
| 27:1 | და შემდგომად სიბერისა მის ისაკისა დაუბრყჳლდეს თუალნი მისნი ხედვად. და მოუწოდა ძესა თჳსსა უხუცესსა და ჰრქუა მას: ძეო ჩემო. და მან თქუა: აჰა, მე. |
| 27:2 | ჰრქუა მას: აჰა ესერა, მე დავბერდი და არა ვიცი დღე აღსრულებისა ჩემისა. |
| 27:3 | აწ აღიღე ჭურჭელი შენი, მშჳლდ-კაპარჭი და განვედ ველად და მინადირე მე ნადირი. |
| 27:4 | და მიქმენ მე სანოვაგენი, ვითარ-იგი მე მიყუარს. და მომართუ მე და ვჭამო, რათა გაკურთხოს სულმან ჩემმან ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა. |
| 27:5 | ხოლო რებეკას ესმოდა, ეტყოდა რაჲ ისაკ ესავს, ძესა თჳსსა და ვითარცა განვიდა ესავ ველად და ნადირობად ნადირისა მამისათჳს თჳსისა. |
| 27:6 | მოუწოდა რებეკა იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა, და ჰრქუა: ესერა, მესმა, ვითარ-იგი ეტყოდა მამაჲ შენი ესავს, ძმასა შენსა, და ჰრქუა: |
| 27:7 | მინადირე მე ნადირი და მიქმენ მე ჭამადი. და ვჭამო და გაკურთხო შენ წინაშე უფლისა ვიდრე სიკუდილადმდე ჩემდა. |
| 27:8 | აწ უკუე, შვილო, ისმინე ჩემი, ვითარცა მე გამცნებ შენ |
| 27:9 | და წარვედ არვედ და მომართუენ მიერ ორნი თიკანნი ჩჩჳლნი და კეთილნი. |
| 27:10 | და უქმნე იგი სანოვაგედ მამასა შენსა, ვითარ-იგი უყუარს მას. და შეართვი იგი მამასა შენსა, ჭამოს და გაკურთხოს შენ მამამან შენმან ვიდრე სიკუდილადმდე მისსა. |
| 27:11 | ჰრქუა იაკობ რებეკას, დედასა თჳსსა: არს ესავ, ძმაჲ ჩემი, კაცი ფაჩუნიერი და მე კაცი წყლტუ. |
| 27:12 | ნუუკუე ჴელი შემახოს მე მამამან ჩემმან და ვიყო წინაშე მისსა ვითარცა შეურაცხის-მყოფელი და მოვიღო თავისა ჩემისა წყევაჲ და არა კურთხევაჲ. |
| 27:13 | ჰრქუა მას დედამან მისმან: ჩემ ზედა იყავნ, შვილო, წყევაჲ იგი. გარნა შენ ისმინე ჴმისა ჩემისა და წარვედ და მომართუ მე, რაჲ-იგი გარქუ შენ. |
| 27:14 | ხოლო იგი წარვიდა და მოიყუანნა და მოართუა დედასა თჳსსა. და უქმნა დედამან მისმან სანოვაგენი, ვითარცა უყვარდა მამასა მისსა. |
| 27:15 | და მოიღო რებეკა სამოსელი ესავისი, ძისა თჳსისა, კეთილი, რომელი ედვა მის თანა სახლსა შინა, და შეჰმოსა იგი იაკობს, ძესა თჳსსა უმრწემესსა. |
| 27:16 | და ტყავნი იგი თიკანთანი მოხჳნა მკლავთა მისთა და შიშუელსა ქედსა მისსა. |
| 27:17 | და მისცა საჭმელი იგი, რომელ ქმნა და პური ჴელთა იაკობისთა, ძისა თჳსისათა. |
| 27:18 | და შეართუა იგი მამასა თჳსსა და ჰრქუა: მამაო და მან ჰრქუა: აჰა, მე, ვინ ხარ შენ, შჳლო? |
| 27:19 | და ჰრქუა იაკობ მამასა თჳსსა: მე ვარ ესავ, პირმშოჲ შჳლი შენი. ვყავ, ვითარ-იგი მეტყოდე მე. აღდეგ და დაჯედ და ჭამე ნადირებულისა ჩემისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან. |
| 27:20 | ჰრქუა ისაკ ძესა თჳსსა: რაჲ არს, შჳლო, რამეთუ ადრე ჰპოვე, შჳლო? და მან ჰრქუა: რამეთუ მომცა მე უფალმან ღმერთმან შენმან წინაშე ჩემსა. |
| 27:21 | ჰრქუა ისაკ იაკობს: მომეახლე მე და ჴელი შეგახო. უკეთუ შენ ხარ შჳლი ჩემი ესავ, ანუ არა. |
| 27:22 | და მიეახლა იაკობ ისაკს, მამასა თჳსსა და მან ჴელი შეახო და თქუა: ჴმაჲ ესე - ჴმაჲ იაკობისი, ხოლო ჴელნი - ესავისნი. |
| 27:23 | და ვერ იცნა იგი, რამეთუ იყვნეს ჴელნი მისნი ვითარცა ჴელნი ესავის, ძმისა მისისანი, ფაჩუნიერ და აკურთხა იგი. |
| 27:24 | და თქუა: შენ ხარ ძე ჩემი ესავ? და თქუა: მე ვარ. |
| 27:25 | და ჰრქუა ისაკ: მომართუ მე ნადირებულისა შენისა და ვჭამო, და გაკურთხოს შენ სულმან ჩემმან. და მოართუა მას და ჭამა და ღჳნოჲ სუა. |
| 27:26 | და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: მომეახლე მე და ამბორს-გიყო შენ, შჳლო. |
