
| 13:1 | ხოლო გამოვიდა აბრაამ ეგჳპტით, იგი და ცოლი მისი და ყოველნი მისნი, და ლოთ მის თანა უდაბნოდ. |
| 13:2 | და აბრაამ იყო მდიდარ ფრიად საცხოვრითა და ვეცხლითა და ოქროჲთა. |
| 13:3 | და ვიდოდა, ვინაჲ მოვიდა უდაბნოდ, ვიდრე ბეთელამდე, ვიდრე ადგიდმდე, რომელსა იყო კარავი მისი პირველ საშუალ ბეთელსა და საშუალ ანგესა. |
| 13:4 | ადგილსა საკურთხეველისასა, რომელი ქმნა მუნ პირველ და უწოდა. მუნ აბრაამ სახელსა უფლისასა ღმრთისასა. |
| 13:5 | და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები. |
| 13:6 | და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად. |
| 13:7 | და იქმნა ბრძოლაჲ შორის მწყემსთა საცხოვართა აბრაამისთა და შორის მწყემსთა ლოთისთასა. ხოლო ქანანელნი და ფერეზელნი მკჳდრ იყუნეს მაშინ ქუეყანასა მას. |
| 13:8 | და თქუა აბრაამ ლოთს: ნუ არს ბრძოლაჲ შორის ჩემსა და შენსა და შორის მწყემსთა ჩუენთა, რამეთუ კაცნი ძმანი ვართ ჩუენ. |
| 13:9 | არა, აჰა, ყოველი ქუეყანა წინაშე შენსა არს-ა? განმეყავ ჩემგან, უკუეთუ შენ მარცხენით, მე მარჯუენით, ხოლო უკუეთუ შენ მარჯუენით, მე მარცხენით. |
| 13:10 | და აღმხუმელმან თუალთა თჳსთამან ლოთ იხილა ყოველი გარემო სოფლები იორდანისაჲ, რამეთუ ყოველი იყო სარწყავ, პირველ დაქცევადმდე ღმრთისა მიერ სოდომისა და გომორისა, ვითარცა სამოთხე ღმრთისაჲ და ვითარცა ქუეყანა ეგჳპტისა, ვიდრე მოსლვადმდე ზოღორად. |
| 13:11 | და გამოირჩია ლოთ თავისა თჳსისად ყოველი სოფელი იორდანისაჲ. და წარიტრა ლოთ აღმოსავალით კერძო და განიყუნეს თითოეული ძმისაგან თჳსისა. |
| 13:12 | აბრაამ დაემკჳდრა ქუეყანასა ქანანისსა, და ლოთ დაემკჳდრა ქალაქსა გარემო სოფლებთასა და დაიკარვა სოდომთა. |
| 13:13 | ხოლო კაცნი სოდომთანი ბოროტნი და ცოდვილნი ფრიად წინაშე ღმრთისაჲ. |
| 13:14 | ხოლო ღმერთმან თქუა აბრაამის მიმართ შემდგომად ლოთის განყოფისა მისგან: აღიხილენ თუალნი შენნი და იხილენ ადგილთაგან, რომელსა ხარ შენ აწ, ჩრდილოჲთ მიმართ და სამხრად და აღმოსავლად და ზღუად. |
| 13:15 | რამეთუ ყოველი ქუეყანაჲ, რომელსა შინა ჰხედავ შენ, მიგცე იგი შენ და თესლსა შენსა უკუნისამდე. |
| 13:16 | და ვყო თესლი შენი ვითარცა ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, უკუეთუ ვისმე ძალ-უც აღრიცხუად ქჳშაჲ ქუეყანისაჲ, და თესლიცა შენი აღრიცხოს. |
| 13:17 | აღდეგ, მოვლე ქუეყანა, სიგრძედ მიმართ მისა, და სივრცედ მისსა, რამეთუ შენ მიგცე იგი. |
| 13:18 | და აღიკარვა აბრაამ და მოვიდა, დაიკარვა მუხასა თანა მამბრესა, რომელი იყო ქებრონს, და აღუშენა მუნ საკურთხეველი უფალსა. |