიღჳძა იაკობ ძილისა მისგან, თქუა, რამეთუ: არს უფალი ადგილსა ამას და მე არა ვიცოდე. |
| 28:17 | და შეეშინა და თქუა: ვითარ საშინელ არს ადგილი ესე. არა არს სხუაჲ ესე, გარნა სახლი ღმრთისაჲ და ესე ბჭე ზეცისაჲ. |
| 28:18 | აღდგა იაკობ განთიად და აღიღო ლოდი იგი, რომელი ედვა სასთუნალად. და აღმართა იგი ძეგლად და დაასხა ზეთი თავსა ზედა მის ლოდისასა. |
| 28:19 | და უწოდა სახელი ადგილსა მას "სახლი ღმრთისა", რამეთუ უალამ იყო სახელი ქალაქისა მის პირველად. |
| 28:20 | და აღთქუა აღთქუმაჲ ახალი და თქუა: უკუეთუ იყოს ღმერთი ჩემ თანა და დამიცვეს მე გზასა მას, რომელსა მე მივალ, და მცეს მე პური ჭამად და სამოსელი შემოსად. |
| 28:21 | და მომაქციოს მე ცოცხლებით სახლსა მამისა ჩემისასა, იყოს უფალი ჩემი ღმერთად ჩემდა. |
| 28:22 | და ლოდი ესე, რომელ აღვდგი ძეგლად, იყოს სახლად ღმრთისა ჩემისა, და ყოვლისაგანი, რაოდენი-რაჲ მომცეს მე. ათეული მივსცე მას. |