
| 5:1 | ესე წიგნი შესაქმისა კაცთასა, რომელსა დღესა შექმნა ღმერთმან ადამ ხატებად ღმრთისა. |
| 5:2 | შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნნა იგინი. |
| 5:3 | ხოლო ცხოვნდა ადამ ორას ოცდაათ წელ და შვა სახოვნებისაებრ თჳსისა და ხატებისაებრ თჳსისა. და სახელ-სდვა სახელი მისი სით. |
| 5:4 | ხოლო იქმნნეს დღენი ადამისნი შემდგომად შობისა სეითისა შვიდას წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:5 | და იქმნნეს ყოველნი დღენი ადამისნი, რომელთა ცხოვნდა ცხრაასოცდაათ წელ და მოკუდა. |
| 5:6 | ხოლო ცხოვნდა სით ორას და ხუთ წელ. და შვა ენოს. |
| 5:7 | და ცხოვნდა სით შემდგომად შობისა ენოსისა შვიდსა და შვიდ წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:8 | და იქმნნეს ყოველნი დღენი სეითისნი ცხრაასდაათორმეტ წელ და მოკუდა, |
| 5:9 | და ცხოვნდა ენოს ასოთხმეოცდაათ წელ. და შვა კაინან. |
| 5:10 | და ცხოვნდა ენოს შემდგომად შობისა მის კაინანისსა შვიდასათხუთმეტ წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:11 | და იქმნნეს ყოველნი დღენი ენოსისნი ცხრაასდახუთ წელ და მოკუდა. |
| 5:12 | და ცხოვნდა კაინან ასსამეოცდაათ წელ. და შვნა მალელეილ. |
| 5:13 | და ცხოვნდა კაინან შემდგომად შობისა მის მალელეილისსა შვიდასორმეოც წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:14 | და იქმნა ყოველნი დღენი კაინანისნი ცხრაასდაათ წელ. და მოკუდა. |
| 5:15 | და ცხოვნდა მალელეილ ასსამეოცდახუთ წელ და შვა იარედ. |
| 5:16 | და ცხოვნდა მალელეილ შემდგომად შობისა მის იარედისსა შვიდასოცდაათ წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:17 | და იქმნეს ყოველნი დღენი მალელეილისნი. შვიდასოთხმეოცდაათხუთმეტ წელ და მოკუდა. |
| 5:18 | და ცხოვნდა იარედ ასსამეოცდაორ წელ და შვა ენუქ. |
| 5:19 | და ცხოვნდა იარედ შემდგომად შობისა მის ენუქისსა შვიდას წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:20 | და იქმნნეს ყოველნი დღენი იარედისნი რვაასსამეოცდაორ წელ და მოკუდა. |
| 5:21 | და ცხოვნდა ენუქ ასსამეოცდახუთ წელ. და შვა მათუსალა. |
| 5:22 | ხოლო სათნო ეყო ენუქ ღმერთსა. და ცხოვნდა ენუქ შემდგომად შობისა მის მათუსალასა ორას წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:23 | და იქმნნეს ყოველნი დღენი ენუქისნი სამასსამეოცდახუთ წელ. |
| 5:24 | და სათნო ეყო ენუქ ღმერთსა და არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან. |
| 5:25 | და ცხოვნდა მათუსალა ასსამეოცდაშვიდ წელ. და შვა ლამექ. |
| 5:26 | და ცხოვნდა მათუსალა შემდგომად შობისა მის ლამექისა. შვიდასოთხმეოცდაორ წელ. და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:27 | და იქმნნეს ყოველნი დღენი მათუსალასნი, რომელთა ცხოვნდა, ცხრაასსამეოცდაცხრა წელ. და მოკუდა. |
| 5:28 | და ცხოვნდა ლამექ ასოთხმეოცდარვა წელ და შვა ძე. |
| 5:29 | და უწოდა სახელი მისი ნოე მეტყუელმან:ამან განმისუენოს ჩუენ საქმეთაგან ჩვენთა და მწუხარებათაგან ჴელთა ჩუენთასა და ქუეყანისაგან, რომელი დაწყევა უფალმან ღმერთმან ჩუენმან. |
| 5:30 | და ცხოვნდა ლამექ შემდგომად შობისა მის ნოესსა. ხუთასსამეოცდახუთ წელ და შვნა ძენი და ასულნი. |
| 5:31 | და იქმნნეს ყოველნი დღენი ლამექისნი შჳდასორმეოცდააცამეტ წელ და მოკუდა. |
| 5:32 | და იყო ნოე წელიწადთა ხუთასთა. და შვნა ნოე სამნი ძენი: სემ, ქამ და იაფეთ. |