| 27:27 | და მიეახლა და ამბორს-უყო მას. და ეცა სულნელებაჲ სამოსლისა მისისაჲ აკურთხა იგი და თქუა: აჰა ესერა, სულნელებაჲ ძისა ჩემისაჲ, ვითარცა სულნელებაჲ ველისა სავსისა, რომელი აკურთხა უფალმან. |
| 27:28 | მოგეცინ შენ უფალმან ცუარისაგან ზეცისა და სიპოხისაგან ქუეყანისა სიმრავლე იფქლისა და ღჳნისაჲ. |
| 27:29 | და გმონებდენ შენ თესლები და თაყუანის-გცემდენ შენ მთავარნი, და იყავ შენ უფალ ძმისა შენისა და თაყუანის-გცემდენ შენ ძენი მამისა შენისანი; მწყევარნი შენნი წყეულ იყვნენ და მაკურთხეველნი შენნი კურთხეულ იყვნენ. |
| 27:30 | და იყო, ვითარცა დასცხრა ისაკ კურთხევისაგან იაკობისა, ძისა თჳსისა, გამოვიდა იაკობ პირისაგან ისაკისა, მამისა თჳსისა, და მოვიდა ესავ, ძმაჲ მისი, ნადირობით. |
| 27:31 | და უქმნა საჭმელი და შეართუა მამასა თჳსსა და ჰრქუა: აღდეგინ მამაჲ ჩემი და ჭამენ ნადირებულისაგან ძისა თჳსისა, რათა მაკურთხოს მე სულმან შენმან. |
| 27:32 | და ჰრქუა მას ისაკ, მამამან მისმან: ვინ ხარ შენ? ხოლო მან ჰრქუა: მე ვარ ძე შენი პირმშო, ესავ. |
| 27:33 | განცჳფრდა ისაკ განცჳფრებითა დიდითა და თქუა: ვინ იყო, რომელმან მინადირა მე ნადირი, შემომართუა და ვსჭამე მისგან ვიდრე მოსლვადმდე შენდა? და ვაკურთხე იგი და იყავნ კურთხეულ. |
| 27:34 | და ვითარცა ესმეს სიტყუანი ესე ესავს ისაკისგან, მამისა თჳსისა, ღაღად-ყო მწარედ ჴმითა დიდითა ფრიად და თქუა: მაკურთხე მეცა, მამაო. |
| 27:35 | ჰრქუა მას ისაკ: მოვიდა ძმაჲ შენი ზაკჳთ და მიიღო კურთხევაჲ შენი. |
| 27:36 | და თქუა ესავ: სამართლად ეწოდა სახელი მისი იაკობ, რამეთუ განმწიხნა მე, ესერა, მეორედ. პირველად პირმშოებაჲ ჩემი მიმიღო და აწ ესერა კურთხევაჲ ჩემი მიმიღო. და ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა ისაკს: არა დამიშთინე-ა მე კურთხევაჲ, მამაო? |
| 27:37 | მიუგო ისაკ და ჰრქუა ესავს: ვინათგან უფალ-ვყო იგი შენ ზედა და ყოველნი ძმანი მისნი ვყუენ მისა მრწემ, იფქლითა და ღჳნითა განვამტკიცე იგი, აწ შენ რაჲ გიყო, შჳლო? |
| 27:38 | ჰრქუა ესავ მამასა თჳსსა: ერთი ხოლო ნუ არსა კურთხევაჲ შენი, მამაო? მაკურთხე მეცა. და ვითარცა შეწუხნა ისაკ, ღაღად-ყო ესავ ჴმითა დიდითა და ტიროდა ფრიად. |
| 27:39 | მიუგო ისაკ და ჰრქუა: აჰა ესერა, სიპოხისაგან ქუეყანისა იყოს მკჳდრობაჲ შენი და ცუარისაგან ცისა ზეგარდამო. |
| 27:40 | და მახჳლითა შენითა სცხოვნდებოდი და ძმასა შენსა ჰმონებდე. ხოლო იყოს ოდესმე, რაჟამს განიჴსნენ უღელი მისი ქედისაგან შენისა. |
| 27:41 | და ძჳრსა უთქმიდა ესავ იაკობს კურთხევისა მისთჳს, რომლითა აკურთხა იგი ისაკ, მამამან მისმან, და თქუა ესავ გონებასა თჳსსა მოიწინენ დღენი სიკუდილისა მამისა ჩემისანი, და მოვკლა იაკობ, ძმაჲ ჩემი. |
| 27:42 | უთხრეს რებეკას სიტყუაჲ ესე ძისა თჳსისა უხუცესისა. და მიავლინა და მოუწოდა ძესა თჳსსა უმრწემესსა და ჰრქუა მას: აჰა ესერა, ძმაჲ შენი ესავ გითქუამს შენ მოკლვად. |
| 27:43 | აწ უკუე, შჳლო, ისმინე ჴმისა ჩემისა: და აღდეგ და წარივლტოდე შუამდინარედ ლაბანისა, ძმისა ჩემისა, ქარანად. |
| 27:44 | და იყავ მის თანა რაოდენმე დღე, ვიდრემდე გარე მიიქცეს გულისწყრომაჲ და რისხვაჲ ძმისა შენისა შენგან. |
| 27:45 | და დავიწყდეს, რაჲ-იგი უყავ მას. და მოვავლინო და მოგიწოდო შენ მიერ, ნუუკუე უშვილო ვიქმნე თქუენ ორთაგან-ვე ერთსა შინა დღესა. |
| 27:46 | და ჰრქუა რებეკა ისაკს: მომეწყინა ცხორებაჲ ჩემი ასულთაგან ქეტის ძეთასა. უკუეთუ მოიყვანოს იაკობ ცოლი ასულთაგან ამის ქუეყანისათა, რომლისა-ღა არს ცხორებაჲ ჩემი? |