
| 11:1 | და იყო ყოველი ქუეყანა - ბაგე ერთ და ჴმა ერთ ყოველთა. |
| 11:2 | და იყო, ძრვასა მათსა აღმოსავლით გამო პოვეს ველი ქუეყანასა სენარისასა და დაემკჳდრნენ მუნ. |
| 11:3 | და ჰრქუა კაცმან მოყუასსა: მოვედით, გამოვზილნეთ ალიზნი და გამოვაცხუნეთ იგინი ცეცხლითა. და იყო მათდა ალიზი ქვაჲ და ასფალტოსი იყო მათდა თიჴაჲ. |
| 11:4 | და თქუეს: მოვედით, ვიშენოთ თავთა თჳსთათჳს ქალაქი და გოდოლი, რომლისა თავი იყოს ვიდრე ცადმდე. და ვყოთ თავთა თჳსთად სახელი პირველ განთესვისა ჩუენისა პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. |
| 11:5 | და გარდამოვიდა უფალი ხილვად ქალაქისა და გოდლისა, რომელი აღაშენეს ძეთა კაცთასა. |
| 11:6 | და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ნათესავი ერთ და ბაგენი - ერთ ყოველთა, და ამის იწყეს ქმნად და აწ არა დააკლდეს მათგან ყოველნი, რაოდენ-თა-ცა ინებონ ქმნად. |
| 11:7 | მოვედით, გარდავიდეთ და შეურინეთ მათ ენანი მუნ, რათა არა ესმოდის თჳთოეულსა ჴმაჲ მოყუსისა. |
| 11:8 | და განთესნა იგინი უფალმან მუნით პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. და დასცხრეს მაშენებელნი ქალაქისა და გოდლისანი. |
| 11:9 | ამისთჳს ეწოდა სახელი მისი შერევნა, რამეთუ მუნ შეურივნა უფალმან ბაგენი ყოვლისა ქუეყანისანი და მუნით განთესნა იგინი უფალმან ღმერთმან პირსა ზედა ყოვლისა ქუეყანისასა. |
| 11:10 | და ესე შობანი სემისნი : სემ ძე ასის წლის იყო, ოდეს შვა არფაქსად მეორესა წელსა შემდგომად წყლით რღუნისა. |
| 11:11 | და ცხოვნდა სემ შემდგომად შობისა მის არფაქსადისა ხუთას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:12 | და ცხოვნდა არფაქსად ასოცდაათხუთმეტ წელ და შვა სალა. |
| 11:13 | და ცხოვნდა არფაქსად შემდგომად შობისა მის სალასა, სამასოცდაათ წელ, და შუნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:14 | და ცხოვნდა სალა ასოცდაათ წელ და შვა ებერ. |
| 11:15 | და ცხოვნდა სალა შემდგომდა შობისა მის ებერისსა სამასერგასის წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:16 | და ცხოვნდა ებერ ასოცდაათოთხმეტ წელ, და შვა ფალეგ. |
| 11:17 | და ცხოვნდა ებერ შემდგომად შობისა მის ფალეგისსა ორასსამეოცდაათ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:18 | და ცხოვნდა ფალეგ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა რაგავ. |
| 11:19 | და ცხოვნდა ფალეგ შემდგომად შობისა მის რაგავისა ორასდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:20 | და ცხოვნდა რაგავ ასოცდაათოთხმეტ წელ და შვა სერუქ. |
| 11:21 | და ცხოვნდა რაგავ შემდგომად შობისა მის სერუქისსა ორასდაშჳდ წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:22 | და ცხოვნდა სერუქ ასოცდათ წელ და შვა ნაქორ. |
| 11:23 | და ცხოვნდა სერუქ შემდგომად შობისა მის ნაქორისსა ორას წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:24 | და ცხოვნდა ნაქორ სამეოცდაათცხრამეტ წელ და შვა თარრა. |
| 11:25 | და ცხოვნდა ნაქორ შემდგომად შობისა მის თარრასა ასოცდაცხრა წელ, და შვნა ძენი და ასულნი, და მოკუდა. |
| 11:26 | და ცხოვნდა თარრა სამეოცდაათ წელ და შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან. |
| 11:27 | ხოლო ესე შობანი თარრაჲსნი. თარრა შვა აბრაამ, და ნაქორ და არრან: ხოლო არრან შვა ლოთ. |
| 11:28 | და მოკუდა არრან წინაშე თარრასა, მამისა თჳსისა, ქუეყანასა, რომელსა იშვა სოფელსა ქალდეველთასა. |
| 11:29 | და მიიყუანეს აბრაამ და ნაქორ თავისა თჳსისათჳს ცოლნი, სახელი ცოლისა აბრაამისისა - სარაჲ და სახელი ცოლისა ნაქოერრისისა მელქა, ასული აჰრონისი, მამისა მელქასი, და მამისა იესტანისი. |
| 11:30 | და იყო სარა ბერწ და არა შვილისმშობელ. |
| 11:31 | და მოიყვანნა თარრა აბრაამ და ნაქორ, ძენი თჳსნი, და ლოთ, ძე არრანისი, ძისა თჳსისა და გამოიყვანნა იგინი სოფლისაგან ქალდეველთასა წარსლვად ქუეყანად ქანანისა და მოვიდა ვიდრე ხარრანადმდე და დაემკჳდრა მუნ. |
| 11:32 | და იქმნნეს ყოველნი დღენი თარრასნი ქარანს შინა ორასდახუთ წელ და მოკუდა თარრა ხარანს შინა. |