45:1 |
და ვერ-ღა-რა ეძლო იოსებს დათმენად ყოველთა წინაშე მდგომარეთა მისთა და თქუა: განავლინეთ ყოველი კაცი ჩემგან და არა ვინ დადგა წინაშე იოსებისა, არცა ერთი. ღა რაჟამს გამოეცხადებოდა იოსებ ძმათა თჳსთა. |
45:2 |
აღიმაღლა ჴმაჲ ტირილით და ესმა ჴმაჲ ყოველთა მეგჳპტელთა და მიესმა სახლსა ფარაოჲსსა. |
45:3 |
და ჰრქუა იოსებ ძმათა თჳსთა: მე ვარ იოსებ, ცოცხალღა არსა მამაჲ ჩემი? და ვერ მიუგეს ძმათა მისთა სიტყუაჲ, რამეთუ შეეშინა და შეძრწუნდეს ფრიად. |
45:4 |
ჰრქუა იოსებ ძმათა მისთა: მომეახლენით მე! ხოლო იგინი მიეახლნეს და ჰრქუა: მე ვარ იოსებ, ძმაჲ თქუენი, რომელი მიმყიდეთ ეგჳპტედ. |
45:5 |
ხოლო აწ ნუ სწუხთ, ნუცა ფიცხელ-გიჩნ თქუენ, რამეთუ მომყიდეთ მე აქა, რამეთუ ცხორებისა თქუენისათჳს მომავლინა მე ღმერთმან წინაშე თქუენსა. |
45:6 |
რამეთუ ესე მეორე-ღა წელი არს სიყმილი ქუეყანასა ზედა და მერმე ხუთნი-ღა წელნი ყოფად არიან, რომელსა არა იყოს ჴნვა, არაც ლეწვა. |
45:7 |
და მომავლინა მე ღმერთმან თქუენსა წინა, რათა დაშთეს ნეშტი თქუენი ქუეყანასა ზედა გამოზრდად თქუენდა ნეშტად დიდად. |
45:8 |
ხოლო აწ არა თქუენ მომავლინეთ მე აქა, არამედ ღმერთმან და მყო მე, ვითარცა მამაჲ ფარაოსი, უფალ ყოველსა ზედა სახლსა მისსა და მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა. |
45:9 |
ისწრაფეთ და აღვედით მამისა ჩემისა და არქუეთ მას: ამის იტყჳს იოსებ, ძე შენი, მყო მე ღმერთმან უფალ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა შთამოვედ ჩემდა და ნუ ჰყოვნი. |
45:10 |
და დაემკჳდრე ქუეყანასა გესემ არაბიასა და იყავ მახლობელად ჩემსა შენ და ძენი შენნი და ძენი ძეთა შენთანი და ცხოვარი და ზროხაჲ შენი ყოველი, რაოდენი-რაჲ არს შენი. |
45:11 |
და მე გამოგზარდო შენ, რამეთუ ხუთ წელსა სიყმილი ყოფად არს, რათა არა მოსწყდეთ შენ და ძენი შენნი და ყოველი მონაგები შენი. |
45:12 |
აჰა ესერა, თუალნი თქუენნი ხედვენ და თუალნი ბენიამენისნი, ძმისა ჩემისანი, რამეთუ პირი ჩემი გეტყჳს თქუენ. |
45:13 |
უთხართ მამასა ჩემსა ყოველივე დიდებაჲ ეგჳპტეს შინა და რაოდენი-ესე იხილეთ და ადრე ყავთ და მოიყვანეთ მამა ჩემი აქა. |
45:14 |
და მოეხჳა ქედსა ბენიამენისსა, ძმისა თჳსისსა, და ტიროდა მას ზედა. და ბენიამენ ტიროდა ქედსა ზედა იოსებისსა. |
45:15 |
და ამბორს-უყოფდა ყოველთა ძმათა თჳსთა და ტიროდა მათ თანა და ამისა შემდგომად ეტყოდეს მას ძმანი მისნი. |
45:16 |
და მიიწია სიტყუაჲ ესე სახლსა ფარაოსსა და უთხრეს, ვითარმედ მოსრულ არიან ძმანი იოსებისნი, განიხარა ფარაო და ყოველთა მსახურთა მისთა. |
45:17 |
და ჰრქუა ფარაო იოსებს: არქუ ძმათა შენთა, რათა ესრე ყონ; აღავსეთ ძაძები თქუენი იფქლითა და წარვედით ქუეყანად ქანანისად. |
45:18 |
და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და ყოველი მონაგები თქუენი, და მოდით ჩემდა და მიგცე თქუენ ყოველივე კეთილი ეგჳპტისაჲ და შჭამდეთ თქუენ ტჳნსა ქუეყანისასა. |
45:19 |
ხოლო შენ ამცენ ესე, რათა მიიღონ ურმები ქუეყანით ეგჳპტით ყრმათა თქუენთათჳს და ცოლთა და წარმოიყუანეთ მამაჲ თქუენი და მოვედით |
45:20 |
და ნუ ჰრიდებნ თუალი თქუენი ჭურჭელსა თქუენსა, რამეთუ ყოველივე კეთილი ეგჳპტისა თქუენდა იყოს. |
45:21 |
და ყვეს, ეგრე ძეთა ისრაჱლისათა და მისცა მათ იოსებ ურმები ბრძანებისაებრ მეფისა ფარაოსა და აღუგო მათ საზრდელი გზასა ზედა. |
45:22 |
და ყოველთავე სცა მრჩობლი სამოსელი, ხოლო ბენიამენს სცა ორასი დრაჰკანი და ხუთი საცვალებელნი თითოფერი სამოსლები. |
45:23 |
და მამასა მიუძღუანა ეგრეთვე ათი ვირი, რომელთა ეკიდა ყოვლისაგან კეთილისა ეგჳპტისა და ათი ჯორი, რომელთა აქუნდა პური საგზლად მამისა თჳსისა. |
45:24 |
და წარგზავნნა ძმანი თჳსნი და წარვიდეს და ჰრქუა მათ: ნუ გულს იწუხებთ გზასა ზედა. |
45:25 |
და აღმოვიდეს ეგჳპტით და მოვიდეს ქუეყანად ქანანისად იაკობისა. მამისა მათისა. |
45:26 |
და უთხრეს მას და ჰრქუეს: ცოცხალ არს ძე შენი იოსებ და იგი არს მთავარ ყოველსა ქუეყანასა ეგჳპტისასა და განუკჳრდა იაკობს გონებასა თჳსსა და არა ჰრწმენა მათი. |
45:27 |
და იგინი უთხრობდეს ყოველთა მათ სიტყუათა იოსების მიერ, რომელთა ეტყოდა მათ და ვითარცა იხილა ურმები იგი, რომელ მიუძღუანა იოსებ, რათა წარიყუანოს იგი განცხოველჴურდა სული იაკობ მამისა მათისა. |
45:28 |
და თქუა ისრაილ: დიდ არს ესე ჩემდა, უკუეთუ ძე ჩემი იოსებ ცოცხალ-ღა არს, მივიდე და ვიხილო ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა. |